13 მარტი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT30052 - ტენდერი მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფებთან კონტრასტის ინჟექტორის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 13 მარტი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი“ აცხადებს ტენდერს მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფებთან თავსებადი კონტრასტის შესაყვანი ინჟექტორის შესყიდვაზე.
- პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს სატენდერო წინადადება სატენდერო განცხადებაში მითითებულ აპარატზე
- შესასყიდი საქონლის ტექნიკური მახასიათებლები მოცემულია დანართში №1.1.
- საქონლის მიწოდების ადგილი: ქ.თბილისი, კონსტანტინე ჩაჩავას ქ. N1, შპს "კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი"
დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:
- საქონლის დასახელება, ფასი, ტექნიკური მახასიათებლები (პარამეტრები), რომლებიც წარმოდგენილ უნდა იქნას წინამდებარე განცხადებაზე დართული ფორმების შესაბამისად.
- მისაწოდებელი საქონლის მთლიანი ღირებულება (ღირებულება მითითებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გთვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით), რომელშიც ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნას მიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირების ღირებულებაც
- ღირებულების გადახდის პირობა
- მიწოდების ვადა (მთლიანი ვადა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 კალენდარულ დღეს)
- საგარანტიო პირობები, ვადა. (საგარანტიო პერიოდი არ უნდა იყოს 2 წელზე ნაკლები)
- საქონლის წარმოშობის ქვეყანა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგ საბუთები:
- პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
- საბანკო რეკვიზიტები
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 სამუშაო დღე)
- ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, პრეტენდენტის მიერ მიწოდებული ანალოგიური საქონლის სია და მინიმუმ ერთი შემსყიდველი პირის რეკომენდაცია
- სრულყოფილად შევსებული ტექნიკური მახასიათებლების შემცველი ფორმები დანართის #1.1. აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი, ელექტრონული სახით – „ექსელის“ ფორმატში
- შევსებული აფიდავიტი დანართის №3 სახით
დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ.
იმ შემთხვევაში, თუკი საქონლის მიწოდება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.
სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები პრიორიტეტულობის მიხედვით არის შემდეგი:
- ხარისხი
- ღირებულება
- მიწოდების ვადა
- ანგარიშსწორების პირობა
შერჩეულ პრეტენდენტ(ებ)ს, სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, მეორე ეტაპზე შესაძლებელია მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადება თანდართულ მოთხოვნილ ხელმოწერილ დოკუმენტაციასთან ერთად, ელექტრონულად უნდა გადმოაგზავნოს შემდეგ ელ ფოსტაზე: Lkhabazishvili@ico.ge
სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.
წინადადების მიღება მთავრდება 2026 წლის 13 მარტს 18:00 საათზე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს:
ლუკა ხაბაზიშვილი
შპს "კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი“-ს მენეჯერი
ტელ: 599 25 00 23
ელ.ფოსტა: Lkhabazishvili@ico.ge
ტენდერის კატეგორია:
- 33100000 სამედიცინო მოწყობილობები