ჩაბარების ვადა:

17 ივნისი 2026, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T31026 - ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: იმედი ელ
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 11 ივნისი 2026 დრო 18:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 17 ივნისი 2026 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სს იმედი ელ აცხადებს ტენდერსკომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე.    

შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან გაფორმდება ერთჯერადი მომსახურების ხელშეკრულება, ტენდერი ჩატარდება ერთ ლოტად.

შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები:

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებს (ფიზიკური პირები და ინდ/მეწარმეები არ განიხილება). 

შერჩევის პროცესის მიმდინარეობა: შერჩევის პროცესის ჩატარდება შემდეგი სქემით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2026 წლის 17 ივნისისა.
  • საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება მომსახურების ხელშეკრულება.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:

  • ტენდერის გამოცხადება  - 11 ივნისი 2026 წელი
  • სატენდერო წინადადებების მიღება  - 17 ივნისი 2026 წელი
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა  - 18 ივნისი

კომპანია იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის  ნებისმიერ ეტაპზე, შეაჩეროს ტენდერი,  გააგრძელოსშერჩევის პროცესში მითითებული ვადები, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალიტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე. 

ტენდერის შეჩერების/ შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტომისამართებზე.

ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა, ასევე პირობების შეცვლა/გაფართოება არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათშორის ფინანასური პასუხისმგებლობის დაკისრებას კომპანიისთვის. 

სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ელ“-ი იტოვებს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე გააფართოვოს ანშეცვალოს მისი მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც წინასწარ წერილობითეცნობებათ შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/ს. 

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერის პირობებითგათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ მიიღოსშემოთავაზება.

გადაწყვეტილებას გამარჯვებულად გამოვლენის თაობაზე იღებს კომპანია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილიფასის/ კომპანიის გამოცდილების, რეპუტაციის/ წარმოდგენილი საქონლის ან და მომსახურების ხარისხის/ ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის შეჯამების საფუძველზე რომელსაც კომპანია მიიჩნევს საჭიროდ. 

კომპანია იტოვებს უფლებას გამარჯვებულად გამოვლენიდან ხელშეკრულების ხელმოწერამდე შეწყვიტოსტენდერი, რაც არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანასური პასუხისმგებლობის დაკისრებასკომპანიისთვის. 

წესები და კითხვები:

  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტ/ებ/ის  მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს 2 თვის განმავლობაში.  პრეტენდენტი პასუხისმგებელია შერჩევის პროცესის დასრულებამდე შეინარჩუნოს მათ მიერ მოწოდებული შემოთავაზების კონფიდენციალურობა.
  • გთხოვთ სრულად წარმოადგინოთ მოთხოვნილი სატენდერო დოკუმენტაცია 
  • გთხოვთ შემოთავაზებაში სრულად შეავსოთ ყველა დანართი და გადმოგვიგზავნოთ როგორც PDF ასევე Excel-ის ფორმატშიც. 

შემოთავაზება:

შერჩევა ტარდება დანართი 1 -ით განსაზღვრული მოთხოვნების და სპეციფიკაციების შესაბამისად. 

პრეტენდენტ/ებ/ი შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  •  შემოთავაზებული პროდუქციის ფასი - 40 ქულა; 
  • შემოთავაზებული პროდუქციის/ წარმოდგენილი ტექნიკური სპეციფიკაცია - 40 ქულა; 
  • შემოთავაზბული პროდუქციის საგარანტიო პერიოდი და პირობები -10 ქულა; 
  • კომპანიის გამოცდილება/პროფაილი - 10 ქულა. 

ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; 
  • ცნობა საგადასახადო ორგანოებიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს, დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით

 სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ელ“-ი უფლებამოსილია საკვალიფიკაციო დოკუმენტაციაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოახდინონ შერჩეული პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში; 
  • საგადასახადო ორგანოების მიერ პრეტენდენტის ქონებზე დადებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
  • რეგისტრირებულია ყადაღა პრეტენდენტის ქონებაზე;
  •  დაწყებულია პრეტენდენტის რეორგანიზაცია,  ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.   

 კონფიდენციალობა:

 შერჩევის პროცესის მსვლელობის დროს პრეტენდენტ/ებ/ს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. პრეტენდენტი პასუხისმგებელია სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ელ“-ის  მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე მისი დასრულების შემდეგ მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

დანართი: 

დანართში წარმოდგენილია სატენდერო პაკეტის შემდეგი სახის დოკუმენტაცია: დანართი #1

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 17 ივნისი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:
n.tsiklauri@imedil.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
შეკითხვები