30 იანვარი 2015, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT297 - ტენდერი სწრაფი ჩარიცხვის აპარატების შეძენაზე
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს სწრაფი ჩარიცხვის აპარატების შეძენაზე
გთხოვთ თქვენი შემოთავაზებები წარმოადგინოთ ფაილში მითითებულ სპეციფიკაციის მიხედვით
- 300 ერთეული სწრაფი ჩარიცხვის აპარატი
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:
- 1. კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით
- 2. საგარანტიო ვადები და პირობები
- 3. მოწოდების ვადები და პირობები (მოწოდება ხდება თბილისის სათაო ოფისში მდებარე ჭავჭავაძის #74-ში)
- 4. ანგარიშსწორების პირობები
- 5. ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ
- 6. საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები
გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
ადგილმდებარეობა: ”ლიბერთი ბანკი”, ი. ჭავჭავაძის 74, თბილისი 0162
გთხოვთ შემოთავაზებები მოგვაწოდოთ კონვერტში და მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება
- საკონტაქტო ინფორმაცია
- სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი ჩასარიცხ აპარატებზე)
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 30 იანვარი, 2015 წ. 17:00 საათი