1 ნოემბერი 2017, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT3027 - A Brand and Website Development for the Georgian Film Cluster and Georgian Furniture Cluster
ტენდერის აღწერილობა:
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.
დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი სამუშაო/მომსახურება დანართი 1 - ის შესაბამისად.
ინტერესის შემთხვევაში, გთხოვთ, 1.11.2017 -ის 12:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში.გთხოვთ დანომროთ კონვერტები: 1 კონვერტში მოათავსოთ საფასო შემოთავაზება, ხოლო 2-ში შინაარსობრივი შემოთავაზება.გთხოვთ შინაარსობრივი შემოთავაზება მოგვაწოდოთ დამატებით CD დისკზე.
გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ შინაარსობრივ ნაწილში არ უნდა დაფიქსირდეს მინიშნების სახითაც კი საფასო ნაწილი ( მაგ. პროექტის ღირებულება და ა.შ)
გთხოვთ გაითვალისწინოთ , რომ საფასო ნაწილი უნდა იყოს დაფიქსირებული ეროვნულ ვალუტაში.
გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე.
დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს.
გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:
- სახელი, გვარი, ფირმის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი, მისამართი)
- ტენდერის დასახელება : A Brand and Website Development for the Georgian Film Cluster and Georgian Furniture Cluster
- წარწერა “კონფიდენციალურია”;
- გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.
გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.
აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:
GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
ქალბატონ ქეთევან საათაშვილს
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა
0108 თბილისი
მიუთითეთ პროგრამის ნომერი 13.2144.7-008.00
და აგრეთვე ნომერი 83270515
და დანომრეთ კონვერტები
(I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება).
შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით – შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა:
ქალბატონ ეთერ კონჯარიას
Eteri.konjaria@giz.de
წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.
შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 5.11.2017 -სთვის.
ტენდერის კატეგორია:
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 48300000 დოკუმენტების, გრაფიკული გამოსახულებების შექმნის, გამოსახულების დამუშავების, დაგეგმვისა და წარმადობის გაზრდის პროგრამული პაკეტები