11 მარტი 2026, 17:00
სტატუსი:
მიმდინარეT29833 - ტენდერი რკინა-ბეტონის სვეტის და საძირკველის გამაგრების სამუშაოების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: მტკვარი ენერჯი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 11 მარტი 2026 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „მტკვარი ენერჯი” აცხადებს ტენდერს რკინა-ბეტონის სვეტის და საძირკველის გამაგრების სამუშაოების შესყიდვაზე (#16/02-ME-Reinforce-26).
ქიმიური საამქროს საძირკველის გეოლოგიური კვლევა, აღდგენა-გაძლიერების პროექტი და სამუშაოთა მოცულობების უწყისი წარმოდგენილია „დანართი 1“-ს სახით.
სამუშაოს მოცულობის დაზუსტება მოხდება ადგილზე დამკვეთის და შემსრულებლის მიერ.
მისამართი:
- გარდაბანი, აღმაშენებლის ქ., 2ა
სამუშაოების შესრულების საორიენტაციო ვადა:
- 2026 წლის აპრილი
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ (სამუშაოსდასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- სამუშაოს შემსრულებლების გამოცდილების/კვალიფიკაციის მონაცემები და დამადასტურებელისაბუთი;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ:
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტიამოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოსშემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისიგაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისარ არსებობის შესახებ;
წინადადების წარდგენის წესი:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 11 მარტი, 17:00 საათი.
შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი N2ა.
კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „რკინა-ბეტონის სვეტის და საძირკველის გამაგრება” და ნომერი #16/02-ME-Reinforce-26, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: თამარა დვალიშვილი, ტელ: 557 77 88 85.
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ნინო დათუნაშვილი
ქიმიური საამქროს უფროსი
მობ: 599 50 37 64
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები