ჩაბარების ვადა:

22 მაისი 2026, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
P
ფასების ცხრილი
T30764 - ბაზრის კვლევა ეკრანის დამცავი ბრონების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ბს2 ჯორჯია
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 15 მაისი 2026 დრო 17:30
  • წინადადების მიღება მთავრდება: 22 მაისი 2026 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ბს/2 ჯორჯია, ს/კ 205274291 აცხადებს ბაზრის კვლევას ეკრანის დამცავი ბრონების შესყიდვაზე. (გაითვალისწინეთ, რომ გვჭირდება მხოლოდ ბრონების შესყიდვა და არა ბრონის დაკვრის სერვისი)

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია სატესტო ნიმუშების წარდგენა.

რაოდენობა:

ჯამურად, 3 ტიპის ბრონზე: იხ დანართი 1:  სატენდერო განაცხადი

სავარაუდო მოთხოვნა შეადგენს თვეში 900 ცალს. შეკვეთა შეიძლება განაწილდეს თანაბრად (300-300-300), თუმცა საბოლოო რაოდენობები დაზუსტდება შეკვეთის განთავსებამდე.

მოწოდების პირობები:

  • სავარაუდო მიწოდების რაოდენობა:
  • ყოველთვიურად — 900 ცალი; ან კვარტალურად — 2,700 ცალი.

მონაწილეობის პირობები:

  • აუცილებელია თანდართულ დოკუმენტაციაში ფასების ცხრილის სრულად და სწორად შევსება;
  • ფასები მითითებული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი), დღგ-სა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით;
  • შემოთავაზებულ ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება.

მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებული პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ ტექნიკურ პარამეტრებს.
  • კვლევაში მონაწილეობის მისაღებად ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
  • კომპანიის რეკვიზიტები (დანართი 3);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

დამატებითი პირობები:

  • კვლევაში მონაწილე კომპანიამ მოთხოვნილი სატესტო ნიმუშები უნდა წარმოადგინოს კვლევის დასრულებიდან მაქსიმუმ 10 კალენდარული დღის ვადაში შემდეგ მისამართზე:
    თბილისი, დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის N6
  • სატესტო ნიმუშისთვის საჭირო ტექნიკურ მასალებსა და ზომებს კომპანია დამატებით გააზიარებს კვლევის დასრულების შემდეგ.

კვლევის ფარგლებში კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:

  • ეკრანის დამცავი ბრონების განფასება;
  • საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე ალტერნატიული ვერსია დეტალური აღწერით.

გთხოვთ, tenders.ge-ს ფასის ველში მიუთითოთ ყველაზე ბიუჯეტური ვერსიის ფასით.

შეთავაზებების მიღების ბოლო ვადაა: 22 მაისი, 17:00 საათი.

ტენდერში გამარჯვების ძირითადი კრიტერიუმებია:

  • ხარისხი;
  • ღირებულება.

დანარჩენი პირობები განისაზღვრება მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge 
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • შეთავაზებების მიღების ვადა: 2026 წლის 22 მაისი, 17:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპივაჭრობის გარეშე
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

ტენდერთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995 557 53 55 00, rusudan.geladze@bs2.Lt



ტენდერის კატეგორია:

  • 32500000 სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები და აქსესუარები
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
შეკითხვები