ჩაბარების ვადა:

16 მარტი 2026, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T29697 - კონკურსი ხილ-კენკროვანი და კაკლოვანი კულტურების სადემონსტრაციო პროექტების ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად

  • გამომცხადებელი: REC-Caucasus
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 16 მარტი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება: შეიცვალა სატენდერო განაცხადი და ტექნიკური დავალება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია: ტენდერის დასრულების თარიღად განისაზღვრა 16 მარტი. Please note that amendments have been made to the tender documentation: the tender application and the technical specification have been revised. Kindly review the updated information: the tender closing date has been set for March 16.

ტენდერის აღწერილობა:

ა(ა)იპ - კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) აცხადებს კონკურსს ხილ-კენკროვანი და კაკლოვანი კულტურების სადემონსტრაციო პროექტების ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.  

პროექტი „მწვანე შეთანხმებისთვის მზადყოფნის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებში“ (PROGRESS) ხორციელდება გერმანიის ფედერალური მთავრობის საერთაშორისო კლიმატის ინიციატივის (IKI) სახელით. ფედერალური მთავრობის ფარგლებში IKI მიეკუთვნება გარემოს დაცვის, კლიმატის ქმედების, ბუნების დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალურ სამინისტროში (BMUKN). პროექტი ასევე წარმოადგენს ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს (AA) პასუხისმგებლობას.

PROGRESS-ს ახორციელებს Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH, როგორც წამყვანი ორგანიზაცია, პარტნიორობაში ევროპის ბიზნეს ასოციაციასთან (EBA) მოლდოვა, უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკისა და პროგნოზირების ინსტიტუტთან (IEF), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან (OECD) და კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან (REC).

საქართველოში ხილ-კენკოვანი და კაკლოვანი კულტურების სადემონსტრაციო პროექტების ხელშწყობის პროგრამის მიზანია მდგრადი და კლიმატგონივრული აგროპრაქტიკის დანერგვა, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაცია და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა. პროგრამით გათვალისწინებულია საქართველოში სულ მცირე სამი სადემონსტრაციო პროექტის განხორციელების ხელშეწყობა მათი თანადაფინანსების გზით.

თანადაფინანსებისთვის შერჩეული სადემონსტრაციო პროექტები უნდა ფარავდნენ ხილ-კენკროვანი და კაკლოვანი კულტურების პირველადი წარმოების (მოყვანის, მოსავლის აღების, პირველადი გადამუშავება/შენახვის) ერთ ან რამოდენიმე სტადიას, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მდგრადი სარგებელი გრძელვადიან პერიოდში.

1. პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებები: 

მიმდინარე კონკურსში მონაწილეობა ღიაა ნუშის ღირებულებათა ჯაჭვზე ორიენტირებული პროექტებისთვის.

2. თანადაფინანსების ოდენობა:

ერთი სადემონსტრაციო პროექტის ფარგლებში თანადაფინანსების მინიმალური და მაქსიმალური ოდენობები განისაზღვრება შემდეგნაირად:

  • ძირითადი საშუალებების შეძენა-მონტაჟისათვის: 5,000 - 25,000 ევროს/EUR ექვივალენტი ლარში
  • მომსახურებისთვის (მათ შორის, პროფესიონალური კონსულტაცია, შესაძლებლობების გაძლიერება და სხვა დაკავშირებული მომსახურებები): 5,000-15,000 ევროს/EUR ექვივალენტი ლარში.  

პროგრამის ბენეფიციარის თანამონაწილეობა სადემონსტრაციო პროექტის დაფინანსებაში 

მოითხოვება პროგრამის პოტენციური ბენეფიციარის (თანადაფინანსების მიმღების) მიერ სადემონსტრაციო პროექტის განხორციელებაში თანამონაწილეობა, რაც უნდა შეადგენდესპროექტის მთლიანი ბიუჯეტის  სულ მცირე 45%-ს ფულადი ან/და არაფულადი სახით.

3. გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა:

პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა და განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, რომლებსაც სურთ კლიმატზე ორიენტირებული, მდგრადი და მწვანე ეკონომიკის პრინციპების დანერგვა.

4. კონკურსის ეტაპები:

კონკურსის გაიმართება 4 ეტაპად:

  • ეტაპი I: განაცხადების მიღება და გადარჩევა
  • ეტაპი II: განაცხადების პირველადი შეფასება საკონკურსო კომისიის მიერ
  • ეტაპი III: თანადაფინანსებისთვის შერჩეული სადემონსტრაციო პროექტების გამოვლენა
  • ეტაპი IV: გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების რისკების შეფასება და ხელშეკრულების გაფორმება

5. საკონკურსო განაცხადის წარმოდგენა 

განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად და მოიცავდეს მოთხოვნილ ყველა დოკუმენტს;

განაცხადის შევსებული ფორმა (დანართი #1. განაცხადის წარმოდგენის ფორმა; დანართი #2: ბიუჯეტის ფორმა) და სხვა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად ქვემოთ მოყვანილი ელექტრონული ფოსტის მისამართებზე: nino.nadibaidze@rec-caucasus.org 

განაცხადის წარმოდგენის ვადა: 2026 წლის 16 მარტი, 18:00 საათამდე

6. დეტალური ინფორმაცია და შესავსები ფორმები:

  • დანართი - კონკურსის ტექნიკური დავალება
  • დანართი #1. განაცხადის წარმოდგენის ფორმა
  • დანართი #2: ბიუჯეტის ფორმა
  • დანართი #3: განაცხადის შეფასების კრიტერიუმები 

ტენდერის კატეგორია:

  • 75100000 ადმინისტრაციული მომსახურება
  • 77100000 სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული მომსახურებები
შეკითხვები