15 ოქტომბერი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2996 - ტენდერი ავტოგასამართ სადგურის ბრენდირებაზე
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია „ფრეგო“-ს აცხადებს ტენდერს თბილისის ავტოგასამართ სადგურის ბრენდირებასთან დაკავშირებით.
ავტოგასამართი სადგურის იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, გელოვანის გამზირი,ინდუსტრიული ტექნიკუმის მიმდებარედ, ქვემო ხევში (სუპერმარკეტ „აგროჰაბი“-თან; ს/კ 01.10.11.001.231.
სატენდერო მოთხოვნები:
- აგს-ის შუბლი უნდა შეიიფუთოს თეთრი ფერის დუბონდით, რომელსაც უნდა გადაეკვრას წითლი და შავი ფერის არაკალის ფრაგმენტები რენდერ N1 და N2 ში მითითებული ზომების შესაბამისად.
- აგს-ის ზედა ფასადზე უნდა დამაგრდეს წითელი ორგმინით დამზადებული განათებული (ორმაგი დიოდური ნათებით) მოცულობითი, 60 სმ. სიმაღლის ინგლისული და ქართული ასოები და „ფრეგო“-ს ლოგო (D 90) , „პვხ“-ს წითელი ბორტებით, რენდერ N1 და N5 ში მითითებული ზომების შესაბამისად.
- აგს-ის ოთხივე ბოძი უნდა შეიიფუთოს დიბონდის მასალით. რენდერ N1;N2;N3;N8-ში მითითებული ზომების შესაბამისად.
- ელექტრონული ფასმაჩვენებელი (სტელა) უნდა დამზადდეს ორმხრივი - 5 პროდუქტზე. რენდერ N10-ში მითითებული ზომების შესაბამისად.
- ოფისის შენობის ქუდი უნდა შეიიფუთოს წითელი ფერის დიბონდით. რენდერ N3;N4;N6;N7;N9-ში მითითებული ზომების შესაბამისად.
- ოფისის შენობის ფასადზე უნდა დამაგრდეს წარწერა „ოფისი“, 30 სმ სიმაღლის. მასალა: თეთრი ორგმინა „პვხ“-ს წითელი ბორტით, წითელი კონტრაჟურის ნათებით. რენდერ N6 - ში მითითებული ზომების შესაბამისად.
- მარიგებელ სვეტებზე ორივე მხრიდან უნდა გადაეკვრას ორაკალის მასალისგან ამოსერილი ფრეგოს ლოგო (D 25 სმ.) და წარწერა - 7 სმ. სიმაღლის ინგლისული და ქართული ასოები .
- გამოყენებული მასალები: მილკვადრატი 20 X 20 mm. თეთრი ორგმინა , წითელი ორგმინა , ელექტრონული ტაბლოები, არაკალი.
- გამოსაყენებელი შრიფტი: BPG Banner QuadroSquare Caps.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
გთხოვთ შემოგვთავაზოთ ავტოგასამართი სადგურის ბრენდირების განფასება, კომპანია ფრეგო-ს მიერ მოწოდებული „განფასების ფორმის“ სახით, დანართი N1 დან N10 (ჩათვლით)-ს მიხედვით, 2017 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით. ასევე გთხოვთ მოგვაწოდოთ ზემოთმოყვანილი სამუშაოების შესრულების ვადა.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ სატენდერო შემოთავაზება ელ. ფოსტის მეშვეობით: tamar@frego.ge
საკონტაქტო პირი:
თამარ კაკაბაძე
ტელ: +995 32 2999910 (103)
მობ: +995 574 900 440
E-mail: tamar@frego.ge
ტენდერის კატეგორია:
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები