ჩაბარების ვადა:

3 თებერვალი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T305 - ტენდერი ასფალტობეტონის საფარის მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია ”ლილო მოლი” აცხადებს ტენდერს სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ასფალტო- ბეტონის საფარის მოწყობაზე.

დეტალური ინფორმაცია ტენდერის შესახებ იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

ინფორმაცია "ლილო მოლის" შესახებ:

ამჟამად "ლილო მოლის" საკუთრებას წარმოადგენს 35 ჰექტარზე განლაგებული სავაჭრო კომპლექსი 5000-ზე მეტი სავაჭრო ობიექტით.

2013 წელს „ლილო მოლის“ტერიტორიაზე ვიზიტორების რიცხვმა 3 მილიონი შეადგინა, რაც დღეში საშუალოდ 8 100 ვიზიტორს უდრის. 2000 წელთან შედარებით ეს რიცხვი 1.9 მილიონითაა გაზრდილი.

„ლილო მოლს“ ჰყავს დაახლოებით 3 500 მოიჯარე, რომლებიც 5 400 სავაჭრო ადგილზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას. 2000 წელთან შედარებით სავაჭრო ადგილების რაოდენობა 58%-ით არის გაზრდილი.

პრეტენდენტი აცხადებს რომ მისთვის წინასწარ ცნობილია ის გარემოება, რომ „ლილო მოლი“ ტენდერში გამარჯბული პირს გამოავლენს საკუთარი შეხედულებისამებრ და ინტერესების გათვალისწინებით, ყოველგავარი დასაბუთებისა და ახსნაგანმარტებების გარეშე, რაზეც პერეტენდენტი წინასწარ აცხადებს რომ ტენდერში ვერ გამარჯვების შემთხვევაში არანაირი პრეტენზია არ ექნება.

ტენდერი ეწყობა 2 ეტაპად. პირველ ეტაპზე მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც გამოხატავს ინტერესსტენდერის პირობებში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე. კომპანიის არჩევა მოხდება წარდგენილი საბუთებისა და გამოცდილების საფუძველზე. ტენდერში გამარჯვებული კომპანია მოაწყობს ასფალტობეტონის საფარს, ტროტუარებს, ფეხით მოსიარულეთათვის და ბეტონის ბორდიურებს გამწვანების ზოლისთვის.

ტენდერის პირობები:

ჩვენი მოთხოვნაა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებისას იხელმძღვანელოს შემდეგი თანმიმდევრობით (იხილეთ ნახაზი):

  • 1) მოშანდაკებული ტერიტორიის დატკეპნა მძიმეწონიანი ვიბრატორული სატკეპნით
  • 2) მდინარის ქვიშახრეშოვანი ნარევის შემოტანა და საფუძვლის მოწყობა (დატკეპნით) - სისქე 30 სმ
  • 3) ფრაქციული (40x40) ღორღის შემოტანა და საფუძვლის მოწყობა (დატკეპნით) - სისქე 15 სმ
  • 4) თხევადი ბიტუმის მოსხმა - 1 კვ/მ - 0.7 კგ
  • 5) ასფალტობეტონის მსხვილმარცვლოვანი ფენის მოწყობა - სისქე 6 სმ
  • 6) თხევადი ბიტუმის მოსხმა - 1 კვ/მ - 0.35 კგ
  • 7) ასფალტობეტონის წვრილმარცვლოვანი ფენის მოწყობა - სისქე 4 სმ

ასფალტო-ბეტონისსაფარის დატვირთვა:250 მეგა პიქსელი - 1 კვ/მ - 80 ტონა.

შესასრულებელი სამუშაოს ადგილმდებარეობა: შ.პ.ს „ლილო მოლის“ საბაჟო ტერმინალის ტერიტორია.

ფართი: 8 400 კვ/მ.

ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველმა კომპანიებმა უნდა წარადგინონ მათ მიერ შესრულებული პროექტები შემდეგი მაჩვენებლებით:

  • 1) შესრულებული პროექტები ღირებულებით 500 000 ლარამდე
  • 2) შესრულებული პროექტები ღირებულებით 1 000 000 ლარამდე
  • 3) შესრულებული პროექტები 1 000 000 ლარის ზევით.
  • 4) კომპანიის ბალანსზე არსებული მანქანა-მექანიზმების ჩამონათვალი

ზემოთმოყვანილ პროექტებს თან დაურთოს შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა, ფოტოები და შესრულების ვადები.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მსურველს შეუძლია წარმოადგინოს განაცხადის შევსებული ფორმა, დედანი დამოწმებული ორგანიზაციის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით შემდეგ მისამართზე: კახეთის გზატკეცილი #112 ან გამოგზავნოს ელექტრონული ფოსტით tenderi@lilomall.ge. სატენდერო ვადა განისაზღვრება: 20 იანვრიდან 03 თებერვლამდე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე: + 995 32 2240 240

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ