13 მარტი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT29960 - ტენდერი თეთრი კარკასის კონდიციის ოთხი ბინის სარემონტო სამუშაოებზე
- გამომცხადებელი: York Holding Group
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 13 მარტი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
„იორკ ჰოლდინგ გრუპი“ აცხადებს ტენდერს აგლაძის ქუჩა ნომერი-2-ში მდებარე პროექტზე არსებული 4 ბინის სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე.
ბინები არის თეთრი კარკასის მდგომარეობაში.
შესასრულებელია სტანდარტული ხარისხის სარემონტო სამუშაოები.
გამოყენებული მასალების დიზაინი და ხარისხი დაზუსტდება შემსრულებლის არჩევის ან/და უშუალოდ შესრულების პროცესში. საწყის ეტაპზე გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ დოკუმენტებს, სადაც წარმოდგენილია რემონტის ტექნიკური დეტალები და ბინების ნახაზი.
შესრულების პროცესში შესაძლებელია სამუშაოების მოცულობის ცვლილება. შესაბამისად, ანაზღაურება განხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით, შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი ფორმა 2-ის საფუძველზე.
სატენდერო მოთხოვნები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:
- კომპანიის შესახებ ინფორმაცია
(ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან) - შესრულებული პროექტების ჩამონათვალი
- რეკომენდაციები (სასურველია)
ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც სარემონტო სფეროში მინუმ 2 წელია ოპერირებს.
კონტრაქტის პირობები:
- კონტრაქტი ფორმდება დამკვეთის შაბლონის მიხედვით
- ანაზღაურება: შესრულებული სამუშაოების მიხედვით (ფორმა 2)
სატენდერო შეთავაზება უნდა მოიცავდეს:
- BOQ ფაილს (სარემონტო სამუშაოების განფასებას)
- სამუშაოების შესრულების სავარაუდო ვადებს
(სასურველია წარმოდგენილი იყოს სამუშაოების გეგმა-გრაფიკი) - გარანტიის პირობებს
- საავანსო მოთხოვნებს (არსებობის შემთხვევაში)
წინადადება უნდა გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე: Procurement@yorktowers.com
წინადადებების მიღების საბოლოო თარითი: 13.03.2026 18:00 საათი
საკონტაქტო ინფორმაცია:
ადმინისტრაციული & ტექნიკური საკითხები.
მობ: 577 68 94 74 - ნიკა (შესყიდვების მენეჯერი)
დიზაინი, რენოვაციის სპეციფიკაციის საკითხები:
მობ: 597 61 61 21 - ელენე (რენოვაციების მენეჯერი)
ტენდერის კატეგორია:
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება