6 მაისი 2026, 15:00
სტატუსი:
მიმდინარეT30531 - ტენდერი საპირფარეშოების შეკეთების სამუშაოებზე
- გამომცხადებელი: საქინვესტი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 6 მაისი 2026 დრო 15:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქინვესტი“ აცხადებს ტენდერს: #04-22/04/26-SI - შენობა N9/1-ში ქალებისა და მამაკაცების საპირფარეშოს შეკეთების სამუშაოებზე - ქ. თბილისში, აგლაძის 32.
სამუშაოების შესრულების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 კვირა.
თანდართული ფაილები:
- დანართი 1 - შენობა N 91-ში მამაკაცების ტუალეტების შეკეთების სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა.
- დანართი 2 - შენობა N 91-ში ქალების საპირფარეშოს შეკეთების სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა.
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
კომერციული წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს:
- პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილ ხარჯთაღრიცხვებს (წინადადებები წარმოდგენილ უნდა იქნას ლარში).
- ანგარიშსწორების პირობას;
- ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან;
შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას, მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
- ინფორმაციას გარანტიის შესახებ;
- საბანკო რეკვიზიტებს (ბანკის ბეჭდიანი ცნობის სახით)
- პრეტენდენტი კომპანიის საკონტაქტო პირის ინფორმაციას
შენიშვნა: პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესში.
წინადადების წარდგენის წესები:
შეთავაზება უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე, დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე -თბილისი, 0160, პეკინის გამზ. 34/ალ. ყაზბეგის გამზ. 2ა. კონვერტზე აუცილებლად უნდა მიუთითოთ:
- ტენდერის დასახელება და ნომერი - # 04-22/04/26-SI - შენობა N 9/1-ში ქალებისა და მამაკაცების საპირფარეშოს შეკეთების სამუშაოებზე - ქ. თბილისში, აგლაძის 32“.
- პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია (ელ. ფოსტა, ტელ.).
- ადრესატი: GIG ჰოლდინგის კანცელარია - (995 32) 221 01 87.
წინადადებების წარდგენის ვადა: 6 მაისი 2026 (15:00 საათი).
საკონტაქტო პირები:
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით -
ანი ბერუაშვილი
577 209 079
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით -
გიორგი გილაური
599 516 160
ტენდერის კატეგორია:
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება