ჩაბარების ვადა:

12 ივნისი 2026, 15:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T30894 - ტენდერი ჟინვალის წყალსაცავის დალექვის ბათიმეტრიული კვლევის მომსახურეობის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 2 ივნისი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 12 ივნისი 2026 დრო 15:00
  • უფასო მონაწილეობა: კი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია. ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა 12 ივნისი, 15:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP, ს/ნ 203826002), აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ჟინვალის წყალსაცავის დალექვის ბათიმეტრიული კვლევის მომსახურეობის შესყიდვაზე. 

განსაკუთრებული მოთხოვნები:

შესრულებულ სამუშაოებზე რეპორტი უნდა იყოს როგორც ქართულენოვანი, ასევე ინგლისურენოვანიც.

1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა

ჟინვალის წყალსაცავის დალექვის ბათიმეტრიული კვლევის მომსახურეობის შესყიდვა ტენდერზე დართული დანართი N1 - „ტექნიკური დავალების“ შესაბამისად.

1.3 განფასება

ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N1-ში მითითებული პოზიციების მიხედვით.

1.4 სამუშაოს შესრულების ფორმა, ადგილი და ვადა

  • სამუშაოები უნდა განხორციელდეს დუშეთის რაიონში;
  • სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრება 60 კალენდარული დღე.

1.5 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ

პრეტენდენტს უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები:ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ)

1.6 ანგარიშსწორების პირობები

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.7 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • დანართი N1 - ტექნიკური დავალების გათვალისწინებით ფასის და შესრულების ვადის მითითებით ტენდერზე თანდართული ფორმით;
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.5 პუნქტის შესაბამისად;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი.
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ.

ყურადღება: პრეტენდენტის მიერ 1.7 პუნქტში მოცემული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, სატენდერო წინადადება არ განიხილება!

წინადადების მიწოდების საბოლოო ვადაა - 2026 წლის 12 ივნისი, 15:00 საათი

წინადადების წარმოდგენის ფორმა: ქართულ ენაზე, ელექტრონული ფორმით (თითო ეგზემპლარი)

შენიშვნა:
1) ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
2) პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
 

1.8 ხელშეკრულების და საშემსრულებლო დოკუმენტების გაფორმება

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება სატენდერო პირობების შესაბამისად.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამოდენიმე კომპანიასთან. 

1.9 სხვა მოთხოვნა

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • „შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოსტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

„შემსყიდველი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. „შემსყიდველი“არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

„შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „შემსყიდველი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  „შემსყიდველი“ მხრიდან.

პასუხისმგებელი პირი: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP), საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნებისთვის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, სათავო ოფისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. N10, თბილისი 0179, საქართველო; საკონტაქტო ელ-ფოსტა: pdpo@gwp.ge. მონაცემთა დამუშავების მიზანი: მესამე მხარის შესახებ ღია-წყაროებზე დაყრდნობით ანალიზის ჩატარება, რათა შეფასდეს მესამე მხარესთან პოტენციური ურთიერთობისას შესაბამისობის რისკები. ლეგიტიმაცია: პროფესიული ან/და კომერციული ურთიერთობა. მიმღებები: თქვენი მონაცემები არ გადაეცემა რომელიმე მესამე მხარეს, გარდა კანონიერი ვალდებულების ან უფლების შემთხვევისა. შენახვა: თქვენი მონაცემები ინახება კომპანიის შეფასებისთვის საჭირო დროის და სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ თქვენი პერსონალური მონაცემები დაიბლოკება კანონმდებლობით დაშვებული ვადით. როგორც კი ხსენებული ვადები ამოიწურება, არსებული ინფორმაცია განადგურდება. უფლებები: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მონაცემებზე წვდომის, მონაცემთა გასწორების, განახლების, წაშლის, დამუშავების შეზღუდვის ან აკრძალვის უფლებით, ასევე გააუქმოთ გაცემული თანხმობა წერილობითი მიმართვის მაიდენტიფიცირებელი გრიფით „მონაცემთა დაცვა“ გაგზავნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10, თბილისი 0179, საქართველო, ან ელექტრონული ფოსტის გაგზავნით შემდეგ მისამართზე: pdpo@gwp.ge, რომელშიც უნდა მიუთითოთ ის უფლება, რომელსაც ახორციელებთ და რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს თქვენ მიერ (ფიზიკურად ან ელექტრონულად). თუ ვერ ხერხდება თქვენი ვინაობის დადგენა, შეიძლება ჩვენი მხრიდან დამატებით მოთხოვნილ იქნას ინფორმაცია, მათ შორის, და არა მხოლოდ თქვენი პირადობის მოწმობის ასლი. პრეტეზნიის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ მიმართონ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (www.personaldata.ge).

ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ხაზგასმით აღნიშნავს საორიენტაციო ჯამური მოცულობა არის სავარაუდო და მისი მითითება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება განიმარტოს როგორც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ვალდებულება შეისყიდოს საქონელი/მომსახურება საორიენტაციო ჯამური მოცულობით. საორიენტაციო ჯამური მოცულობა არ წარმოადგენს ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში შესასყიდი საქონლის/მომსახურების ზუსტ მოცულობას, ფაქტობრივად შესყიდული საქონლის/მომსახურების მოცულობა შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს (იყოს მეტი ან ნაკლები) საორიენტაციო ჯამური მოცულობისგან, ასეთ შემთხვევაში: (ა) ტენდერში მონაწილე გარანტიას იძლევა, რომ იგი ამ საფუძვლით არ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას და აცხადებს უარს ამ საფუძვლით რაიმე სახის ზიანის/ზარალის ანაზღაურების მოთხოვნაზე, (ბ) ეს გარემოება არ შეიძლება გახდეს ტენდერში მონაწილე პირის მიერ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის ან სახელშეკრულებო პირობების ცვლილების მოთხოვნის საფუძველი. ტენდერში მონაწილეობით ტენდერში მონაწილე ეთანხმება ამ პირობებს და მათ მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია.

 ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 12 ივნისი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში 

შესყიდვების წარმომადგენელი:

საკონტაქტო პირი: ვანო წიკლაური
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: vtsiklauri@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1149); 57773 66 44

საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge  
ტელ.: +995 322 931111 (1303);

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
შეკითხვები
მიმწოდებელი 1

სატენდერო დოკუმენტაციის 1.5 პუნქტში მითითებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება პრეტენდენტის მიერ ბოლო 2 წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილების დადასტურებას, გთხოვთ მოგვაწოდოთ განმარტება შემდეგ საკითხზე: დასაშვებია თუ არა, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიამ (საქართველოში რეგისტრირებულმა იურიდიულმა პირმა) წარმოადგინოს წინადადება საერთაშორისო ტექნიკურ პარტნიორთან/ქვეკონტრაქტორთან ერთად, იმ პირობით, რომ აღნიშნული ტექნიკური პარტნიორი/ქვეკონტრაქტორი იქნება პასუხისმგებელი სპეციალიზებული ბათიმეტრიული კვლევითი სამუშაოების შესრულებაზე და წარმოადგენს შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტებს (ხელშეკრულებებს, შესრულების დამადასტურებელ აქტებს და რეკომენდაციებს)? ასეთ შემთხვევაში, ჩაითვლება თუ არა ოფიციალურად ჩართული ტექნიკური პარტნიორის/ქვეკონტრაქტორის გამოცდილება 1.5 პუნქტით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებად, თუ სატენდერო წინადადებას თან დაერთვება: • კომპანიებს შორის გაფორმებული თანამშრომლობის შეთანხმება ან ქვეკონტრაქტის ხელშეკრულება; • ტექნიკური პარტნიორის/ქვეკონტრაქტორის წერილობითი ვალდებულება პროექტში მონაწილეობის შესახებ; • ტექნიკური პარტნიორის შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები? ალტერნატიულად, გთხოვთ დაგვიდასტუროთ, შესაძლებელია თუ არა ტენდერში მონაწილეობა კონსორციუმის/ერთობლივი გაერთიანების ფორმით, სადაც ერთი კომპანია წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ საკონტრაქტო პარტნიორს, ხოლო მეორე კომპანია წარმოადგენს ტექნიკურ პარტნიორს, რომელიც უზრუნველყოფს საჭირო გამოცდილებას და შეასრულებს სპეციალიზებულ სამუშაოებს. წინასწარ გიხდით მადლობას განმარტებისთვის.

მიმწოდებელი 1

ტენდერ №30894 (GWP)-თან დაკავშირებით, გთხოვთ განიხილოთ სატენდერო წინადადების წარდგენის ვადის მოკლე პერიოდით გაგრძელების შესაძლებლობა — მიმდინარე კვირის ბოლომდე, 2026 წლის 12 ივნისამდე. მოთხოვნილი დოკუმენტაციის მოცულობისა და ჩვენი ტექნიკური და კომერციული წინადადების სათანადოდ მომზადებისა და საბოლოო დამუშავებისთვის საჭირო დროის გათვალისწინებით, რამდენიმე დამატებითი დღე მოგვცემს შესაძლებლობას მოვამზადოთ სრულყოფილი და ზუსტი წინადადება სატენდერო მოთხოვნების შესაბამისად.

მიმწოდებელი 1

ბატონო ვანო ციკლაურო, იმედი გვაქვს, რომ კარგად ბრძანდებით. გვსურს გთხოვოთ განმარტება ტენდერი №30894 (GWP)-ის წინადადებების წარდგენის ვადასთან დაკავშირებით. შევნიშნეთ, რომ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია ორი განსხვავებული თარიღი: ერთ ნაწილში წარდგენის ბოლო ვადად მითითებულია 8 ივლისი, ხოლო მეორე ნაწილში — 8 ივნისი. გთხოვთ დაგვიდასტუროთ, რომელი თარიღია სატენდერო დოკუმენტების წარდგენის საბოლოო ვადა. წინასწარ გმადლობთ დახმარებისთვის. ველოდებით თქვენს განმარტებას. პატივისცემით