8 ივნისი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T30716 - ტენდერი ავტოსერვისისთვის მობილური აპლიკაციის შექმნაზე
- გამომცხადებელი: სტრადა მოტორსი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 11 მაისი 2026 დრო 11:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 8 ივნისი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს. "სტრადა მოტორსი" რომელიც არის მოწინავე ბრენდების ოფიციალური დილერი საქართველოში, აცხადებს ტენდერს ავტოსერვისისთვის მობილური აპლიკაციის შექმნის თაობაზე.
პროექტის მიზნები
- სერვისების ონლაინ ხელმისაწვდომობა
- მომხმარებლის ლოიალობის გაზრდა
- ოპერაციული პროცესების ავტომატიზაცია
- მომხმარებელთან მუდმივი კომუნიკაცია
ფუნქციონალური მოთხოვნები
მომხმარებლის მხარე (Frontend):
- ონლაინ ჯავშნის სისტემა (Booking)
- სერვისის ისტორია (Car History)
- ნოტიფიკაციები / შეხსენებები (Reminders)
- ონლაინ გადახდები
- მომხმარებლის პროფილი
- ჯარიმების გადამოწმება
- გეგმიური სერვისების მართვა
- ძირითადი სერვისების ჩამონათვალი და აღწერა
ადმინისტრაციული პანელი (Backoffice):
- ჯავშნების მართვა
- მომხმარებელთა ბაზის მართვა
- ნოტიფიკაციების გაგზავნა
- სერვისების მართვა და ფასების ცვლილება
- ანგარიშგება და ანალიტიკა
ტექნიკური მოთხოვნები
- პლატფორმები: iOS და Android
- Backend სისტემა (API-ები, მონაცემთა ბაზა)
- უსაფრთხოების სტანდარტები (მომხმარებლის მონაცემების დაცვა)
ინტეგრაციები:
- გადახდის სისტემები
- SMS / Push ნოტიფიკაციები
- სახელმწიფო სერვისებთან ინტეგრაცია ჯარიმების შემოწმებისთვის
დიზაინის მოთხოვნები:
- თანამედროვე და მარტივად გამოყენებადი UI/UX
- ბრენდინგთან შესაბამისობა
- სწრაფი და ინტუიციური ნავიგაცია
მომწოდებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 2 დასრულებული მობილური აპლიკაციის პროექტი
- გამოცდილება fintech ან booking სისტემებში
- რეკომენდაციები ან პორტფოლიო
- პროექტის მართვის მკაფიო გეგმა
მონაწილემ სატენდერო წინადადების სახით უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:
- წინადადება;
- პორტფოლიო
- გეგმა-გრაფიკი;
- სამუშაოთა ჩამონათვალი
- საშემსრულებლო პროცესების დასაწყებად საჭირო დრო;
- დამკვეთის მიმართ არსებული ნებისმიერი დამატებითი სახის მოთხოვნა (მათი არსებობის შემთხვევაში)
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ვადა: 2026 წლის 30 მაისი
ტენდერის დასრულების თარიღი: 19:00 p.m 2026 წლის 08 ივნისი
საორიენტაციო ხელშეკრულების გაფორმების თარიღი: 2026 წლის 15 ივნისი
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 8 ივნისი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
სატენდერო კომუნიკაცია (ტექნიკური ნაწილი)
მონაწილეებმა ტექნიკური ხასიათის კომუნიკაცია დამკვეთის მხარესთან უნდა აწარმოონ შემდეგ ადრესატთან:
tgabunia@strada.ge
ტელ: 598 38 69 38
ტენდერის კატეგორია:
- 48300000 დოკუმენტების, გრაფიკული გამოსახულებების შექმნის, გამოსახულების დამუშავების, დაგეგმვისა და წარმადობის გაზრდის პროგრამული პაკეტები
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
- 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
გამარჯობა, გთხოვთ მიუთითოთ, თუ არა სატენდერო გთავაზობთ არარეზიდენტი კომპანიების ჩაითვლება.
გამარჯობა, გთხოვთ მიუთითოთ, თუ არა სატენდერო გთავაზობთ არარეზიდენტი კომპანიების ჩაითვლება.
Здравствуйте, просим пояснить будут ли рассматриваться тендерные предложения от компаний-нерезидентов?