ჩაბარების ვადა:

1 ნოემბერი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3051 - ტენდერი დასუფთავების მომსახურე კომპანიის შერჩევაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს დასუფთავების მომსახურე კომპანიის შერჩევაზე.

მომსახურება სრულდება:

  • ავლაბრის სათავო ოფისში - ქ. თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. 3;
  • ვაკის ფილიალში - ქ .თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 33;
  • ვირსალაძის ოფისში - ქ. თბილის, ვირსალაძის ქ. 5;

მომსახურეობის აღწერილობა მოცემულია თანდართულ ფაილად.

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა საუკეთესო ფასის და მომსახურების პირობების მქონე ერთი კვალიფიციური კომპანია და რომელთანაც გაფორმდება ერთწლიანი გენერალური მომსახურების ხელშეკრულება.

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წელი;

აუცილებელი პირობა:

  • მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • შევსებული ფასთა ცხრილი(იხ. თადართული ფაილი), კომპანიის ბლაკზე დაბეჭდილი, პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით;
  • მომსახურების სქემის დეტალური აღწერილობა;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი, საკონტაქტო პირების მითითებით;
  • მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ორიგინალი, ბოლო 6 თვის გაცემული);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანადან დავალიანების არქონის შესახებ;
  • შეთანხმება კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);

სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკი“-ს კანცელარიაში: მისამართი: თბილისი 0103, წმ ქეთევან დედოფლის გამზ.#3.

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
  • ტენდერის დასახელება – „ტენდერი დასუფთავებით მომსახურე კომპანიის შერჩევაზე“
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 1 ნოემბერი (18:00 სთ-მდე).

ტექნიკურ საკითხთან და ობიექტების დათვალიერებასთან დაკავშირებით დაუკავშირდით ლაშა ჭანტურიძეს ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: lasha.chanturidze@terabank.ge  , ტელეფონზე 255 00 00 / 250 77 00 (შიდა 1153).
სხვა ტენდერთან დაკავშირებულ კითხვაბზე დაუკავშირდით ანდრო ტატიშვილის, ფოსტის შემდეგ მისამართზე: andro.tatishvili@terabank.ge  , ტელეფონზე 255 00 00 / 250 77 00 (შიდა 2008).

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

ტენდერის კატეგორია:

  • 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება