9 მარტი 2026, 08:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T30039 - ტენდერი კომპანიის თანამშრომლებისთვის ლანჩის შეთავაზების მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 6 მარტი 2026 დრო 12:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 9 მარტი 2026 დრო 08:00
ტენდერის აღწერილობა:
შესყიდვის ობიექტი: სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“-ს კომპანიის თანამშრომლებისთვის ლანჩის შეთავაზება.
შერჩევის პროცესის ჩატარდება შემდეგი სქემით:
პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2026 წლის 5 მარტისა.
ტენდერი ჩატარდება ერთ ლოტად
საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება - 6 მარტი 2026 წელი
- სატენდერო წინადადებების მიღება - 13 მარტი 2026 წელი
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა - 20 მარტი 2026 წელი
პროდუქციის მიწოდების ადგილი და მომხმარებელთა რაოდენობა
თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 16
დღეში 100 დან 150 მომხმარებლამდე.
უნდა მოხდეს რამდენიმე სახეობის კერძის ადგილზე ცხლად/ცივად მოტანა და შემდგომ თანამშრომლებისთვის შეთავაზება. არჩეული კერძის თანამშრომლისთვის მიწოდება უნდა მოხდეს შესაბამის კონტეინერში.

სატენდერო მოთხოვნები:
- მრავალფეროვანი, დაბალანსებული და გემრიელი მენიუ — მათ შორის ყოველდღიური ცხელი კერძები, სალათები, წვნიანები, სენდვიჩები და დესერტები.
- მაღალი ხარისხის ინგრედიენტების გამოყენება და სანიტარული ნორმების სრული დაცვა.
- HACCP (Hazard Analysis and Critical Control Points)
- საჭიროების შემთხვევაში — პროდუქტის წარმომავლობისა და მომწოდებლების შესაბამისი დოკუმენტაცია
- სურსათის უვნებლობის ჰიგიენურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამდასტურებელი დოკუმენტი
- ხელმისაწვდომი ფასები თანამშრომლებისა და სტუმრებისთვის.
- ტენდერის ფარგლებში დეგუსტაციის ჩატარება საკონკურსო შეფასების ეტაპზე.
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მინიმუმ 20 სახეობის კერძისგან შემდგარი მენიუ, სადაც შესული იქნება როგორც ცხელი და ცივი კერძები, ასევე წვნიანი და დესერტი.
- მითითებული უნდა იყოს 100გრ პროდუქციის ფასები.
სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე.
ტენდერის შეჩერების/ შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე.
ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანასური პასუხისმგებლობის დაკისრებას ზემოთ აღნიშნული კომპანიისთვის.
სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ იტოვებს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე გააფართოვოს ან შეცვალოს თავიანთი მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც წინასწარ წერილობით ეცნობებათ შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/ს.
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერის პირობებით გათვალისინწბულ ყველა მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ მიიღოს შემოთავაზება.
გადაწყვეტილებას გამარჯვებულად გამოვლენის თაობაზე იღებს კომპანია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასის/ კომპანიის გამოცდილების, რეპუტაციის/ წარმოდგენილი საქონლის ან და მომსახურების ხარისხის/ ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის შეჯამების საფუძველზე რომელსაც კომპანია მიიჩნევს საჭიროდ.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 13 მარტი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი:
ტენდერის კატეგორია:
- 15800000 სხვადასხვა საკვები პროდუქტი
- 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები
- 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება