17 მარტი 2026, 15:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T30075 - ტენდერი ფულის მიმღები მოწყობილობების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: USD
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 10 მარტი 2026 დრო 15:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 17 მარტი 2026 დრო 15:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ფულის მიმღები მოწყობილობების შესყიდვაზე.
დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის- www.tenders.ge საშუალებით
ტენდერი ჩატარდება ვაჭრობის გარეშე.
შესყიდვის ობიექტი:
| პროდუქტი | რაოდენობა |
| კუპიურების მიმღები მოწყობილობა JCM RDM200 | 1 |
| მონეტების მიმღები მოწყობილობა CTcoin compac01 | 1 |
ტექნიკური მახასიათებლები:
კუპიურების მიმღები მოწყობილობა JCM RDM200 - მონაცემები
- ამოცნობის სიზუსტე 99% ან მეტი
- მიღებული ბანკნოტების ტიპი: გრძელი კიდე 110-177 მმ მოკლე კიდე 60-85 მმ
- ბანკნოტის მიმართულება ჩასადებში: ორმხრივი
- ბანკნოტების მიმღების ტევადობა მინიმუმ 250 ბანკნოტი. (1 დან 250 მდე)
- რეჯექტის ჯიბე: მინიმუმ 20 ბანკნოტი
- დამუშავების სიჩქარე: 6 ბანკნოტი წამში
- ვალიდაციის მეთოდი :სრული გამოსახულების სკანირებით, მაგნიტური სენსორი
- დიაგნოსტიკის ინდიკატორები: BAU დიაგნოსტიკური LED-ები
- ესქრო: (არასავალდებულო)
- პროტოკოლის ინტერფეისი :USB 2.0 AN RS 232
- კვების ძაბვა: 24 vol.
- დენის მოხმარება: ლოდინის რეჟიმი- 0.4ა; მუშაობა 3,2 ა ; პიკი 4.7ა
- გარემო სამუშაო ტემპერატურა მინ: +5 დან +45 მდე .0 დან -20 მდე
მონეტების მიმღები მოწყობილობა CTcoin compac01 – მონაცემები:
- ზომები (სიგრძე x სიგანე x სიმაღლე მმ) 160 მმ x 199 მმ x 144 მმ
- წონა 2,4 კგ
- სიმძლავრის მახასიათებლები 24Vdc 2,5A (GND შეერთება სავალდებულოა)*
- სიმძლავრის მოხმარება ნომინალური = 25W დათვლა/5W ლოდინის რეჟიმში
- სენსორის ტიპი V5 ტექნოლოგია
- გადმოდინების სენსორი (არასავალდებულო). ითვლის და ინახავს მონეტებს.
- მონეტების ბორბალი 7 ან 9 ნახვრეტიანი ბორბალი
- უცხოური/ყალბი საქონლის უარყოფა უარყოფის სოლენოიდი
- საკომუნიკაციო შტეფსელები 1 RS232 მიმღები.
- შტეფსელების მდებარეობა უკანა ან მარცხენა მხარეს
- საკომუნიკაციო პროტოკოლი RS232 SDK პროტოკოლის მეშვეობით
- პროგრამული პლატფორმა ONE SW: 1.9.61.174 ან უფრო ახალი
- ხმაურის დონე 60 დბ-ზე ნაკლები (მონეტების გარეშე) ან 80 დბ-ზე ნაკლები (მონეტებით)
- გარემო: მხოლოდ კიოსკში / ჩაშენებულ კომპიუტერში გამოსაყენებლად
- სამუშაო ტემპერატურა +10°C <> +45°C (+50°F <> +113°F)
- შენახვის ტემპერატურა -20°C <> +85°C (-4°F <> +185°F) 90% RH-ზე
- დათვლილი/დახარისხებული ვალუტების რაოდენობა: ყველა ძირითადი ვალუტა. დაახლ. 50 ვალუტა, 20 ნომინალამდე
- ბუნკერის ტევადობა 50-60 მონეტა (შერეული რაოდენობისა და ვალუტის მიხედვით)
- მონეტების დათვლის/დახარისხების სიჩქარე 250-310 cpm (შერეული მონეტები) (ვალუტის/მონეტების ბორბლის მიხედვით)
- დათვლის სიზუსტე 99,98% ან უკეთესი
- დახარისხების სიზუსტე 99,96% ან უკეთესი
- დასუფთავების მექანიზმი. მექანიზმი ასუფთავებს მონეტებს ნარჩენებისგან, როგორიცაა ქაღალდის სამაგრები, ბოთლის თავსახურები, გასაღებები და ა.შ.
- ესქრო ფუნქცია. მინიმუმ 2 ლიტრიანი ესქროს ფუნქცია.
- გამძლეობა მინიმუმ 5 მილიონი მონეტა
განარტია - 1 წელი
მოწოდების ვადა:
მოწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში
მოწოდების მისამართი - ქ.თბილისი, შ.გოგიძის ქ. # 8
ანაზღაურება:
მოწოდებიდან 5 დღის ვადაში.
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
- დანართი N2- ფასების ცხრილი
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს დოლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება; (მისამართი: ქ.თბილისი, შ.გოგიძის ქ. # 8) - დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 17 მარტი, 15:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
ტელ: +995 599 27 87 97
ltkeshelashvili@ddg.ge
ტენდერის კატეგორია:
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
- 42900000 სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები
- 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები