3 ივნისი 2026, 12:00
სტატუსი:
მიმდინარეT30849 - ტენდერი ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი ქუთაისის სტანდარტული პროექტის ამბროლაურის მცირე საოჯახო ტიპის სახლის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ასოციაცია საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 3 ივნისი 2026 დრო 12:00
ტენდერის აღწერილობა:
ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი ქუთაისის სტანდარტული პროექტის ადმინისტრაცია იწვევს შესაბამისი გამოცდილების მქონე ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს ამბროლაურის (მის.წერეთლის #8) მსტ სახლში ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოს მომსახურების უზრუნველსაყოფად.
სავალდებულო მოთხოვნები:
- ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
- ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები)
- უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- მომსახურების შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა დალუქული კონვერტით
- ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოების შესრულების შესახებ (სამუშაოთა მოცულობის, ღირებულებების მითითებებით და ფოტომასალით) შესაბამისი რეკომენდაციით.
თანხის გადახდის პირობები: მომსახურების ღირებულების გადახდა მოხდება მომსახურების გაწევის შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან მაქსიმუმ ხუთი სამუშაო დღის ვადაში (მომსახურების ღირებულების საავანსო გადახდა არ განიხილება)
მომსახურების გაწევის ვადები და პირობები: ტენდერში მონაწილეობის მსურველმა ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა უნდა უზრუნველყონ მიმდინარე წლის 07 ივნისიდან 07 ივლისამდე ბავშვთა სოფელი ქუთაისის ამბროლაურის (მის.წერეთლის #8) მსტ სახლში სარემონტო სამუშაოების ჩატარება (იხილეთ თანდართული დოკუმენტი);
- სახლის პირველ და მეორე სართულზე კედლების დამუშავება შპალერის გასაკრავად - 500 მ2
- სახლის პირველ და მეორე სართულზე ხარისხიანი შპალერის გაკვრა - 500 მ2
- პირველ და მეორე სართულზე ჭერების, (ღია აივნის ჭერი შესაკეთებელი და შესაღებია) კოსმეტიკური შეღებვა - 180 მ2;
- დაზიანებული ლამინირებული იატაკის და პლინტუსების შეცვლა - 140 მ2;
- დაზიანებული მ.დ.ფ.-ს კარებების შეცვლა - 5 ცალი;
- შესასვლელი კარების შეცვლა. ჩაისვას რკინის კარები - 1 ცალი;
- სველ წერტილებში სანტექნიკური სამუშაოების ჩატარება;
- სველ წერტილებში კაფელ მეტლახის შეცვლა - 60 მ2;
- სველი წერტილების მოწყობა (იხილეთ დანართი)
- სახლში არსებული ელ. გაყვანილობის მოწესრიგება, დაზიანებული როზეტების და ჩამრთველების შეცვლა და დაზიანებული სანათი ბრების შეცვლა
- დაზიანებული მეტალოპლასმასის ფანჯრების შეკეთება
- შიდა კიბის რესტავრაცია -დამუშავება/გალაქვა - 8.5 მ.
- სამშენებლო ნარჩენების გატანა
მომსახურების გაწევის პერიოდი: 2026 წლის 07 ივნისიდან 07 ივლისამდე.
მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. ამბროლაური, წერეთლის ქ.#8
დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ: “ამბროლაურის მსტ სახლის რემონტი“ ეს
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2026 წლის 03 ივნისი 12:00 საათი
განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ჰერმან გმაინერის ქ#-4
ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს ან ფიზიკურ პირებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ–ფოსტის მისამართზე: Tinatin.Dograshvili@sos-kd.ge.
მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება