ჩაბარების ვადა:

14 ივნისი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T30878 - ტენდერი microsoft-ის ლიცენზიების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ვიანი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 29 მაისი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 14 ივნისი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 29 მაისი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს „ვიანი“ აცხადებს Microsoft-ის ლიცენზიების შესყიდვის მიზნით  და იწვევს კომპანიებს მონაწილების მისაღებად. ლიცენზიები რაოდენობები გადანაწილებულია 7 ლეგალის ფარგლეში და ასათვისებელეია მოთხოვნის დინამიკის შესაბამისად.

ხელშეკრულებები გაკეთდება ცალ-ცალკე ლეგალებზე, ხოლო დეტალური განაწილება იხილეთ დანართ ნომერ #5-ში.

1.შერჩევა  ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2026 წლის 28 მაისის 18:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
  • ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
    - ტენდერის გამოცხადება: 28 მაისი  2026 წ.
    - სატენდერო წინადადებების მიღება: 14 ივნისი 2026 წ.
    - გამარჯვებული პრეტენდენტ(ებ)ის გამოვლენა: 25  ივნისი 2026 წ.
    - ხელშეკრულების გაფორმება: 3  ივლისი  2026 წ.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
  • ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება იმავე საკომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება. 
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან / შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება იმავე საკომომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.  

2. ტენდერით შესასყიდი მომსახურების აღწერილობა / სპეციფიკაციები

შესყიდვის ობიექტი: პროექტის ელექტრონული ვერსიის შექმნა 

3. შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ

  • კონტრაქტორის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და პრეტენდენტის მეირ წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის გათვალისწინებით.
  • მიუხედავად შემსყიდველის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებისა, პრეტენდენტი არ არის უფლებამოსილი ნებისმიერი მატერიალური დანახარჯის ან/და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე, რაც მას შეიძლება მიადგეს ტენდერში მონაწილეობით, წარსადგენი სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებით, ან/და იმ მოქმედების განსახორციელებლად, რომელიც აუცილებელია მისი მიერ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად

სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში. 

3. შემსყიდველის ვალდებულებები

შემსყიდველის ვალდებულებებია:

ხელშეკრულებითა და წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკაშვირებული სხვა დოკუმენტებით განსაზღრული პირობების/ვალდებულებების განუხრელი დაცვა და შესრულება;

 4. კონტრაქტორის ვალდებულებები 

ხელშეკრულებითა და წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკაშვირებული სხვა დოკუმენტებით განსაზღრული პირობების/ვალდებულებების განუხრელი დაცვა და შესრულება;

5. დოკუმენტაცია

პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის კონტრაქტორმა უნდა მოამზადოს შემდეგი დოკუმენტები:

იღება-ჩაბარება წარმოდგენილი უნდა იქნას დადასტურებული და ხელმოწერილი ორივე მხარის მიერ.

6. სატენდერო წინადადება

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:

  • პრეტენდენტი იურიდიული პირის განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი (მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერლილით)
  • ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ, შევსებული დანართ #2-ში მითითებული სახით;
  • კონფიდენციალურობაზე შეთანხმების პრეტენდენტის მხრიდან ხელმოწერილი ვერსია (შეთანხმება თან ერთვის დანართი #3-ს სახით);
  • პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდატივი - აფიდატივი მოცემულია დანართი #4-ს სახით;
  • დეტალური გადანაწილება მოცემულია დანართი #5-ის სახით.

გამარჯვებული პრეტენდენტი განიხილება პრიორიტეტად, რომ ჩვენს ქსელში განაახლოს ყველა არსებული  რიგის მართვის სისტემა, მოთხოვნის შესაბამისად. 

პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.

7. პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია

შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
  • პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
  • მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
    -  სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
    - არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
    - არ შეესაბამება სინამდვილეს;
    -  ყალბია.
  • არსებობს სხვა ობიექტური გარმოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.

8. კონფიდენციალურობა

პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

გთხოვთ , ფინანსურ მხარესთან ერთად მივუთითო შესრულების ვადა.  

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 14 ივნისი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: nonmedical_procurements@vian.health

საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი შარაშენიძე
591-055-997

ტენდერის კატეგორია:

  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 48920000 ოფისის ავტომატიზაციის პროგრამული პაკეტები
შეკითხვები