ჩაბარების ვადა:
24 ოქტომბერი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3019 - ტენდერი 1 კმ-იანი გაზსადენი მილის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ნეოგაზი” აცხადებს ფასთა გამოკითხვას მომსახურების: 1 კმ-იანი გაზსადენი მილის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე 13/10-NEO-S/REP-17
მომსახურების აღწერა:
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ავტო-გაზგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე 1 კმ სიგრძის მილის რეაბილიტაცია შემსრულებლის მასალით:
- საორიენტაციოდ 1 კმ. გაზის მილის აწევა;
- საორიენტაციოდ 300 ცალი საყრდენის გამოცვლა;
- საორიენტაციოდ 1000 ცალი მილის დამჭერი სარტყელის გაკეთება;
- საორიენტაციოდ 50 მეტრი საჰაერო მაგისტრალის ლითონის 18მმ - იან გვარლზე დაკიდება.
შპს „ნეოგაზი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
აუცილებელი პირობა: დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ ზემოთხსენებულ მისამართზე სარემონტო ობიექტის სანახავად და დამატებითი დეტალების გასაცნობად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით. - ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22.
- საკონტაქტო პირი სამუშაოებთან დაკავშირებით: გიორგი გიორგაძე, ტელეფონი - 599 97 88 18
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 24 ოქტომბერი, 17:00 საათი
ტენდერის კატეგორია:
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები