ჩაბარების ვადა:

15 ნოემბერი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3091 - ტენდერი გარეთ დასადგმელი ნარჩენების სეპარირების კონტეინერების შესაფუთი კონსტრუქციისა და გარე საინფორმაციო ბანერის დამზადება, ტრანსპორტირებასა და მონტაჟზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა: 

პროგრამა ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში ფაზა II აცხადებს ტენდერს გარეთ დასადგმელი ნარჩენების სეპარირების კონტეინერების შესაფუთი კონსტრუქციისა და გარე საინფორმაციო ბანერის დამზადება-ტრანსპორტირება-მონტაჟზე.

პროგრამის შესახებ:
„ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში, ფაზა II“ (WMTR II), USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამაა, რომელსაც CENN ახორციელებს 2017 წლის მარტიდან. პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვის სექტორის მოდერნიზებაში და მხარს უჭერს მდგრად განვითარებასა და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, უზრუნველყოფს ნარჩენების ისეთ მართვას, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ნარჩენების მიერ ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ რესურსებზე მიყენებულ ზიანს.

WMTR II მუშაობს კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში, აჭარის ა.რ.–სა და ქალაქ თბილისში. პროგრამა ხელს უწყობს ინოვაციური მიდგომების დანერგვას, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას და ძლიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას რათა მიაღწიოს, შეინარჩუნოს და გააფართოოს დასახული ამოცანები და გადაჭრას მდგრადი განვითარების გამოწვევები.

 WMTR II მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას:

  • ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის განხორციელება
  • ნარჩენების გადამამუშავებელი კერძო სექტორის გაძლიერება
  • გარემოს დაბინძურებისათვის ჯარიმების სისტემისა და ნარჩენების მართვის სატარიფო პოლიტიკის გაუმჯობესება
  • საზოაგდოების ცნობიერების ამაღლება.

ტენდერის მიზანი:

ტენდერის მიზანია ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურების ფასებისა და ვადების დასადგენად შემოთავაზებების მოძიება, რომელთა შეფასების საფუძველზე გამარჯვებულ კომპანიასთან დაიდება 1 წლიანი ხელშეკრულება:

გარეთ დასადგმელი ნარჩენების სეპარირების კონტეინერების შესაფუთი კონსტრუქციის დამზადება, ტრანსპორტირება და მონტაჟი (ტექნიკური ნახაზი იხილეთ თანდართულ ფაილში).

ტექნიკური მოთხოვნა: დასამზადებელია მზიდი ჩარჩო-კონსტრუქცია 40*40*2მმ ზომის მილკვადრატით, 4 განყოფილებითა და 4 კარებით. გვერდების/თავსახურის/კარების ჩარჩოები უნდა დამზადდეს 20*20*2მმ მილკვადრატით, რომელიც იფუთება 4მმ ვერცხლისფერი ალუმინის კომპოზიციური პანელით, ორმაგი კეცვით (დამაგრებისთვის აუცილებელი ტექნიკური მოწყობის დასაფარად). მზიდი კონსტრუქციის ტიხრები უნდა მოეწყოს ზღუდი საფეხურის გარეშე, რათა ურნების გადაადგილება დაუბრკოლებლად იყოს შესაძლებელი. ჩარჩო-კონსტრუქცია აღჭურვილი უნდა იყოს 7 ცალი ზომაში რეგულირებადი საყრდენი ფეხით, 0-დან 8 სმ-მდე დიაპაზონით: 2 ზურგის, 2 გვერდის და 3 ტიხრის, ნულოვანი ზედაპირის შემთხვევაში 2,5 სმ-იანი ჭრილით. კარების რეგულირებადი მექანიზმები (პეტლები) უკეთესი პოზიციონირებისათვის უნდა იყოს x-y მიმართულებით. შესაძლებელი უნდა იყოს გახსნა-დახურვა ერთი გასაღებით (კომპლექტში 3). კარები დაფარული უნდა იყოს ლამინირებული სტიკერით სრულად (დიზაინი იქნება შემსყიდველის მიერ მოწოდებული) და უნდა გააჩნდეს ჭრილი ნარჩენების კონტეინერებში მოსათავსებლად, რომლის ირგვლივაც უნდა იყოს შემოკრული 2-3 სმ ვერცხლისფერი ჩარჩო. კონსტრუქცია უნდა შეიღებოს თითო-თითო ფენა გრუნტითა და ვერცხლისფერი ნიტრო საღებავით.

  • ზომები: სიგრძე: 3 მეტრი, სიმაღლე: 2 მეტრი, სიღრმე: 0,8 მეტრი.
  • რაოდენობა: 1 ცალი

გარე საინფორმაციო ბანერის დამზადება, ტრანსპორტირება და მონტაჟი.

ტექნიკური მოთხოვნა: ორმხრივი ალუმინის კომპოზიციური პანელი 4მმ, არანაკლებ 29 მიკრონი. ლამინირებული სტიკერი, გლუვი ლამინაციით. მილკვადრატის ჩარჩო–კონსტრუქცია შუაში ტიხრით 40x20x2-ზე. კონსტრუქციას უნდა ქონდეს 2 ცალი 3 მეტრიანი სამაგრი ბოძი, 40x60x2. ბოძები და კონსტრუქცია შეღებილი უნდა იყოს 1 ფენა გრუნტითა და 2 ფენა საღებავით. მონტაჟი უნდა განხორციელდეს 50–70 სმ სიღრმეზე 250-300მ მარკა ცემენტით. ბანერის დამონტაჟებისას ამოსაჭრელი იქნება ასფალტის საფარი.

  • ბანერის ზომა: 120X70 სმ
  • რაოდენობა: 1 ცალი

აუცილებელი მოთხოვნა: ყველა კონსტრუქცია უნდა იყოს მდგრადი გარემო პირობებისა (წვიმა, ტემპერატურული ცვილება) და შეძლებისდაგვარად, მექანიკურო დაზიანების მიმართ.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიულ პირებს.

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემოთავაზებები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: misha.murvanidze@cenn.org  ერთ ფაილად (pdf ფორმატში) ა.წ. 15 ნოემბრის ჩათვლით:

შემოთავაზება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • კომპანიის სახელწოდება, მისამართი, საკონტაქტო პირი და ტელეფონი;
  • მსგავსი განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი და ვიზუალური მასალა;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • ბანერისა და / ან შესაფუთის დამზადებისათვის საჭირო დრო;
  • მომსახურების საფასური. (გთხოვთ, მომსახურების საფასურში ცალ-ცალკე გაგვიწეროთ დამზადების, მონტაჟისა და ტრანსპორტირების ფასები. ტრანსპორტირების ფასები მიგვითითეთ ჩვენი სამიზნე რეგიონებისათვის: თბილისი, კახეთი, შიდა ქართლი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. ომსახურების საფასური წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე.)

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში, შემოთავაზების განიხილვა არ მოხდება.

სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება.
  • მომსახურების საფასური;
  • მომსახურებისათვის საჭირო დრო;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ ორგანიზაციასთან.

ტენდერის კატეგორია:

  • 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები