ჩაბარების ვადა:

16 თებერვალი 2026, 12:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T29722 - ტენდერი 550 KVA დიზელ-გენერატორის მოწოდებასა და მონტაჟზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 10 თებერვალი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 16 თებერვალი 2026 დრო 12:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 10 თებერვალი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს 550 KVA  დიზელ-გენერატორის მოწოდებასა და მონტაჟზე.

სატენდერო მოთხოვნები:

  • 1 ერთეული 550 KVA  დიზელ გენერატორი, მიმაგრებული ტექნიკური დავალების შესაბამისად
  • მიწოდების ვადა: მიწოდება და მონტაჟი უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან  არაუგვიანეს 4 თვის განმავლობაში.
  • მიწოდების ადგილი: თბილისი, ლილოს დასახლება
  • ვალუტა: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს აშშ. დოლარში გადასახადების ჩათვლით;
  • გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა: ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება, გენერატორებისა და ელექტრომექანიკური დანადგარების მიწოდება/მონტაჟში. მათ შორის 2025 წლის განმავლობაში მიწოდებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 1 ერთეული 500 KVA და მეტი სიმძლავრის დიზელ-გენერატორი
  • გარანტია: 3 წელი;
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
  • შესყიდვის ობიექტის მინიმალური სპეციფიკაციები მოცემულია დანართ N1-ში
  • შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 60 დღის განმავლობაში ტენდერის გახსნიდან.

ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს აშშ დოლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს. ანგარიშსწორება მოხდება ეროვნულ ვალუტაში (ლარში), გადახდის დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ ფასების ცხრილში უნდა მიუთითონ შემოთავაზებული საქონლის სასაქონლო ნიშანი და / ან მარკა / მოდელი და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოების ქვეყანა.

შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციაში (დანართი N1) მოცემულ პარამეტრებს/სპეციფიკაციებს.

სპეციფიკაციები წარმოადგენს მინიმალურ მოთხოვნებს. ტენდერში მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს აღნიშნული სპეციფიკაციების ან უკეთესი მახასიათებლების მქონე პროდუქცია.

პრეტენდენტის მიერ წარმოსაგდენი დოკუმენტაცია:

  • შესაბამისობის სერთიფიკატი (Certificate of Conformity)
  • საქარხნო შემოწმების აქტი (FAT)
  • შემოთავაზებული მოდელის ტექნიკური პარამეტრების დეტალიზაცია (უმჯობესია ტექ. დოკუმენტის ვებ ლინკი)
  • ტექნიკური დავალებით მოთხოვნილი სერთიფიკატები (ან შესაბამისი აღნიშვნები უნდა იყოს ტექნიკურ დოკუმენტეში (Data Sheet)
  • შევსებული ფასების ცხრილი (დაზუსტებული ტექნიკური მახასიათებლებით)
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია

დამატებითი ინფორმაცია:

  • წინადადება ატვირთული უნდა იყოს სრულად. მკაფიოფ უნდა იკითხებოდეს ყველა მოთხოვნილ ტექნიკური პარამეტრზე ინფორმაცია, ატვირთული უნდა იყოს ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია. ბანკს უფლება აქვს არასრულად ატვირთული წინადადების ტენდერიდან დისკვალიფილაციის.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
  • ბანკი იტოვებს უფლებას რომ ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ტენდერი და წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს კონტრაქტის გაფორმებას რომელიმე მომწოდებელთან.
  • ბანკი იტოვებს უფლებას, რომ ტენდერის დასრულების შემდეგ გამართოს დამატებითი აუქციონი ტექნიკურად მისაღები წინადადებების მქონე კომპანიებთან, ასევე მოლაპარაკებები გააგრძელოს უდაბლესი ფასის მქონე ორ კომპანიასთან და მოლაპარაკების შედეგების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება;
  • ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი. 
  • ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა. 

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
  • სრულად დაიცავს შრომის უსაფრთხოების წესებსა და ნორმებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:  2026 წლის 16 თებერვალი, 12:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო პირი 

ბექა მუმლაძე
+
995 551 46 20 03
b.mumladze@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
შეკითხვები
მიმწოდებელი 1

ევროპულ თუ ჩინურ ძრავაძე, კაბინა გალბანიზირებული თუ ჩვეულებრივი, ალტერნატორი ევროპული თუ ჩინური?