ჩაბარების ვადა:

22 მაისი 2026, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T30720 - ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის სახარჯი მასალების 3 თვის მარაგის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: თეგეტა მოტორსი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 9 მაისი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 22 მაისი 2026 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 9 მაისი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

შპს თეგეტა მოტორსი აცხადებს ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის სახარჯი მასალების 3 თვის მარაგის შესყიდვაზე.

აღნიშნული ტენდერი ცხადდება აიტი ტექნიკისა და სახარჯი მასალების 3 თვის მარაგის შესყიდვაზე 

  • შესყიდვის ობიექტის საორიენტაციო რაოდენობა და ტექნიკური მახასიათებლები წარმოდგენილია დანართი N1-ის სახით. დანართში მითითებულია როგორც ტექნიკური სპეციფიკაციები, ასევე საორიენტაციო მოდელები, რომლებიც შერჩეულია ფასისა და ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით, როგორც ოპტიმალური ვარიანტი.
  • მონაწილეს შეუძლია შემოგვთავაზოს ალტერნატიული მოდელიც, იმ პირობით, რომ მისი ტექნიკური მახასიათებლები შეესაბამება დანართში მოცემულ მოთხოვნებს.
  • განსაკუთრებული მოთხოვნები: მონაწილეებს ეძლევათ უფლება გააკეთონ შემოთავაზება როგორც სრულ ასორტიმენტზე, ასევე ცალ-ცალკე კონკრეტულ პროდუქციაზე.

მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია და სხვა დეტალები:

  • კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
  • კომერციული წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს : საქონლის  ღირებულებას, გადახდის პირობას და სხვაშემოთავაზებულ დეტალებს. (დოკუმენტი უნდა აიტვირთოს სისტემაში როგორც ექსელის ფაილის სახით, ასევე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებული ვერსია);
  • ასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ). შესყიდვისობიექტის მიწოდებას შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი დიღმის მასივივის მე-6 კვ 22 კორპ, თეგეტა მოტორსისსაწყობი.

კომპანიის გამოცდილება / პროფაილი

  • განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
  • ველა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს მითითებული ვადის ამოწურვამდე, ელექტრონულად ტენდერების ვებგვერდზე www.tenders.ge
  • ონაწილის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

სატენდერო პროცედურები და ვადები:

  • სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას.
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
  • ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება შპს „თეგეტა მოტორსის“ სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.
  • შპს „თეგატა მოტორსი“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის, 22 მაისი, 17:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ www.tenders.ge -ზეგანთავსებული კითხვა/პასუხის ველი (სატენდერო განაცხადის ქვემოთ), რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებულიპირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ProcurementTenders@tegetamotors.ge

შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში. 

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
შეკითხვები