26 ოქტომბერი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3041 - ტენდერი თარგმნის მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს კონკურსს თარგმანის მომსახურების შესყიდვაზე, შემდეგ ენებში: ქართული, რუსული, ინგლისური.
მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აპლიკანტი:
სამუშაო გამოცდილება წერილობითი თარგმანების შესრულებაში, იურიდიული და საბანკო-საფინანსო მიმართულებით (შესაბამისი სპეციფიკისა და ტერმინოლოგიის ცოდნით), შემდეგ ენებში.
შესასყიდი მომსახურების დეტალური აღწერილობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
აპლიკანტმა განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოს:
- ფიზიკური პირის / ინდ. მეწარმის შემთხვევაში:
- პირადობის / ინდ. მეწარმის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ. მისამართი);
- მოკლე ბიოგრაფია, CV (ინფორმაცია/მოკლე აღწერილობა / გამოცდილების / საქმიანობის შესახებ (გამოცდილება, კლიენტების სია ა.შ.);
- უცხო (ინგლისური/რუსული) ენის ცოდნის დამადასტურებელი დიპლომი /სერთიფიკატი/სხვა დოკუმენტი; - იურიდიული პირის (კომპანიის) შემთხვევაში:
- იურიდიული პირის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ. მისამართი);
- ინფორმაცია/მოკლე აღწერილობა შესაბამისი კომპანიის/თარჯიმანის მოღვაწეობის/გამოცდილების/საქმიანობის შესახებ (გამოცდილება, კლიენტების სია ა.შ.);
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). - ფიზიკური/იურიდიული პირის შემთხვევაში:
განაცხადი/შეთავაზების ფაილი, რომელიც დეტალურად მოიცავს თარგმანის შესრულების ფას(ებ)ს*, 1 თაბახის (ა4 ფორმატის) ფურცელზე შესრულებულ თარგმანზე:
- ქართული ენიდან რუსულ/ინგლისურ ენაზე;
- რუსული/ინგლისური ენიდან ქართულ ენაზე;
- პირდაპირი თარგმნა რუსული/ინგლისური ენიდან ინგლისურ/რუსულ ენაზე;
- თარგმანის ღირებულება ვადების მიხედვით (დაჩქარებული/სტანდარტული და ა.შ.);
- თარგმანის შესრულების სტანდარტების მითითებით (შრიფტის ზომა, ტექსტის ინტერვალი და სხვ.);
ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით);
აპლიკანტის მიერ განაცხადის ფორმის ატვირთვა უნდა მოხდეს ვებ გვერდზე www.tenders.bog.ge არაუგვიანეს წინამდებარე სატენდერო შეთავაზებაში აღნიშნული ვადებისა.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან/მთარგმნელთან გაფორმდება 6 (ექვსი) თვიანი მომსახურების ხელშეკრულება, თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივით;
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 19 ოქტომბრიდან 2017 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
- აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ერთეულის ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1-ის გასწვრივ;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 26 ოქტომბერი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=800&lang=geo
ტენდერის კატეგორია:
- 79500000 ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები