15 მაისი 2026, 17:00
სტატუსი:
მიმდინარეT30638 - ტენდერი მდინარე რიცეულაზე მცირე ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 15 მაისი 2026 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს მდინარე რიცეულაზე მცირე ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე - #04/05-GIEC-Riceula/HPP-26.
მისამართი:
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, რაჭა
- სათაო კვანძი: 42°36'7.89"С 43° 7'1.20"В
- ჰესის შენობა: 42°35'31.52"С 43° 7'19.91"В
შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:
სამუშაოების ჩამონათვალი იხილეთ დანართი #1-ში
სამუშაოების დაწყების საორიენტაციო პერიოდი:
2026 წლის სექტემბერი
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:
ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება მსგავს სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი).
აუცილებელი პირობები:
- აუცილებელია სამუშაოებთან დაკავშირებული რისკების შეფასების დოკუმენტის მომზადება შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტის მიერ სამუშაოების დაწყებამდე და სამუშაოების მიმდინარეობისას შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვის უზრუნველყოფა;
- შემსრულებელი უნდა იყოს აღჭურვილი მითითებული სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ყველა სპეც. ტექნიკით;
- გამარჯვებულ კომპანიას მოეთხოვება ობიექტის დათვალიერება და სამუშაოების ზუსტი ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა შესათანხმებლად დამკვეთისთვის.
შენიშვნა: პრეტენდენტი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე მოახდინოს სიტუაციის ადგილზე შესწავლა და სამუშაო პირობების წინასწარ შეთანხმება დამკვეთთან.
შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, პეკინის გამზ. N34/ ალ. ყაზბეგის გამზ. N2ა, 0160. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „რიცეულა ჰესის სამშენებლო სამუშაოები“ და ნომერი - #04/05-GIEC-Riceula/HPP-26, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია.
ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: თამარა დვალიშვილი; ტელ: 557 77 88 85.
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის, 15 მაისი, 17:00 სთ.
შეთავაზების ვალუტა: ლარი.
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
თორნიკე ჩაგუნავა
საკონტაქტო ნომერი: 555 46 65 55
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები