13 მაისი 2026, 23:59
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T30697 - ტენდერი ავტომობილების მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: სს "ჯორჯიან ქარდი"
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 7 მაისი 2026 დრო 12:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 13 მაისი 2026 დრო 23:59
ტენდერის აღწერილობა:
სს „ჯორჯიან ქარდი“ ( ს/კ 204396377) აცხადებს ტენდერს ავტომობილების მომსახურების შესყიდვის შესახებ.
ავტომობილების რაოდენობა:
| Kia Picanto: | 12 |
| Kia Rio: | 3 |
| Hyundai: | 1 |
| BYD: | 4 |
ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:
- ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებითგათვალისწინებული დოკუმენტები;
- ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთანდაკავშირების საფუძველზე - საწყის გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესოპირობების მქონე მომწოდებელს;
- ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქტის პრეზენტაციის და ე.წ. datasheetფაილები;
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში დღგ-ს ჩათვლით;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილიპირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულოდოკუმენტაცია:
- შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1);
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
- მახასიათებლები (დანართი 3)
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; - ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითიიურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდაიყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
პრეტენდენტ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება.
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა(გამოცდილება, კლიენტების სია) და მსგავსი ტიპის მომსახურების მინიმუმ ორი ხელშეკრულების წარმატებითდასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი) რომელიც განხორციელებულიუნდა იყოს ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში;
წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს სს „ჯორჯიან ქარდ“-ს რომელიმე მონაწილესთანხელშეკრულების გაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე სს „ჯორჯიან ქარდი“ იტოვებს უფლებას რომ შეწყვიტოსტენდერი.
შესყიდვის პირობები:
- შესყიდვის ობიექტია სხვადასხვა მოდელის ავტომობილებისთვის მომსახურებისა და ავტოსათადარიგო ნაწილების შესყიდვა ( ავტომობილების დეტალური ჩამონათვალი იხილეთ ბმულ ფაილში დანართი №3).
გადახდის პირობა:
- ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასებით, ინვოისის საფუძველზე - 3 სამუშაო დღის განმავლობაში, გაწეული მომსახურების მიხედვით შედგება მომსახურების აქტი.
- შესყიდვის ობიექტია ავტომობილების ნაწილებისა და ავტო-ტექმომსახურების შესყიდვა;
- კომერციული წინადადება (სრულყოფილად შევსებული ხარჯთაღრიცხვის ფაილები ცვლილებების გარეშე, რომელიც უნდა მოიცავდეს შესყიდვის ღირებულებას და გადახდის პირობას);
- ფასები მოცემული უნდა იყოს ლარში და მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონითგათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).
- აუცილებელი მოთხოვნები
- მომსახურების ცენტრების ფართო ქსელი თბილისსა და რეგიონებში;
- შემოთავაზებული ზეთები უნდა იყოს პრემიუმ ხარისხის;
- დანართის სახით მოგვაწოდეთ თქვენი ავტორიზებული, მომსახურე სერვისცენტრების ჩამონათვალი, თბილისსა და რეგიონის მასშტაბით;
ანგარიშსწორების პირობები:
- სს ჯორჯიან ქარდი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან/კომპანიებთან გააფორმებს 1 წლიან გენერალურ ხელშეკრულებას შემდეგი სავალდებულო პირობების გათვალისწინებით: ტენდერში მოწოდებული ფასების და პირობების ფიქსირება/ უცვლელობა.
სატენდერო კომიტეტი განიხილავს ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს ერთ ან რამდენიმე კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
- ხარისხიფ
- ასი
- მომსახურების ცენტრების რაოდენობრივი დაფარვა საქართველოს მასშტაბით და სს ჯორჯიან ქარდის ფილიალებისთვის ხელსაყრელი მდებარეობა
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 13 მაისი, 23:59 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
მარიამ ტაბატაძეtenders@gc.ge
ტელ: +995 577 331197
ტენდერის კატეგორია:
- 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები