25 მაისი 2026, 15:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T30723 - ტენდერი Office 365-ის ლიცენზიების შესყიდვასა და დანერგვის მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: თეგეტა მოტორსი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 11 მაისი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 25 მაისი 2026 დრო 15:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს თეგეტა მოტორსი წარმოდგენილია ამიერკავკასიასა და ცენტრალური აზიის ფართო ბაზარზე. არის საქართველოს უმსხვილესიკომპანიების ხუთეულში შემავალი ბიზნეს ჯგუფი და ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი.
თეგეტა მოტორსი, რომელმაც ავტომომსახურების სფეროში ახალი სტანდარტი დაამკვიდრა, მომხმარებელს საავტომობილოეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სამშენებლო და სპეცტექნიკისდიაგნოსტირებას და შეკეთებას გულისხმობს.
შპს თეგეტა მოტორსი აცხადებს ტენდერს:
- ტენდერი Office 365 ის ლიცენზიების შესყიდვასა და დანერგვის მომსახურებაზე.
- აღნიშნული ტენდერის ფარგლებში განხილული უნდა იყოს კონტრაქტის ორი ვარიანტი — 1-წლიანი და 3-წლიანი; გამარჯვებულ კომპანიასთან კონტრაქტი ძალაში შევა შერჩეული ვადის შესაბამისად.
| დასახელება | რაოდენობა |
| Exchange Online Plan 1 - კორპორატიული ელფოსტა (Outlook); კალენდარი და კონტაქტები; 50GB mailbox; spam/anti-malware დაცვა | 1148 |
| Microsoft 365 Business Standard - Exchange Online (ელფოსტა); Desktop Office აპები: Word, Excel, PowerPoint, Outlook; Teams (ჩატი, ვიდეოქოლები); OneDrive; SharePoint | 300 |
| Office 365 E1 - Exchange Online (ელფოსტა); Teams; OneDrive + SharePoint; Office Online (browser ვერსიები, desktop აპების გარეშე); 50GB mailbox | 856 |
| Office 365 E3 - Exchange Online; Desktop Office აპები; Teams; OneDrive + SharePoint;; დიდი mailbox/არქივის შესაძლებლობები | 168 |
| Power BI Pro - რეპორტების და dashboard-ების შექმნა; მონაცემების ვიზუალიზაცია; გაზიარება სხვა მომხმარებლებთან; ავტომატურიმონაცემების განახლება | 200 |
| Power BI Premium - ყველაფერი რაც Pro-შია; Dedicated capacity (მაღალი წარმადობა); დიდი მონაცემების დამუშავება; | 10 |
მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია და სხვა დეტალები:
- პრეტენდენტ კომპანიებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, Microsoft Office 365-ის ალტერნატივად წარმოადგინონ Google-ის ანალოგიური პროდუქტები/სერვისები; ამასთან, შემოთავაზებული პაკეტები ფუნქციონალურად უნდა იყოს მინიმუმ იდენტური მოთხოვნილ Microsoft Office 365 პაკეტებთან
- კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
- კომერციული წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს : შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, გადახდის პირობას და სხვა შემოთავაზებულ დეტალებს. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.
- ფასების მოწოდება ხდება დანართი №1-ის მიხედვით (დოკუმენტი ელექტრონულ სისტემაში უნდა აიტვირთოს როგორცექსელის ფაილის სახით, ასევე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებული ვერსია);
- ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯს და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).
- მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (MAF - Manufacturer’s Authorization Form)
- ბოლო 2 წლის განმავლობაში ანალოგიური შესყიდვის ობიექტის მიწოდების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
- სერტიფიცირებული სპეციალისტების ჩართულობა (Certified)
- წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი ვენდორის/პლატფორმის აქტიური მემბერშიფის ან პარტნიორობის დამადასტურებელიდოკუმენტი.
- მიგრაციის განხორციელება მინიმალური ბიზნეს ზემოქმედებით
- Microsoft 365 მიგრაციის გამოცდილება საჭირო სამუშაოების მიხედვით ( იხ. დანართი N1)
- მიგრაციის პირველადი გეგმა-გრაფიკი (Migration Plan)
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდაიყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების პერიოდამდე არაუმეტეს 3 თვისა;
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი(სასურველია);
- მსგავსი (ანალოგიური) შესრულებული პროექტების ჩამონათვალი
- მინიმუმ 1 სარეკომენდაციო წერილი შესრულებული პროექტების შესახებ(სასურველია).
- მომწოდებელმა უნდა მიუთითოს დამატებითი შეთავაზებები/ბენეფიტები
- ანგარიშსწორება განხორციელდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ფორმით. ანგარიშსწორების ვადა განისაზღვრება შესყიდვის ობიექტის მიღებისა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თვის ბოლო დღიდან არაუგვიანეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში (Current +45 days)
- შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი: საქართველო, ქალაქი თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 129.
- შესყიდვის ობიექტის მოწოდება ხდება ეტაპობრივად, სამუშაო პროცესიდან გამომდინარე.
- ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს მითითებული ვადის ამოწურვამდე, ელექტრონულად ტენდერების ვებ გვერდზე www.tenders.ge
სატენდერო პროცედურები და ვადები:
- სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას.
- მონაწილის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
- ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება შპს „თეგეტა მოტორსის“ სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.
- შპს „თეგეტა მოტორსი“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 25 მაისი, 15:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ www.tenders.ge -ზე განთავსებულიკითხვა/პასუხის ველი (სატენდერო განაცხადის ქვემოთ), რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის დაწარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ProcurementTenders@tegetamotors.ge
შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
ტენდერის კატეგორია:
- 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები