ჩაბარების ვადა:

27 აპრილი 2026, 14:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T30498 - ტენდერი პოლიალუმინის ქლორიდის ჰიდროქსიდის სულფატის - Al2O3 23 %-იანი ალუმინის შემცველობით (კოაგულანტის) შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL, USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 23 აპრილი 2026 დრო 14:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 27 აპრილი 2026 დრო 14:00
  • უფასო მონაწილეობა: კი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 23 აპრილი 2026 დრო: 14:00

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს პოლიალუმინის ქლორიდის ჰიდროქსიდის სულფატის (კოაგულანტი) – 23%-იანი Al2O3 – შესყიდვის თაობაზე და იწვევს კვალიფიციურ კომპანიებს მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერის მიზანია შეირჩეს ერთი და/ან რამოდენიმე კომპანია, რომელიც შეძლებს მიაწოდოს შემსყიდველს სასურველი საქონელი ეტაპობრივად 1 წლის ვადაში, ავტომატური შემდგომი ერთწლიანი ვადის გაგრძელებით შემსყიდველის მოთხოვნების გათვალისწინებით 2026 წლის მაისი-ივნისის თვიდან, ტენდერში დაფიქსირებული ფასით.   

განსაკუთრებული მოთხოვნები: 

მომწოდებელი ვალდებულია წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული საქონლის შემსყიდველისთვის მიწოდება უზრუნველყოს IBC (PE) კონტეინერებით. ფასი მოცემული უნდა იყოს მოცემული 2 გზით:

  • IBC (PE) კონტეინერებით, რომელიც განთავისუფლების შემდეგ დაუბრუნდება მომწოდებელს მისი ტრანსპორტირებით, რომელსაც უზრუნველყოფს გამყიდველი.
  • IBC (PE) კონტეინერებით, რომელიც დაცლის შემდეგ რჩება შემსყიდველთან;
  • განფასება შესაძლებელია მოხდეს როგორც ორივე ვარიანტის, ასევე ცალკეული ვარიანტისათვის (IBC (PE) კონტეინერით და კონტეინერის გარეშე). 

ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ხაზგასმით აღნიშნავს საორიენტაციო ჯამური მოცულობა არის სავარაუდო და მისი მითითება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება განიმარტოს როგორც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ვალდებულება შეისყიდოს საქონელი/მომსახურება საორიენტაციო ჯამური მოცულობით. საორიენტაციო ჯამური მოცულობა არ წარმოადგენს ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში შესასყიდი საქონლის/მომსახურების ზუსტ მოცულობას, ფაქტობრივად შესყიდული საქონლის/მომსახურების მოცულობა შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს (იყოს მეტი ან ნაკლები) საორიენტაციო ჯამური მოცულობისგან, ასეთ შემთხვევაში: (ა) ტენდერში მონაწილე გარანტიას იძლევა, რომ იგი ამ საფუძვლით არ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას და აცხადებს უარს ამ საფუძვლით რაიმე სახის ზიანის/ზარალის ანაზღაურების მოთხოვნაზე, (ბ) ეს გარემოება არ შეიძლება გახდეს ტენდერში მონაწილე პირის მიერ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის ან სახელშეკრულებო პირობების ცვლილების მოთხოვნის საფუძველი. ტენდერში მონაწილეობით ტენდერში მონაწილე ეთანხმება ამ პირობებს და მათ მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია.

1.2 შესყიდვის ობიექტის აღწერა (ტექნიკური დავალება), რაოდენობა/მოცულობა:

პოლიალუმინის ქლორიდის ჰიდროქსიდის სულფატი (კოაგულანტი) – Al2O3 23 %-იანი ალუმინის შემცველობითშემცველობით - სავარაუდო წლიური მოხმარება 200-300 ტონა

  • შესყიდვის ობიექტის  დეტალური აღწერა (ტექნიკური სპეციფიკაციები) იხილეთ დანართში N1

1.3 განფასება:

ფასები წარმოდგენილი უნდა იქნას დღგ-ს ჩათვლით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თბილისში დამკვეთის საწყობამდე ტრანსპორტირების გათვალისწინებით -  IBC (PE) კონტეინერებით, რომელიც დაცლის შემდეგ რჩება შემსყიდველთან და/ან IBC (PE) კონტეინერებით, რომელიც განთავისუფლების შემდეგ დაუბრუნდება მომწოდებელს მისი ტრანსპორტირებით.  (IBC კონტეინერების უკან დაბრუნებით (IBC კონტეინერების უკან დაბრუნების ორგანიზება და მასთან დაკავშირებულ პროცედურები და ხარჯები გათვალისწინებული უნდა იყოს წარმოდგენილ განფასებაში);  

კომპანიამ მონაწილეობა შეიძლება მიიღოს ორივე ვარიანტის განფასებით და/ან ცალკეული ვარიანტით. 

1.4 მომსახურების მიწოდების, ადგილი, ფორმა და ვადა:

მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად შემსყიდველის საწყობამდე: ქ. თბილისი, წყალსადენის ქ N7. 

1.5 ანგარიშსწორების პირობები:

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით თითოეულ მიწოდებულ პარტიაზე, „საქონლის“ მიწოდებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. უცხოური ვალუტის შემთხვევაში ანგარიშსწორება იწარმოება ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად (ადგილობრივი კომპანიებისათვის).

1.6 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

პრეტენდენტს უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული საქონლის მიწოდება/რეალიზაციის გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები:ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

1.7 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის ნიმუშის შესახებ:

შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია უსასყიდლოდ მიაწოდოს შემსყიდველს შემოთავაზებული საქონლის ნიმუში ტესტირებისათვის;

1.8 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია:

  • ფასების ცხრილი; (დანართი N2); კომპანიამ განფასება შესაძლებელია გააკეთოს როგორც ორივე ვარიანტით, ასევე ერთი ვარიანტით.
  • პოლიალუმინის ქლორიდის ჰიდროქსიდის სულფატის (კოაგულანტი) წარმოშობის სერტიფიკატი თითოეულ პროდუქტზე;
  • პოლიალუმინის ქლორიდის ჰიდროქსიდის სულფატის (კოაგულანტი) ანალიზის სერტიფიკატი თითოეულ პროდუქტზე გაცემული მწარმოებლის მიერ;
  • პოლიალუმინის ქლორიდის ჰიდროქსიდის სულფატის (კოაგულანტი) MSDS სერტიფიკატი თითოეულ პროდუქტზე;
  • პროდუქციის მწარმოებელი ქარხნის ISO ან (ანალოგი) სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემხვევაში);
  • აკრედიტირებული ორგანოს მიერ გაცემული შემოთავაზებული საქონლის შესაბამისობის სერთიფიკატი;
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.7 პუნქტის შესაბამისად;
  • იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე კომპანია არ არის საქონლის უშუალო მწარმოებელი,  ვალდებულია წარმოადგინოს საქონლის მწარმოებელთან გაფორმებული ექსკლუზივის დამადასტურებელი ხელშეკრულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • პრეტენდენტი კომპანიის სრული რეკვიზიტები;
  • უცხოური კომპანიების მონაწილეობის შემთხვევაში, აუცილებლად თან უნდა იქნას დართული შესყიდვის პროცესში ჩართული ხელმომწერი პირის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი:
    - კომპანიის შესახებ უახლოესი ამონაწერი ეროვნული ბიზნეს რეესტრიდან ან თქვენი საცხოვრებელი ქვეყნის ეკვივალენტური ორგანოდან;
    - ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, რომელიც ანიჭებს უფლებამოსილებას ხელმომწერ პირს; 
    - საბჭოს ან აქციონერთა დადგენილება, რომელიც ადასტურებს ხელმომწერი პირის დანიშვნას და უფლებამოსილებას;
    - საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს შესაბამის უფლებამოსილებას. დოკუმენტი უნდა იყოს სათანადოდ ხელმოწერილი, საჭიროების შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული და წარმოდგენილი ინგლისურ ენაზე.
  • კომპანიის მიერ სრულად შევსებული და დამოწმებული თანდართული კომპანიის კითხვარები (2 დოკუმენტი)
  • ხელმოწერილი წინამდებარე სატენდერო დოკუმენტი 

ნიმუშის იდენტიფიცირება და მიწოდების დეტალები:

საჭიროების შემთხვევაში, უსასყიდლოდ, ნიმუშების მიწოდება მოხდება მხოლოდ ქეთევან კანდელაკთან თბილისში, GWP-ის სათავო ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის N10. საფოსტო ინდექსი 0179.

საკონტაქტო პირი: ქეთევან კანდელაკი

საკონტაქტო ნომერი: +995 5 99 19 25 00 

სატესტოდ მიწოდებულ თითოეულ ნიმუშს უნდა მიენიჭოს იდენტიფიცირებისათვის საჭირო კოდური დასახელება (რომელსაც „პრეტენდენტი“ მიანიჭებს თავად - შესაძლოა იყოს გარკვეული ციფრები), რომელიც დაფიქსირებული იქნება, როგოც მოწოდებულ ნიმუშზე ასევე ფასების ცხრილში, რომელსაც „პრეტენდენტი“ tenders.ge-ს საიტზე ატვირთავს. 

ნიმუშების არევის თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ, ჩადოთ ქაღალდი თითოეულ ნიმუშში, ან დააკრათ ზემოდან, სადაც დაწერთ თქვენი (პრეტენდენტის კომპანიის) სახელს, თქვენს მიერ მინიჭებულ კოდურ დასახელებას და პროდუქტის ორიგინალ დასახელება - რომელიც უნდა იყოს იდენტიფიცირებადი ანალიზის სერტიფიკატსა და MSDS-ში

უსასყიდლო ნიმუშები გაგზავნილ უნდა იქნას ქეთევან კანდელაკთან tenders.ge-ზე წინადადების ატვირთვამდე ან მის შემდეგ არაუგვიანეს ტენდერის დასრულებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში. მნიშვნელოვანია, რომ კოდური დასახელება, რომელსაც თქვენ მიანიჭებთ ნიმუშს, მითითებული იყოს ფასების ცხრილში.

პირველადი უსასყიდლო ნიმუშის წარმოდგენისათვის საკმარისია 1 (ერთი) ლიტრი კოაგულანტის წარმოდგენა, ხოლო მოთხოვნის შესაბამისად, პრეტენდერნტი კომპანია მზადყოფნაში უნდა იყოს წარმოადგინოს 3000 (სამი ათასი) ლიტრიკოაგულანტი მეორადი ტესტირებისათვის არაუგვიანეს შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში. 

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.9  ხელშეკრულების გაფორმება:

გამარჯვებულ კომპანია(ებ)სთან ხელშეკრულება წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 

1.10  სხვა მოთხოვნა:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს
    · გაკოტრების პროცესში;
    · ლიკვიდაციის პროცესში;
    · საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში;

1.10.1 ფასების წარმოდგენა დასაშვებია საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი) ან დოლარში (ანგარიშსწორების დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით ანგარიშსწორების პირობით). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).

  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • „შემსყიდველი“უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
  • შემსყიდველიგამარჯვებულ კომპანიას გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ტენდერის ყველა მონაწილს. „შემსყიდველიარ არის ვალდებული პრეტენდენტს მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
  •  „შემსყიდველი“იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „შემსყიდველი“არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობსარავითარ ვალდებულებას „შემსყიდველი“მხრიდან. 

პასუხისმგებელი პირი: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP), საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნებისთვის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, სათავო ოფისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. N10, თბილისი 0179, საქართველო; საკონტაქტო ელ-ფოსტა: pdpo@gwp.ge. მონაცემთა დამუშავების მიზანი: მესამე მხარის შესახებ ღია-წყაროებზე დაყრდნობით ანალიზის ჩატარება, რათა შეფასდეს მესამე მხარესთან პოტენციური ურთიერთობისას შესაბამისობის რისკები. ლეგიტიმაცია: პროფესიული ან/და კომერციული ურთიერთობა. მიმღებები: თქვენი მონაცემები არ გადაეცემა რომელიმე მესამე მხარეს, გარდა კანონიერი ვალდებულების ან უფლების შემთხვევისა. შენახვა: თქვენი მონაცემები ინახება კომპანიის შეფასებისთვის საჭირო დროის და სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ თქვენი პერსონალური მონაცემები დაიბლოკება კანონმდებლობით დაშვებული ვადით. როგორც კი ხსენებული ვადები ამოიწურება, არსებული ინფორმაცია განადგურდება. უფლებები: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მონაცემებზე წვდომის, მონაცემთა გასწორების, განახლების, წაშლის, დამუშავების შეზღუდვის ან აკრძალვის უფლებით, ასევე გააუქმოთ გაცემული თანხმობა წერილობითი მიმართვის მაიდენტიფიცირებელი გრიფით „მონაცემთა დაცვა“ გაგზავნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10, თბილისი 0179, საქართველო, ან ელექტრონული ფოსტის გაგზავნით შემდეგ მისამართზე: pdpo@gwp.ge, რომელშიც უნდა მიუთითოთ ის უფლება, რომელსაც ახორციელებთ და რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს თქვენ მიერ (ფიზიკურად ან ელექტრონულად). თუ ვერ ხერხდება თქვენი ვინაობის დადგენა, შეიძლება ჩვენი მხრიდან დამატებით მოთხოვნილ იქნას ინფორმაცია, მათ შორის, და არა მხოლოდ თქვენი პირადობის მოწმობის ასლი. პრეტეზნიის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ მიმართონ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (www.personaldata.ge). 

 ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 27 აპრილი, 14:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი/დოლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში  

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: ქეთევან კანდელაკი
მის.: . თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის N 10
ელ. ფოსტა: kekandelaki@gwp.ge
ტელ.: +(995 322) 931111 (1456); მობ: +995 599 192500

ტენდერის კატეგორია:

  • 24300000 ძირითადი არაორგანული და ორგანული ქიმიკატები
შეკითხვები