ჩაბარების ვადა:
11 ოქტომბერი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2974 - ტენდერი ზამთრის უნიფორმების დამზადებაზე
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია ფრეგო აცხადებს ტენდერს კომპანიის ავტოგასამართ სადგურებზე დასაქმებული პირებისთვის ზამთრის უნიფორმების დამზადებაზე.
შესასყიდი პროდუქციის დეტალური აღწერილობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
ქურთუკის აღწერილობა
- ქურთუკი უნდა იყოს დათბილული და ქონდეს სასარჩულე ნაჭრის (პრიალა) სარჩული, დალიანდაგებული ზოლებით.
- გულის შიდა ჯიბე (არ არის რენდერზე მოცემული, მაგრამ იგულისხმება) უნდა განთავსებულ იქნას ქურთუკის შიდა მარცხენა მხარეს და მისი ზომები უნდა იყოს. სიგანე - 17 სმ; სიღრმე 18 სმ.
- ქურთუკის გარეთ, ზედა ჯიბეები უნდა შეიკვრას ელვით. სიგანე - 17 სმ; სიღრმე 18 სმ.
- ქურთუკის ზედა მარცხენა ჯიბის ზემოთ უნდა იქნას ამოქარგული კომპანიის ლოგო, კომპანიის დასახელების წარწერით: „ფრეგო“ “FREGO”, რენდერი N2-ს მიხედვით
- ქურთუკის ქვედა შიდა ჯიბეების ზომები უნდა იყოს (შიგნიდან მიკერებული)შემდეგი: სიგანე - 18 სმ; სიღრმე -20 სმ. ზემოდან გადმოწეული 5 სმ-იანი ჯიბის საფარით. საფარი უნდა იყოს ფხრიწებით (მარცხნივ - 3 სმ. მარჯვნივ 3 სმ).
- მანძილი ქვედა ამრეკლ ზოლსა და ქვედა ჯიბეს შორის უნდა იყოს 11 სმ.
- ქურთუკის ჯიბეების სარჩულის მასალა უნდა იყოს: იგივე ნაჭრის, რომლისგანაც შეკერილი იქნება უნიფორმა.
- ქურთუკზე ამრეკლის თითოეული ზოლის სიგანე უნდა იყოს 3 სმ. ამრეკლ ზოლებს შორის მანძილი - 3 სმ.
- ქურთუკის ქვედა წითელი ზოლი უნდა იყოს 10 სმ.
- ქურთუკის სიგრძე წელს უნდა სცილდებოდეს 10 სმ-ით ქვევით.
- ქურთუკი უნდა იყოს დათბილული ქურთუკის უკანა მხარეს უნდა ამოიქარგოს ლოგო, კომპანიის დასახელების წარწერით: „ფრეგო“ “FREGO”, რენდერი N3-ს მიხედვით.
შარვლის აღწერილობა:
- შარვლის წელი უნდა იყოს წელვადი (რეზინით) N6 საქამრით.
- შარვალი უნდა შეიკვრას ერთ ღილზე და ელვაზე.
- შარვლის ზედა ჯიბეები 20სმ. -სიღრმის. რენდერ N1-ში მითითებული ოვალით.
- შარვლის ქვედა ჯიბეები - გარედან მიკერებული გადმოსადები 5 სმ-იანი წითელი ფერის საფარით, მოკლე ფხრიწებით გვერდებზე (მარცხნივ - 3 სმ. მარჯვნივ 3 სმ) ჯიბის სიგანე 18 სმ. სიღრმე 20 სმ. ჯიბის სიგრძე არ უნდა გასცდეს მუხლის სახსარს.
- შარვლის უკანა ჯიბეები - გარედან მიკერებული გადმოსადები წითელი ფერის 5 სმ-იანი საფარით მოკლე ფხრიწებით გვერდებზე (მარცხნივ - 3 სმ. მარჯვნივ 3 სმ) ჯიბის სიგანე -18 სმ; სიღრმე - 20 სმ.
- შარვლის ყველა ჯიბის სარჩულის მასალა უნდა იყოს: იგივე ნაჭრის, რომლისგანაც შეკერილი იქნება უნიფორმა.
- შარვალზე ორივე მხარეს ამრეკლის თითოეული ზოლის სიგანე უნდა იყოს 3 სმ.. ამრეკლ ზოლებს შორის მანძილი - 3 სმ.
- შარვალზე ამრეკლი ზოლებს შორის დაშორება უნდა შეადგენდეს:3 სმ-ს.
- შარვლის ჯიბეების სარჩული უნდა იყოს დათბილული.
გამოყენებული მასალა:
უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით მატერია უნდა იყოს წყალგაუმტარი და ანტისტატიკური. მნიშვნელოვანია მატერია, რითიც დამზადდება უნიფორმა. ამიტომ გთხოვთ შემოგვთავაზოთ მასალის სახეობები.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
გთხოვთ შემოგვთავაზოთ 2017 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით:
- ზამთრის უნიფორმების განფასება (ქურთუკის ცალკე, შარვლის ცალკე);
- ზემოთმოყვანილი სამუშაოების შესრულების ვადა.
- შეკერილი უნიფორმის (ქურთუკი, შარვალი) ნიმუში.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ სატენდერო შემოთავაზება ელ. ფოსტის მეშვეობით: tamar@frego.ge
საკონტაქტო პირი:
თამარ კაკაბაძე
ტელ: +995 32 2999910 (103)
მობ: +995 574 900 440
E-mail: tamar@frego.ge
ტენდერის კატეგორია:
- 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
- 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
- 18300000 ტანსაცმელი
- 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები