ჩაბარების ვადა:

1 მაისი 2026, 15:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T30510 - ტენდერი საინფორმაციო-ტექნოლოგიური სისტემების შიდა ინფრასტრუქტურის შეღწევადობის ტესტირების მომსახურების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: თეგეტა მოტორსი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 22 აპრილი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 1 მაისი 2026 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შპს თეგეტა მოტორსი აცხადებს ტენდერს საინფორმაციო-ტექნოლოგიური სისტემების შიდა ინფრასტრუქტურის შეღწევადობის ტესტირების მომსახურების შესყიდვაზე. 

შპს თეგეტა მოტორსი წარმოდგენილია ამიერკავკასიასა და ცენტრალური აზიის ფართო ბაზარზე. არის საქართველოს უმსხვილესი კომპანიების ხუთეულში შემავალი ბიზნეს ჯგუფი და ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი. 

თეგეტა მოტორსი, რომელმაც ავტომომსახურების სფეროში ახალი სტანდარტი დაამკვიდრა, მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სამშენებლო და სპეცტექნიკის დიაგნოსტირებას და შეკეთებას გულისხმობს

მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია და სხვა დეტალები:

  • კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
  • პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება შეღწევადობის ტესტირების მომსახურებაში;
  • გუნდში უნდა იყოს მინიმუმ 2 სერთიფიცირებული სპეციალისტი შემდეგი სერთიფიკატებით: OSCP, OSWP, OSCE, OSEP, GPEN, GWAPT, ან ექვივალენტი;
  • კომერციული წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს : შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, გადახდის პირობას და სხვა შემოთავაზებულ დეტალებს. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • ფასების მოწოდება ხდება დანართი 1-ის მიხედვით (დოკუმენტი ელექტრონულ სისტემაში უნდა აიტვირთოს როგორც ექსელის ფაილის სახით, ასევე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებულივერსია);
  • კონფიდენციალობის ვალდებულების ხელმოწერა (NDA) - ფორმა გაიცემა ტენდერის მსვლელობისას. როგორც ნებისმიერი პრეტენდენტისთვის, ასევე - გამარჯვებული მონაწილისთვის;
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა (მათ შორის შესყიდვის ობიექტის ტრანსპორტირებისათვის საჭირო ყველა ხარჯს) და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).
  • მინიმუმ 2 (ორი) სარეკომენდაციო წერილი მსგავსი შეღწევადობის ტესტირების პროექტებიდან;
  • პროექტში მონაწილე სპეციალისტების რეზიუმები და შესაბამისი სერთიფიკატების ასლები;
  • სამუშაო გეგმის მოკლე აღწერა (methodology Overview) - მაქსიმუმ 2 (ორი) გვერდი;
  • ტესტირების მსვლელობისას მოპოვებული ყველა ინფორმაცია წარმოადგენს შემსყიდველი ორგანიზაციის საკუთრებას და ექვდემდებარება კონფიდენციალობის დაცვას;
  • პრეტენტენდმა უნდა წარმოადგინოს კონფიდენციალური ინფორმაციის დამუშავების შიდა პოლიტიკა;
  • რეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მსგავსი მოცულობის და სირთულის მინიმუმ 3 დასრულებული პროექტი (შიდა ქსელი, Wi-Fi, ფიზიკური უსაფრთხოება და Endpoint-ის ტესტირება);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდაიყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების პერიოდამდე არაუმეტეს 3 თვისა;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი(სასურველია);
  • ანგარიშსწორება განხორციელდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ფორმით. ანგარიშსწორების ვადა განისაზღვრება შესყიდვის ობიექტის მიღებისა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თვის ბოლო დღიდან არაუგვიანეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში (Current +45 days)
  • შესყიდვის ობიექტის მიწოდება მოხდება ელექტრონულად რეპორტის სახით ხელშეკრულების ფარგლებით გაწერილ საფოსტო მისამართზე
  • ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს მითითებული ვადის ამოწურვამდე, ელექტრონულად ტენდერების ვებ გვერდზე www.tenders.ge

სატენდერო პროცედურები და ვადები:

  • სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას.
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
  • ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება შპს „თეგეტა მოტორსის“ სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.
  • შპს „თეგეტა მოტორსი“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის, 01 მაისი, 15:00 სთ
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში; 

ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ www.tenders.ge -ზეგანთავსებული კითხვა/პასუხის ველი (სატენდერო განაცხადის ქვემოთ), რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ProcurementTenders@tegetamotors.ge

შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში. 

ტენდერის კატეგორია:

  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
შეკითხვები
მიმწოდებელი 2

Dear procurement team, could you, please, clarify the following: 1. Testing Wi-Fi networks How many physical locations are included in Wi-Fi testing? How many SSIDs are included in scope? 2. Physical security testing What is the approximate size of each object? number of floors; number of inputs; number of zones with access control; approximate number of employees. What physical security technologies are used? access cards; PIN codes; biometrics; turnstiles; CCTV; physical security; the visitor management system.

თეგეტა მოტორსი
თეგეტა მოტორსი

Greetings, I am providing the feedback according to your request: Wifi testing, it same approach for all 4 locations so we need to test 2 SSIDs Physical security: Head Office: What is the approximate size of each site? • number of floors; 4 • number of entrances; 2 • number of access-controlled zones; 2 • approximate number of employees. 400 Which physical security technologies are in use? Only access cards; CCTV Other 3 locations will be almost similar in size 2 floors, 2 entrances, 2 access-controlled zones, in one case number of employees may be around 100, others around 30.

მიმწოდებელი 1

გამარჯობა! ვთხოვდი განმარტებას, აუცილებელია თუ არა NDA ხელშეკრულების ხელმოწერა ამ ეტაპზე და სად შეგვიძლია ამოღება?

თეგეტა მოტორსი
თეგეტა მოტორსი

მოგესალმებით, გაცნობებთ რომ ამ ეტაპზე არ არის საჭირო NDA ხელშეკრულების ხელმოწერა.