ჩაბარების ვადა:

3 ივნისი 2026, 11:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T30866 - ბაზრის კვლევა ერთ დღიანი Teambuilding აქტივობების საორგანიზაციო მომსახურების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 29 მაისი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 3 ივნისი 2026 დრო 11:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 29 მაისი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ბაზრის მოკვლევას ერთ დღიანი Teambuilding აქტივობების საორგანიზაციო მომსახურების შესყიდვაზე.

ინსტრუქცია ბაზრის კვლევაში მონაწილეთათვის

  • კვლევაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პრეტენდენტმა შეავსოს და წარმოადგინოს ფინანსური შეთავაზება - დანართი N1 და ინფორმაცია კომპანიის შესახებ - დანართი N2;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);
  • დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირ(ებ)თან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით. 
  • წინამდებარე კვლევის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებას. ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ბაზრის კვლევა თავისი შეხედულებისამებრ.  

წინადადების წარდგენით კომპანია ეთანხმება დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებსა და პირობებს. 

ბანკში არსებული ყველა მიმართულება, თავისი შეხედულებისამებრ გეგმავს სასურველ აქტივობას საქართველოს მასშტაბით, თანამშრომელთა კონკრეტულ რაოდენობაზე, გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში. 

მომსახურება იქნება სრულად აუთსორსული და მოიცავს ნებისმიერი სახის საორგანიზაციო დეტალებს, როგორიცაა:

  • ტრანსპორტირება
  • ლოკაციის დაჯავშნა (სასტუმრო, საკონფერენციო სივრცე (ყავა/ლანჩის შესვენებები);
  • ფასილიტატორი 
  • ვახშამი;
  • oვენთის ორგანიზება;
  • ექსკურსია;
  • და სხვა

ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს გამართული ა/საშუალებით და გამოცდილი მძღოლით;

ფასილიტაციის სქოუფი საჭიროებისამებრ განსხვავდება ერთმანეთისგან, შესაბამისად ამ მიმართულებით აუცილებელი იქნება ჯგუფის ლიდერთან საჭიროებების გავლა ინდივიდუალურად;

 გაგიზიარებთ პროცესზე ჩვენს ხედვას და სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს რეკომენდაციებსაც, რითაც შეგვიძლია განვსაზღვროთ მომსახურების სქოუფი:

მომსახურე კომპანიისგან დაგვჭირდება კონკრეტული ექაუნთ მენეჯერ(ებ)ი, რომელიც შეძლებს ინდივიდუალური საჭიროებებისამებრ, კონკრეტულ თარიღზე აქტივობის დაგეგმვას ბანკის ჯგუფის მიერ გამოყოფილ ერთ საკონტაქტო პირთან ერთად.

 ყველა კომპონენტის დაორგანიზება უნდა უზრუნველყოს მომსახურე კომპანიამ, ჯგუფის საკონტაქტო პირთან ერთად. (ბანკის მიერ განისაზღვრება მხოლოდ ჯამური ბიუჯეტი). 

პოტენციური მომწოდებლისგან მოვიაზრებთ, ე.წ. კატალოგის შექმნას, სადაც წინასწარ იქნება განსაზღვრული ლოკაციები.

თანამშრომლობას მოვიაზრებთ ე.წ. Open book-ის პრინციპით, რაც გულისხმობს რომ ზემოხსენებულ თითოეულ კომპონენტზე, კომპანიამ Excel-ის ფაილით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია გაწეულ ხარჯზე (აღნიშნული მნიშვნელოვანია ბანკის მხრიდან დაბეგვრის სწორად განხორციელებისათვის). ამასთან, მოთხოვნის შემთხვევაში, კომპანიას განესაზღვრება ვალდებულება წარმოადგინოს მითითებული ხარჯის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაცია. 

მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება ბანკისთვის სასურველი მოდელის მიხედვით, რომელიც შეირჩევა კომპანიის მიერ წარმოდგენილი ფინანსური შეთავაზების (იხ. პუნქტი 1.5) საფუძველზე. ბანკი იტოვებს უფლებას, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისას აირჩიოს მისთვის ხელსაყრელი ფასწარმოქმნის მოდელი (პროცენტული საკომისიო ან ფიქსირებული ანაზღაურება) თითოეული კონკრეტული ღონისძიების საჭიროებიდან გამომდინარე. 

შეთანხმებული საკომისიოები იქნება ფიქსირებული ხელშეკრულების მოქმედები სრულ პერიოდზე.

მოცულობაზე სწორი წარმოდგენის შესაქმნელად, დაინტერესებულ კომპანიებთან მოლაპარაკებების ეტაპზე გაზიარდება ბანკის მიერ განსაზღვრული მოლოდინები. 

1.1. აუცილებელი მოთხოვნები

  • ბანკისათვის გამოყოფილი კონკრეტული საკონტაქტო პირ(ებ)ი;
  • ოპერატიული რეაგირება ბანკიდან დაფიქსირებულ მოთხოვნებზე:
  • მრავალფეროვანი კატალოგი;
  • მოქნილობა, ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნის შესაბამისად;
  • საქართველოს მასშტაბით დაგეგმილ ღონისძიებებზე მხარდაჭერა. 

1.2. მომსახურების გაწევის ვადა: 

  • ხელშეკრულება გაფორმდება 1 წლის პერიოდზე;
  • მიმწოდებელმა ვალდებულია მომსახურების გაწევა განახორციელოს ბანკის მოთხოვნის შესაბამისად, საჭიროებებიდან გამომდინარე;
  • მოთხოვნა გულისხმობს ნებისმიერი სახის აქტივობის დაგეგმვას.

1.3. მომსახურების გაწევის ადგილი:

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ბანკის მოთხოვნის შესაბამისად, ძირითად ქალაქებში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი, ყაზბეგი და სხვ.) ან/და ქალაქის რადიუსიდან 50-60 კმ დაშორებით. 

1.4. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტ კომპანიას უნდა გააჩნდეს საორგანიზაციო მომსახურების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • დაკისრებული ვადებულების შესასრულებლად პრეტენდენტ კომპანიას უნდა ჰყავდეს კომპეტენტური და გამოცდილი გუნდი;
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში. 

1.5. ბაზრის კვლევის ფარგლებში წარსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია

მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პრეტენდენტმა წარმოადგინოს დოკუმენტაცია შემდეგ საკონტაქტო მეილზე: khitiuridze@bog.ge

პირველ ეტაპზე წარმოსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია:

ფინანსური შეთავაზება -  დანართი N1. კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მომსახურების ანაზღაურების ორივე შესაძლო მოდელის შესახებ;

პროცენტული საკომისიო: მომსახურების ერთიანი პროცენტული განაკვეთი, რომელიც დაერიცხება ღონისძიების სრულ ხარჯს.

ფიქსირებული ანაზღაურება: მომსახურების ფიქსირებული საფასური, რომელიც დამოკიდებულია ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობაზე, შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

  •  10-50 მონაწილე;
  •  51-100 მონაწილე;
  •  101 და მეტი მონაწილე. 

ინფორმაცია კომპანიის შესახებ - დანართი N2;

კომპნიის მოღვაწეობის მოკლე აღწერა/პრეზენტაცია - სადაც ნაჩვენები იქნება პრეტენდენტის გამოცდილება, შესრულებული პროექტები, კლიენტების სია ან/და სხვა;

რეკომენდატორების სია, მათთან მუშაობის გამოცდილების წლებისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით.

შერჩეული კომპანიებისგან მეორე ეტაპზე წარმოსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია:

ღონისძიებებისათვის შერჩეული კონკრეტული ლოკაციები - ე.წ. კატალოგი, შემდეგი დეტალების გათვალისწინებით:

  • ლოკაცია - ქალაქის რადიუსიდან 50-60 კმ დაშორებით;
  • საკონფერენციო სივრცის იჯარა - მიახლოებითი ღირებულებები 10 – 20 – 30 – 40 – 50 - .... კაციან ჯგუფებზე (ცალკეულ შემთხვევაში ხარჯი განისაზღვრება ფაქტიური ოდენობის შესაბამისად) 
  • ყავისა და ლანჩის შესვენების ფასი per person (კონკრეტული მენიუები თუ გვექნება წინასწარ შეთანხმებული, აღნიშნული გაამარტივებს პროცესს);
  • შერჩეულ ლოკაციებზე ტრანსპორტირების ხარჯი 10 – 20 – 30 – 40 – 50 - .... კაციან ჯგუფებზე (ცალკეულ შემთხვევაში ხარჯი განისაზღვრება ფაქტიური ოდენობის შესაბამისად) ;
  • ვახშმის ლოკაცია - რაც შეიძლება განხორციელდეს როგორ საკონფერენციოს ლოკაციაზე (იგივე სასტუმროში) ან შერჩეული ლოკაციის გზად მდებარე რესტორანში;
  • ალკოჰოლური/გამაგრილებელი სასმლის მენიუები (საჭიროების შემთხვევაში ბანკის მხრიდან განხორციელდება დაკვეთა, რომლის შესყიდვა და მოწოდებაც უნდა უზრუნველყოს შერჩეულმა კომპანიამ). 

1.6. შეფასების კრიტერიუმები

გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით: 

  • ღირებულება - დანართი 1; - 50%
  • მოქნილობა - კომპანიის უნარი, მოერგოს ბანკის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს ; - 25%
  • მომსახურების ხარისხი -  მომსახურების დონე და ხარისხი, პროაქტიურად უკუკავშირი მოთხოვნებზე, ღონისძიების დროს ადგილზე ყოფნა და ა.შ. – 25%

დავალების შესრულების შემდგომ, ბანკი იტოვებს უფლებას, გამარჯვებულის გამოვლენამდე, დაგეგმოს შეხვედრები მონაწილე შერჩეულ კომპანიებთან, გასაუბრებისა და შესაძლო დამატებითი დეტალების დაზუსტების მიზნით. 

*ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ბაზრის კვლევა თავისი შეხედულებისამებრ.

წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2026 წლის 3 ივნისი 2026 (11:00 საათი)

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 3 ივნისი, 11:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტალარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:
khitiuridze@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 79952000 ღონისძიებების ორგანიზება
  • 79997000 სამსახურებრივ მივლინებებთან დაკავშირებული მომსახურებები
შეკითხვები