12 ივნისი 2026, 12:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T30789 - ტენდერი ფასადის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: თბილისი მოლ ჰოლდინგი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 19 მაისი 2026 დრო 14:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 12 ივნისი 2026 დრო 12:00
ტენდერის აღწერილობა:
სავაჭრო ცენტრი თბილისი მოლი აცხადებს ტენდერს ფასადის სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე.
ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ როგორც კომერციული წინადადება, ასევე სამუშაოების შესრულების დეტალური მეთოდოლოგია, გრაფიკი და შესაბამისი ტექნიკური ხედვა.
გარდა ამისა, მონაწილე კომპანიებს ვთხოვთ წარმოადგინონ ფასადის ვიზუალური განახლების დიზაინ-კონცეფცია / საკუთარი ხედვა, რომელიც უნდა ასახავდეს მათ რეკომენდაციას ფასადის საბოლოო ვიზუალურ იერსახესთან, გამოყენებულ მასალებთან და არქიტექტურულ გადაწყვეტებთან დაკავშირებით.
სარემონტო სამუშაოები უნდა განხორციელდეს თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელიც მოიცავს:
- დეტალურ RFP დოკუმენტს;
- BOQ-ს / სამუშაოთა მოცულობების ცხრილს;
- ტექნიკურ დასკვნებსა და ინსპექტირების მასალებს;
- იმ საფუძვლებსა და რეკომენდაციებს, რომელთა მიხედვითაც უნდა დაიგეგმოს და შესრულდეს ფასადის სარემონტო სამუშაოები.
კომპანიებმა წინადადებაში უნდა გაითვალისწინონ არსებული ტექნიკური მდგომარეობა, ობიექტის მოქმედი სავაჭრო ცენტრის სპეციფიკა, უსაფრთხოების მოთხოვნები, სამუშაოების ფაზებად შესრულება და სავაჭრო ცენტრის უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
დაინტერესებულ კომპანიებს გთხოვთ, გაეცნოთ თანდართულ დოკუმენტაციას და წარმოადგინოთ სრულყოფილი სატენდერო წინადადება მითითებულ ვადებში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 12 ივნისი, 12:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო ინფორმაცია:
Beka.tsiklauri89@gmail.com
ტენდერის კატეგორია:
- 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები