ჩაბარების ვადა:

9 ნოემბერი 2017, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T3068 - ტენდერი საახალწლო საჩუქრების იდეების/დიზაინის შემოთავაზებასა და შემდგომ დამზადებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „კავკასუს ონლაინი“ აცხადებს ტენდერს საახალწლო საჩუქრების იდეების/დიზაინის შემოთავაზებასა და შემდგომ დამზადებაზე თავისი თანამშრომლებისა და კლიენტებისათვის.

საახალწლო საჩუქრების ჩამონათვალი:

თანამშრომლებისთვის

  • ბლოკნოტი + ტენდერის აპლიკანტის მიერ შემოთავაზებული რამ - 120 კომპლ.;
  • „კავკასუს ონლაინის“ ლოგოთი „დაბრენდილი“ კალამი - 500 ცალი.

კლიენტებისათვის

  • საჩუქარი VIP კლიენტებისთვის (1-ლი კატეგორია) – 75 კომპლ.;
  • საჩუქარი მნიშვნელოვანი კლიენტებისთვის (მე-2 კატეგორია) – 45 კომპლ.;
  • საჩუქარი რეგულარული კლიენტებისთვის (მე-3 კატეგორია) – 75 კომპლ..

სატენდერო შემოთავაზებით წარსადგენი დოკუმენტები:

  • საჩუქრების იდეა/დიზაინი/ესკიზები;
  • შესაბამისი განფასება/ხარჯთაღრიცხვა (ეროვნულ ვალუტაში, დ.ღ.გ-ს ჩათვლით);
  • ზუსტი საკონტაქტო ინფორმაცია,

მოწოდების ვადები:

  • სატენდერო შემოთავაზების - არაუგვიანეს ა.წ. 9 ნოემბრის 15:00 სთ-სა;
  • დამზადებული პროდუქციის - არაუგვიანეს ა.წ. 15 დეკემბრისა (გასათვალისწინებელია, რომ გამარჯვებული აპლიკანტი დამკვეთისაგან დასტურს მიიღებს 10 ნოემბერს, 18:00 სთ-მდე). 

პროექტის ჯამური ბიუჯეტი: არაუმეტეს 15,000.00 ლარისა.

სატენდერო განაცხადის მოთხოვნაზე დართულია დოკუმენტები:

  • შპს „კავკასუს ონლაინის“ ე.წ. „ბრენდ-ბუქი“.

დამკვეთის მხრიდან საკონტაქტო პირები:

  • ალექსი ბარბაქაძე +(995 577)208-030
  • დავით გუნცაძე +(995 577)385-383

ტენდერის ჩაბარების პირობები:

გთხოვთ, სატენდერო შემოთავაზება მოგვაწოდოთ ზემოთ აღნიშნულ ვადებში.

  • მისამართზე: თბილისი, მ. წინამძღვრიშვილის ქ. # 160 („საქართველოს რკინიგზის“ მოპირდაპირედ), ოთახი 209 (კანცელარია)
  • ან, ელ.ფოსტაზე: info@co.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა