28 აპრილი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T30439 - ტენდერი საფოსტო-საკურიერო მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ტერაბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 14 აპრილი 2026 დრო 13:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 28 აპრილი 2026 დრო 18:00
- უფასო მონაწილეობა: კი
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს საფოსტო-საკურიერო მომსახურების შესყიდვაზე.
სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა ერთი მომწოდებელი, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება 1 წლის ვადით.
ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს :
- საფოსტო-საკურიერო საქმიანობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ;
- მომსახურე კომპანიას სავალდებულოა ჰქონდეს მოქნილი და გამჭვირვალე ელექტრონული პროგრამა, რომელზეც წვდომა ექნება ბანკის თოთოეული ფილიალის/სერვისცენტრის კონკრეტულ თანამშრომელს დაშეეძლება ონლაინ სისტემის მეშვეობით გააგზავნოს გზავნილები;
- ელექტრონულ პროგრამაში ასახული ყველა მოქმედება იყოს თვალსაჩინო, ჩანდეს გზავნილის მოძრაობისსრული ციკლი, თარიღების, ვადების და სხვა დეტალების გათვალისწინებით;
- ელექტრონული პროგრამა მყისიერად უნდა ასახავდეს გზავნილის ჩაბარება/არ ჩაბარების სტატუსს.
- პროგრამიდან შესაძლებელი უნდა იყოს სტატისტიკური მონაცემის/რეპორტების გადმოტანა.
სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას :
- შევსებული ფასთა ცხრილი (ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით)
- მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ბოლო 6 თვის გაცემული, საკონტაქტო პირების ინფორმაციის მითითებით)
- კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
- შეთანხმება კონფიდენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი)
საბანკო ამონაწერი ან ცნობა საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)
აუცილებელი პირობა :
- მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით
- სატენდერო წინადადების მიღება ხდება ელექტრონულად www.tenders.ge-ს პლათფორმის საშუალებით.
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 28 აპრილის 18:00 სთ-მდე ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად. პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ.
ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითიდაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 28 აპრილის 18:00 სთ-მდე
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- გთხოვთ სისტემაში დააფიქსიროთ შეთავაზების ჯამური ღირებულება
ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
ტენდერთან დაკავშირებულ ფორმალურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით დიანა კოკოლიშვილს, ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: diana.kokolishvili@terabank.ge ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2008). მობ: 599547702 .
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
ტენდერის კატეგორია:
- 64100000 საფოსტო და საკურიერო მომსახურებები