ჩაბარების ვადა:

12 ივნისი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T30899 - ტენდერი სხვადასხვა პროდუქციის მომწოდებლების შერჩევაზე

  • გამომცხადებელი: ჰიგიენ ჰაბი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 12 ივნისი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია Hygiene Hub  (შპს ჰიგიენ ჰაბი) აცხადებს ტენდერს გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის მომწოდებლების შერჩევის მიზნით.

Hygiene Hub-ის მთავარი მიზანია მომხმარებლებს შესთავაზოს მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ჰიგიენური, საყოფაცხოვრებო და ყოველდღიური მოხმარების პროდუქცია ერთ სივრცეში, სწრაფი მიწოდებითა და გამორჩეული მომსახურებით.

კომპანია ორიენტირებულია:

  • მომხმარებელთა ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებაზე;
  • ხარისხიანი და სანდო ბრენდების ხელმისაწვდომობაზე;
  • კონკურენტული ფასების შეთავაზებაზე;
  • თანამედროვე ონლაინ სავაჭრო გამოცდილების შექმნაზე;
  • სწრაფ და საიმედო მიწოდებაზე საქართველოს მასშტაბით;
  • გრძელვადიანი და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე როგორც მომხმარებლებთან, ასევე პარტნიორ მომწოდებლებთან.

მისია :

„გავხადოთ ხარისხიანი ჰიგიენური და საყოფაცხოვრებო პროდუქცია ყველასთვის მარტივად ხელმისაწვდომი, კომფორტული ონლაინ შოპინგისა და სწრაფი მიწოდების საშუალებით.“

ხედვა :

„Hygiene Hub გახდეს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ინოვაციური ონლაინ პლატფორმა ჰიგიენური, საყოფაცხოვრებო და ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების სფეროში.“

მოწვეული არიან კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ შემდეგი კატეგორიების პროდუქციის მიწოდებას:

  • საყოფაცხოვრებო ქიმია
  • ავტომობილის მოვლის საშუალებები
  • ჰიგიენური საშუალებები
  • პირადი მოვლის პროდუქცია (ქალი/კაცი/ბავში)
  • სახლის აქსესუარები
  • ყავა/ჩაი (პრიორიტეტი მიენიჭება იმ კომპანიას , რომელიც აპარატების მიმართულებით წარადგენს წინადადებას)
  • საოფისე ავეჯი
  • სანათები
  • უალკოჰოლო სასმელები 
  • ერთჯერადი გამოყენების აქსესუარები (კანონთან შესაბამისობაში მყოფი) 
  • პროფესიული დასუფთავების საშუალებები
  • საბავშვო და საოჯახო მოხმარების პროდუქცია
  • ჯანსაღი კვებისა და ყოველდღიური მოხმარების პროდუქცია

მოთხოვნები:

  • ოფიციალური დისტრიბუტორი ან იმპორტიორი
  • სტაბილური მარაგები
  • კონკურენტული ფასები
  • საგარანტიო პირობები (საჭიროების შემთხვევაში)
  • პროდუქციის სერტიფიკატები
  • მიწოდების შესაძლებლობა საქართველოს მასშტაბით

წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომპანიის პროფილი
  • საიდენტიფიკაციო მონაცემები
  • პროდუქციის კატალოგი
  • საბითუმო ფასების სია
  • თანამშრომლობის პირობებ
  • გადახდის პირობები

შეფასების კრიტერიუმები:

  • ფასი: 40%
  • პროდუქციის ხარისხი: 25%
  • ასორტიმენტი: 15%
  • მიწოდების პირობები: 10%
  • გადახდის პირობები: 10%

წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 12/06/2026

მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა გამოაგზავნონ მათი წინადადება მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე
procurement@hhshop.ge

საკონტაქტო ინფორმაცია:
info@hhshop.ge
596 926 699 

hhshop.ge  (მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები)

ტენდერის კატეგორია:

  • 15300000 ხილი, ბოსტნეული და მონათესავე პროდუქტები
  • 15800000 სხვადასხვა საკვები პროდუქტი
  • 15900000 სასმელები, თამბაქო და მონათესავე პროდუქტები
  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 31500000 გასანათებელი მოწყობილობები და ელექტრონათურები
  • 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები
  • 39100000 ავეჯი
  • 39200000 ავეჯის აქსესუარები
შეკითხვები