ჩაბარების ვადა:

28 აპრილი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T30487 - ტენდერი ბანკომატების დასუფთავებაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 18 აპრილი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 28 აპრილი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 18 აპრილი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს ბანკომატების დასუფთავებასთან დაკავშირებით.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს. 

ტენდერში მონაწილეობის პირობები: 

ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი პროდუქციის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება). 

ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.

აუცილებელია თანდართულ დოკუმენტაციაში, ფასების ცხრილის სრულად და ჯეროვნად შევსება; სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.

გთხოვთ, ფასი  მიუთითოთ  ლარებში  შესაბამისი პუნქტების  გასწვრივ მეასედებით, აგალითად: 0.05 (ოლი ლარი და 5თეთრი); 0.35 (ოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (თი ლარი); 1.45 (თი ლარი და 45 თეთრი) ა ა.შ.;

შენიშვნა:

ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;  * შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით; 

სატენდერო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1);  
  • პრეტენდენტებმა თანდართულ ფაილში შესაბამისად შევსებულ ფასების ცხრილში“ (დანართი 1) უნდა მიუთითონ საქონლის ღირებულება; 
  • შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს. 

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ინფორმაცია კომპანიის შესახებ, გამოცდილება კლიენტების სია

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში. 

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

მოთხოვნის შემთხვევაში კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომპანიის ფინანსური ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ხელშეკრულება გაფორმდება 1 წლის ვადით
  • დანართში მოცემული ბანკომატების რაოდენობა და ლოკაციები მიმდინარეა, რაც შესაძლოა შეიცვალოს.
  • ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ;

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 28 აპრილი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო პირი:

თეონა ფიცხელაური
tpitskhelauri@bog.ge
577 524235

ნელი კურტანიძე - ტექნიკური საკითხები
nelikurtanidze@bog.ge
ტელ.: 592552555

ტენდერის კატეგორია:

  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება
შეკითხვები