5 ივნისი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT30792 - ტენდერი საქართველოს მასშტაბით ინერტული მასალების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: სილქნეტი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 5 ივნისი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „სილქნეტი“ აცხადებს ტენდერს საქართველოს მასშტაბით ინერტული მასალების შესყიდვაზე.
გთხოვთ, იხილოთ დანართი #1, სადაც ინერტული მასალები და რეგიონები წარმოდგენილია ლოტების მიხედვით.
ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ფასები ეროვნულ ვალუტაში (ლარი), საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის, მათ შორის დღგ-ს ჩათვლით.
დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ 2026 წლის 5 ივნისის 18:00 საათამდე, დალუქული კონვერტის სახით, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო №7.
შესყიდვა განხორციელდება ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, სს „სილქნეტის“ მოთხოვნის შესაბამისად როგორც საწყობის შევსების, ასევე სამშენებლო ობიექტებზე მიწოდების მიზნით
ტენდერში მონაწილეობა შესაძლებელია: ყველა ლოტის სრულად შესრულების საფუძველზე ან ცალკეული ლოტების მიხედვით, რაც მოიცავს როგორც კონკრეტული ინერტული მასალის სახეობას, ასევე კონკრეტულ რეგიონს.
საწყობის მისამართები:
- თბილისი - ერწოს ქუჩა 12
- თელავი - ერეკლე 2 ქუჩა 12
- ქარელი - მგალობლიშვილის ქ 5
- ქუთაისი - ნიკეას ქ 5
- ხობი - სტალინის ქ 16
- ბათუმი - თამარის დასახლება, ტბეთის ქუჩა #10
- საქართველო (დამატებით შესაძლოა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, სამშენელო მოედანზე მასალის მოწოდება)
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.
- ტენდერის ნომერი: 2026/014
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება: 2026 წლის 5 ივნისის ჩათვლით
- განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:
- უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- კომპანიაზე ზოგადი ინფორმაცია გამოცდილების შესახებ
- კლიენტების ჩამონათვალი
- კომპანიის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სარეკომენდაციო წერილები
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:
- მყარი ასლის სახით დალუქულ კონვერტში, ელექტრონული ვერსია ელფოსტაზე შესაბამისი ხელმოწერით და ციფრული ინფორმაცია შესაბამის მატარებელზე (Flash ბარათი ან CD დისკი)
- კონვერტზე და ელექტრონულ წერილზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი;
- მყარი ასლი, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით
ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
- ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ.
მოთხოვნა: წარმოდგენილი ფასები უნდა იქნეს მითითებული ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათვლით.
სს ,,სილქნეტი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;
რეკვიზიტები:
ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: ნიკა ხურცილავა, ინა საჯაია
ტელეფონი: +995 555 18 17 23
E-mail: tenders@silknet.com Nkhurtsilava@silknet.com ISajaia@silknet.com
მისამართი: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო N7
ტენდერის კატეგორია:
- 14200000 ქვიშა და თიხა