19 თებერვალი 2026, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T29706 - ტენდერი საერთაშორისო შესყიდვების მართვის ციფრული პლატფორმის შექმნაზე
- გამომცხადებელი: ვიან-ლოჯისტიკა
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 6 თებერვალი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 19 თებერვალი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,ვიან-ლოჯისტიკა’’ აცხადებს ტენდერს საერთაშორისო შესყიდვების მართვის ციფრული პლატფორმის შექმნის მიზნით და იწვევს კომპანიებს მონაწილების მისაღებად.
1. შერჩევის პროცესის მიმდინარეობა
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2026 წლის 19 თებერვლის 18:00 საათისა.
- შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება: 5 თებერვალი 2026 წ.
- სატენდერო წინადადებების მიღების დასრულება: 19 თებერვალი 2026 წ.
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა: 27 თებერვალი 2026 წ.
- ხელშეკრულების გაფორმება: 5 მარტი 2026 წ.
შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება იმავე საკომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.
შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან / შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება იმავე საკომომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.
1. ტენდერით შესასყიდი მომსახურების აღწერილობა / სპეციფიკაციები
შესყიდვის ობიექტი: პროექტის ელექტრონული ვერსიის შექმნა
2. შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ
- კონტრაქტორის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და პრეტენდენტის მეირ წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის გათვალისწინებით.
- მიუხედავად შემსყიდველის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებისა, პრეტენდენტი არ არის უფლებამოსილი ნებისმიერი მატერიალური დანახარჯის ან/და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე, რაც მას შეიძლება მიადგეს ტენდერში მონაწილეობით, წარსადგენი სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებით, ან/და იმ მოქმედების განსახორციელებლად, რომელიც აუცილებელია მისი მიერ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში
3. შემსყიდველის ვალდებულებები
შემსყიდველის ვალდებულებებია:
ხელშეკრულებითა და წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკაშვირებული სხვა დოკუმენტებით განსაზღრული პირობების/ვალდებულებების განუხრელი დაცვა და შესრულება;
4. კონტრაქტორის ვალდებულებები
კონტრაქტორის ვალდებულებებია:
ხელშეკრულებითა და წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკაშვირებული სხვა დოკუმენტებით განსაზღრული პირობების/ვალდებულებების განუხრელი დაცვა და შესრულება;
5. დოკუმენტაცია
პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის კონტრაქტორმა უნდა მოამზადოს შემდეგი დოკუმენტები:
მიღება-ჩაბარება წარმოდგენილი უნდა იქნას დადასტურებული და ხელმოწერილი ორივე მხარის მიერ.
6. სატენდერო წინადადება
სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:
- პრეტენდენტი იურიდიული პირის განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
- ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი (მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერლილით)
- ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ, შევსებული დანართ #2-ში მითითებული სახით;
- კონფიდენციალურობაზე შეთანხმების პრეტენდენტის მხრიდან ხელმოწერილი ვერსია (შეთანხმება თან ერთვის დანართი #3-ს სახით);
- პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდატივი - აფიდატივი მოცემულია დანართი #4-ს სახით;
- ამოცანის ფუნქციური სპეციფიკაცია (FS)-დანართი #5
პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.
7. პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია
შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:
- პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
- პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
- მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
- სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
- არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
- არ შეესაბამება სინამდვილეს;
- ყალბია.
არსებობს სხვა ობიექტური გარმოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.
8. კონფიდენციალურობა
პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.
9. სატენდერო წინადადების წარდგენა
- სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, www.tenders.ge-ზე.
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2026 წლის 19 თებერვალი 18:00 საათისა. გთხოვთ , ფინანსურ მხარესთან ერთად მივუთითო შესრულების ვადა.
- შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: nonmedical_procurements@vian.health
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 19 თებერვალი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი:
უჩა ლარცულიანი
ტელ: 511 13-07-38
ტენდერის კატეგორია:
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
დოკუმენტაცია
სალამი 1. მისაღები იქნება 2.საკმარისია 3. კონფიდენციალური შეთანხმება არის დრაფტი, რომელსაც პრეტენდენტი უნდა გაცნოს და გაითვალისწინოს დადებითი რეზულტატის შემთხვევაში , ხელშეკრულებამდე ხელმოწერა აუცილებელი არ არის.
მოგესალმებით, გთხოვთ მოგვაწოდოთ განმარტება ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე: 1. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან. სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მომზადების თარიღი არ უნდა უსწრებდეს სატენდერო წინადადების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით. თუ ამონაწერს მოვიპოვებთ, მაგალითად, 2026 წლის 19 თებერვალს, თუმცა ამონაწერში ასახული ბოლო ცვლილების თარიღი არის 2025 წლის 1 სექტემბერი, ჩაითვლება თუ არა აღნიშნული ამონაწერი მოთხოვნასთან შესაბამის დოკუმენტად? 2. რეორგანიზაცია / ლიკვიდაცია / გადახდისუუნარობა. ამონაწერში სამეწარმეო რეესტრიდან მითითებულია განყოფილება “Information on Liquidation / Reorganization / Insolvency Proceedings”. გთხოვთ დაადასტუროთ, საკმარისი იქნება თუ არა ამონაწერის წარმოდგენა აღნიშნული განყოფილებით პუნქტის – „ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება“ – დასაკმაყოფილებლად, თუ საჭიროა ცალკე დოკუმენტის წარმოდგენა? საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ დააზუსტოთ რა ფორმით უნდა იყოს წარმოდგენილი ასეთი დოკუმენტი (მაგალითად, კომპანიის ოფიციალურ ბლანკზე გაცემული წერილი და ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ). 3. კონფიდენციალურობის შეთანხმება (NDA) NDA-ის პუნქტში 13.2 მითითებულია, რომ შეთანხმება შესაძლებელია შედგეს სხვა ენაზეც. გთხოვთ გვაცნობოთ, არსებობს თუ არა შეთანხმების ინგლისურენოვანი ვერსია და შესაძლებელია თუ არა მისი მიღება. ასევე გთხოვთ დაგვიდასტუროთ, უნდა მოვაწეროთ თუ არა NDA-ს ხელი წინადადების წარდგენის ეტაპზე და ამ შემთხვევაში, უნდა შეავსოს თუ არა პრეტენდენტმა „Client“-ის ნაწილში მითითებული ინფორმაცია. წინასწარ გმადლობთ განმარტებისთვის.
9. Data Migration 9.1. How many years of historical data must be migrated? 9.2. Is historical Excel structure standardized? 9.3. Who will validate migrated data? 10. Project Governance 10.1. Should training be included? 10.2. Is there a requirement for SLA-based maintenance contract?
7. User Management & Security 7.1. Role-based access control (RBAC) – predefined roles or customizable? 7.2. Should warehouse staff see financial data? 7.3. Should system log all changes (audit trail)? 7.4. Required password policy? 7.5. Should 2FA be implemented? 8. Kanban Order Board 8.1. Should drag-and-drop change trigger workflow events automatically? 8.2. Can finance reject an order and send it back? 8.3. Should attachments be versioned? 8.4. Should system notify users automatically (email/notification center)?
5. Financial Logic 5.1. Should logistics % and VAT be configurable per supplier? 5.2. Should system support multi-currency accounting? 5.3. Should price history be immutable? 5.4. Is integration with accounting software required? 5.5. Should the system generate automatic financial reports (monthly savings, procurement KPIs)? 6. Reporting & Analytics 6.1. Should dashboards be role-based? 6.2. What KPIs are mandatory? - Savings % - Supplier performance - Stock coverage - Forecast accuracy 6.3. Should management have executive summary dashboard? 6.4. Export formats required (Excel, PDF, Power BI API)?
4. Order & Inventory Planning Module 4.1. Should safety stock (minimum days = 45) be configurable per category or globally? 4.2. Should lead time be defined per supplier-product combination? 4.3. How should system behave when generic substitutes exist? - Auto-reduce order quantity? - Suggest transfer between warehouses? 4.4. Should system support inter-warehouse transfers? 4.5. How are returns handled? 4.6. Should expiry date tracking be included? 4.7. Is FEFO/FIFO logic required?
3. Tender Module 3.1. Should suppliers upload bids directly in the system, or will procurement managers continue importing Excel? 3.2. Should the system support multi-criteria scoring (not only lowest price)? 3.3. Should approval workflow be configurable (e.g., 2-level, 3-level approval)? 3.4. Should tender results be locked after confirmation? 3.5. Is versioning required for tender documentation? 3.6. Should the system support framework agreements? 3.7. Are currency exchange rates pulled automatically from National Bank API?
2. Technical Architecture & Infrastructure 2.1. Is the system expected to be cloud-based (SaaS) or on-premise? 2.2. If cloud, are there preferred hosting providers (AWS, Azure, local data center)? 2.3. Are there data residency requirements (must data be stored in Georgia)? 2.4. What SCM system is currently used for: - Inventory? - Sales? - Supplier registry? 2.5. Does the SCM provide REST API / SOAP / database-level access? 2.6. What is the expected integration method: real-time API sync or batch daily import? 2.7. In case of integration failure, should the system allow manual override? 2.8. Expected number of SKUs? 2.9. Expected number of suppliers? 2.10. Expected yearly number of tenders? 2.11. Expected concurrent users?
კარგი შუადღე! გთხოვთ, განმარტოთ შემდეგი კითხვები: 1. Business & Scope Clarification: 1.1. Is the platform intended for internal use only (within Evex group), or will external suppliers access certain modules (e.g., tender submission portal)? 1.2. Should the platform support multi-company / multi-entity structure within the corporation? 1.3. Is this project limited to procurement digitalization, or should it integrate broader ERP capabilities in future phases? 1.4. What is the expected rollout approach: phased (Tender module first → Orders module later) or full deployment at once? 1.5. What is the expected number of active users (by role: procurement, finance, warehouse, management)? 1.6. Should the system comply strictly with Georgian legislation only, or also international procurement standards? 1.7. Will digital signature / e-signature be required for contract approvals? 1.8. Are there specific audit or regulatory reporting formats required?
მოგესალმებით, დანართი 5 არის დავალება , რომელიც ცვლილებას არ საჭიროებს შეგიძლიათ შემოტავაზება გამომიგზავნოთ ინგლისურ ენაზე
მოგესალმებით, გმადლობთ ტენდერის დოკუმენტაციის გამოქვეყნებისათვის და საერთაშორისო შესყიდვების მართვის ციფრული პლატფორმის შექმნის ტენდერში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის. გთხოვთ მოგვაწოდოთ განმარტება ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე: 1) სატენდერო წინადადებაში წარსადგენ სავალდებულო დოკუმენტების ჩამონათვალში მითითებულია დანართი №5 – ფუნქციური სპეციფიკაცია. გთხოვთ დაგვიდასტუროთ, რომ საუბარია სწორედ იმ ფაილზე, რომლის სახელწოდებაა „FS-საერთაშორის-შესყიდვები-დანართი-5“, რომელიც შეიცავს სისტემის ფუნქციონალური მოთხოვნების აღწერას. ამასთან, გთხოვთ დაადასტუროთ, რომ აღნიშნული დანართი წარმოადგენს შემსყიდველის მიერ მომზადებულ ტექნიკურ დავალებას და პრეტენდენტის მხრიდან არ საჭიროებს შევსებას ან ცვლილებების შეტანას, ხოლო პრეტენდენტის ვალდებულებაა მის საფუძველზე კომერციული და/ან ტექნიკური წინადადების მომზადება. 2) გთხოვთ აგვიხსნათ, დასაშვებია თუ არა სატენდერო წინადადების (სრულად ან ნაწილობრივ) წარმოდგენა ინგლისურ ან სხვა უცხო ენაზე, თუ სატენდერო წინადადება უნდა მომზადდეს და წარდგენილ იქნას მხოლოდ ქართულ ენაზე. თქვენი განმარტებები დაგვეხმარება სატენდერო წინადადების სრულად და მოთხოვნებთან შესაბამისობაში მომზადებაში. წინასწარ გმადლობთ თანამშრომლობისთვის.