ჩაბარების ვადა:
17 ოქტომბერი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2995 - ტენდერი საყდრისის ელექტრო გადამცემი ხაზის გადატანასა და ორი შუალედური ანძის ჩასმაზე
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია RMG Gold აცხადებს ტენდერს საყდრისის ელექტრო გადამცემი ხაზის გადატანასა და ორი შუალედური ანძის ჩასმაზე
სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული დოკუმენტი
- პირველ ეტაპზე, ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა, გთხოვთ, თქვენი ინტერესი გამოხატოთ წერილობით, საკონტაქტო მონაცემებისა და უფლებამოსილი პირის შესახებ ინფორმაციის მითითებით
- აღნიშნული ინფორმაცია, გთხოვთ მოგვაწოდოთ 11.10.2017-მდე, ელ.ფოსტაზე - LPirveli@richmetalsgroup.com
- დაინტერესებული კომპანიები ადგილზე უნდა გაეცნონ ობიექტსა და სამუშაოების რეალურ მოცულობებს.
მეორე ეტაპზე, კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადება, სადაც მოცემული უნდა იყოს:
- სამუშაოების შესრულების ღირებულება (წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა გადასახადის გათვალისწინებით (დღგ-ს) ჩათვლით) და ანგარიშსწორების პირობები;
- სამუშაოების შესრულების ვადები (გეგმა-გრაფიკი);
- ინფორმაცია აღნიშნულ სფეროში კომპანიის გამოცდილების შესახებ;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მესაკუთრეთა მითითებით;
- ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ.
- რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით, სატენდერო კომისიის მდივნის, ლილე პირველის სახელზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსიძის #1 შესახვევი III
- სატენდერო წინადადება ასევე შეგიძლიათ მოგვაწოდოთ კოდირებული ელექტორნული ფოსტის საშუალებით, ელ.ფოსტაზე - LPirveli@richmetalsgroup.com
- ტენდერთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ სატენდერო კომისიის მდივანს ელ. ფოსტაზე - LPirveli@richmetalsgroup.com
- კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი და ტენდერის დასახელება
- ინტერესის გამოხატვის ბოლო ვადაა - 11.10.2017
- წინადადებების მიღების ბოლო ვადაა - 17.10.2017
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები