28 მაისი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT30776 - ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: სილქნეტი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 28 მაისი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „სილქნეტი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ ცხადდება ტენდერი შემდეგი დასახელების და რაოდენობის კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე.
დასახელება, რაოდენობა და დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.
წინადადება უნდა მოიცავდეს ფასებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის, მათ შორის დღგ-ს ჩათვლით, მოწოდების ვადებს, საგარანტიო და გადახდის პირობებს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.
დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება, საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით 2026 წლის 28 მაისის ჩათვლით (18:00 საათი) ქვემოთ მითითებულ მისამართზე.
- ტენდერის ნომერი: 2026/012
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება: 2026 წლის 28 მაისის ჩათვლით
- განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:
- უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- კომპანიის კლიენტების სია და სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 3 კომპანიის)
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:
- მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში;
- კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი;
- მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით;
ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
- ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ.
ს.ს. ,,სილქნეტი“ უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ;
ს.ს. ,,სილქნეტი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით.
რეკვიზიტები:
ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: მიხეილ იაშაღაშვილი
ტელეფონი: +995 593 903233
E-mail: tenders@silknet.com miashaghashvili@silknet.com
მისამართი: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო N7
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები