2 ივნისი 2026, 16:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T30788 - ტენდერი ენერგო აუდიტის მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 20 მაისი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 2 ივნისი 2026 დრო 16:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი" აცხადებს ღია ტენდერს ენერგო აუდიტის მომსახურების შესყიდვაზე.
- პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით — ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
- ხელშეკრულებისა და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.
- ტენდერში მონაწილეობისათვის სავალდებულოა ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი — დანართი 1.
- შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს.
- ბანკი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან გადაავადოს ტენდერი.
- შესყიდვის სავარაუდო მოცულობა წინასწარ განსაზღვრული არ არის და დადგინდება პერიოდულად, ბანკის საჭიროებიდან გამომდინარე; კონტრაქტორ კომპანიას შესყიდვის მოცულობა ეცნობება წინასწარ.
- ტენდერში მონაწილეობისათვის სავალდებულოა ორგანიზაციამ წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები — დანართი 2.
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში და მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადსა და გადასახდელს.
- წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებას. ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ.
- პრეტენდენტის მიერ ტენდერში გამარჯვება არ წარმოადგენს ბანკთან ხელშეკრულების გაფორმების ავტომატურ წინაპირობას, რადგან გარდა ტენდერში გამარჯვებისა, ხელშეკრულების გაფორმება ექვემდებარება პრეტენდენტის საქმიანობის შესაბამისობის შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცედურებთან მიმართებით.
- პრეტენდენტის საქმიანობის შემოწმების ფარგლებში შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია უარი განაცხადოს პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებაზე და აღნიშნულის შესახებ აცნობოს პრეტენდენტს უარის თქმის ზოგადი საფუძვლის მითითებით.
სატენდერო მოთხოვნები:
ტენდერი ცხადდება „ენერგოეფექტურობის შესახებ" საქართველოს კანონისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 7 მაისის №1-1/168 ბრძანებით დამტკიცებული „ენერგოაუდიტის ჩატარების წესის" მოთხოვნების შესასრულებლად (კანონისა და ბრძანების შესახებ ინფორმაცია იხილეთ დანართი №3 და №4-ში):
ენერგოაუდიტი უნდა ჩატარდეს ბანკის ყველა ფილიალში, რომელთა რაოდენობა ამ დროისთვის შეადგენს 292-ს. აღნიშნული რაოდენობა ცვლადია და შესაძლოა ტენდერის დასრულებისთვის მცირედით შეიცვალოს.
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება 24/7 რეჟიმში სამუშაო საათების გათვალისწინებით.
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სულ მცირე 1 (ერთი) სარეკომენდაციო წერილი, გაცემული მსგავსი მომსახურების შესრულებასთან დაკავშირებით.
- პრეტენდენტის მიმართ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იმყოფებოდეს ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის პროცესში.
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აკრედიტაციის დოკუმენტი შესაბამისი სამუშაოს ჩატარების უფლების დამადასტურებლად.
- პრეტენდენტი უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2025 წლის 8 აპრილის №107 დადგენილების შესაბამისად სერტიფიცირებული ან აკრედიტებული პირი — „ენერგოაუდიტორების, ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი დამოუკიდებელი ექსპერტებისა და შენობების გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2025 წლის 8 აპრილის №107 დადგენილების საფუძველზე.
- პრეტენდენტი რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარმოებულ ენერგოაუდიტორების რეესტრში.
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ენერგოაუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით შენიშვნების დაფიქსირების შემთხვევაში, ენერგო აუდიტორი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებითა და გონივრულ ვადაში უზრუნველყოს მათი გამოსწორება და საბოლოო, კორექტირებული ანგარიშის წარდგენა.
ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტი ვალდებულია მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი სამართლებრივი ან ფინანსური დოკუმენტი.
ტექნიკური დავალება
პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს კომპანიის ყველა ობიექტისთვის ენერგოაუდიტის ჩატარება, რომელიც სრულად უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ სტანდარტებსა და მოთხოვნებს:
- აუდიტის საფუძველი: ენერგოაუდიტი უნდა დაეფუძნოს განახლებულ, გაზომვად და მოძიებად მონაცემებს ენერგიის მოხმარების შესახებ.
- გამოყენებული სტანდარტები: სამუშაოები უნდა შესრულდეს შემდეგი სტანდარტების შესაბამისად:
- ზოგადი მოთხოვნები: სსტ ენ 16247-1 და სსტ ისო 50002;
- შენობების სექტორი: სსტ ენ 16247-2;
- საჭიროების შემთხვევაში, წარმოების სექტორი: სსტ ენ 16247-3;
- საჭიროების შემთხვევაში, ტრანსპორტის სექტორი: სსტ ენ 16247-4. - ანალიზი და ანგარიშგება:
- აუდიტმა დეტალურად უნდა ასახოს შენობების, საწარმოო დანადგარებისა და/ან ტრანსპორტის მიერ ენერგიის მოხმარების პროფილი;
- შემუშავებული რეკომენდაციები უნდა მოიცავდეს სასიცოცხლო ციკლის ღირებულების ანალიზს (LCCA), რაც გრძელვადიანი დანაზოგებისა და ინვესტიციების შეფასების საშუალებას იძლევა.
ძირითადი შედეგები
- ენერგოაუდიტის დეტალური ანგარიში: სტანდარტებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით.
- ანგარიშის წარდგენა: მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დასრულებული ანგარიშის ასლის წარდგენა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ენერგოაუდიტის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა.
- მომწოდებელი ვალდებულია ენერგო აუდიტის ანგარიში შეინახოს 10 წლის ვადით.
დამატებითი ინფორმაცია:
- ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
- ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იდენტურ სტანდარტებს და რომელთა პოლიტიკასა და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლისა და ნახშირორჟანგის ემისიების მინიმიზაციისაკენ მიმართული ქმედებები, რის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენაც მათ შეუძლიათ.
ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს, რომ:
- სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის ადგილობრივი და/ან საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და/ან სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
- უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
- ნებისმიერი ისეთი გარემოების დადგომიდან — მათ შორის ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან უბედური შემთხვევის, — რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას, ან გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევიდან, ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და მის აღმოსაფხვრელად მიღებული ზომების შესახებ.
წინადადების წარდგენით კომპანია ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებსა და პირობებს;
კონფიდენციალურობა
ენერგოაუდიტის ანგარიში, მათ შორის რეკომენდაციები, წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას. პრეტენდენტი ვალდებულია, დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 2 ივნისი, 16:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი:
ელა ყაველაშვილი
ekavelashvili@bog.ge
ტელ: 579 01 04 03
ტექნიკური საკითხებისთვის:
ლიზი შუბითიძე
lishubitidze@bog.ge
ტელ: 558 12 44 11
ტენდერის კატეგორია:
- 71600000 ტექნიკური შემოწმება, ანალიზი და საკონსულტაციო მომსახურებები
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები
- 71700000 მონიტორინგი და კონტროლი