ჩაბარების ვადა:

26 ივნისი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T31084 - ბაზრისა და ფასთა კვლევა უწყვეტი კვების წყაროს (UPS) შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ბაზისბანკი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 26 ივნისი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

ბაზისბანკის განზრახულებანი: ინტერესთა გამოხატვის შესახებ მოწვევის გამოცხადებით, ბანკი ახორციელებს ბაზრისა და ფასთა მოკვლევას, რათა შეისწავლოს ბაზარზე არსებული პროდუქცია და ფასები შემდეგ პროდუქტზე:

 უწყვეტი კვების წყარო (UPS)

ინტერესთა გამოხატვაზე წარმოდგენილი დოკუმენტები უნდა იძლეოდეს ნათელ წარმოდგენას კანდიდატი კომპანიის გამოცდილებასა და კომპეტენციებზე.

ტერმინთა განმარტებები:

კანდიდატი - საქართველოს რეზიდენტი თუ არარეზიდენტი დაინტერესებული პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება და კვალიფიკაცია საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინფორმაციულ უსაფრთხოების სფეროში საქმიანობისდა გამოთქვამს სურვილს წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის პირობების შესაბამისად წარადგინოს წინადადება;

წარმოსადგენი წინადადების მახასიათებლები:

კანდიდატები ვალდებულნი არიან ინტერესთა გამოხატვასთან ერთად წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია დადოკუმენტები:

  • კომპანიის მოკლე რეზიუმე;
  • გამოცდილების აღწერა, რომელიც დაადასტურებს კანდიდატის ან კანდიდატის პარტნიორი კომპანიის/ქვეკონტრაქტორის შესაძლებლობას მოგვაწოდოს წარმოდგენილი წინადადებით შემოთავაზებული პროდუქტი. იმშემთხვევაში, თუკი კანდიდატის გამოცდილება ეყრდნობა ქვეკონტრაქტორების გამოცდილებას, დამატებითსაჭიროა წარმოდგენილ იქნეს პროექტში მონაწილეობის მიღების მზადყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტებითითოეული ქვეკონტრაქტორისათვის;
  • გამოცდილების აღწერის განაცხადს თან უნდა ახლდეს შესაბამისი დოკუმენტები, რეკომენდაციები, რეფერენსებიდა/ან სხვა მტკიცებულებები;
  • ოფიციალური პარტნიორობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

ინტერესთა გამოხატვის შესახებ განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. ბანკმა შესაძლოა მოიწვიოსკანდიდატები პრეზენტაციის გაკეთების მიზნით.

კანდიდატების შერჩევა:

კანდიდატთამოკლე სიას“ (shortlist), ინტერესთა გამოხატვის თაობაზე განაცხადების წარდგენის შემდგომ, განსაზღვრავსბანკში შექმნილი კომისია.

მოკლე სიაშიშევლენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც კომისიის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილებენინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობებს, მათ შორის მოკლე სიაში მოხვედრის კრიტერიუმებს.

 „მოკლე სიაში“ შესულ კანდიდატებს გადაეცემათ დაზუსტებული მოთხოვნა მოსაწოდებელი პროდუქტების შესახებ.

მოკლე სიისშედგენის ვადა განისაზღვრება კომისიის მიერ.

კანდიდატებისმოკლე სიისშესარჩევი კრიტერიუმები განსაზღვრება კომისიის მიერ. კანდიდატების შერჩევისკრიტერიუმები შეიძლება შეიცვალოს ან შესწორდეს ნებისმიერ დროს განაცხადების მიღებისათვის განსაზღვრულსაბოლოო ვადამდე. ინფორმაცია ასეთი ცვლილებების ან შესწორებების შესახებ გამოქვეყნდება ბანკის ოფიციალურ  ვებ გვერდზე.

საჯაროობა:

ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევასთან დაკავშირებულ შემოთავაზებებზე საჯარო განცხადებების ანგამოსვლების გაკეთება დაიშვება მხოლოდ ბანკის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში.

ვალდებულებისგან თავისუფლება:

ამ მოწვევით, სს ბაზისბანკი არ იღებს ვალდებულებას შეარჩიოს რომელიმე კანდიდატი, ან აუნაზღაუროს რაიმე ხარჯინებისმიერ კანდიდატს. დოკუმენტების წარდგენა კანდიდატს არ ანიჭებს ბანკის მიმართ რაიმე მოთხოვნის წარდგენისუფლებამოსილებას იმის გამო, რომ ასეთი კომპანია გამოეხმაურა მოთხოვნას წინადადებების წარდგენის თაობაზე.

ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის საპასუხოდ გაწეული ყველა ხარჯი და ნებისმიერი შემდგომი ინფორმაციისმოთხოვნა იქნება კანდიდატის ხარჯების ნაწილი.

ზეგავლენის მცდელობა:

კანდიდატის ან მისი წარმომადგენლის მიერ განხორციელებული ნებისმიერი მცდელობა მოახდინოს გავლენაინტერესთა გამოხატვის პროცესზე, შეიძლება დასრულდეს კანდიდატის დისკვალიფიკაციით.

სამსახურის უფლებამოსილებანი ინტერესთა გამოხატვასთან დაკავშირებით კომისია ინტერესთა გამოხატვასთანდაკავშირებით უფლებამოსილია:

  • უარი თქვას ან შეცვალოს ინტერესთა გამოხატვაზე მოწვევის პირობები (მათ შორის, „მოკლე სიისშესარჩევიკრიტერიუმები) წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებით;
  • კანდიდატის მიერ წარდგენილ განაცხადთან დაკავშირებით მოითხოვოს დაზუსტება ან დამატებითიდოკუმენტაცია;
  • დისკვალიფიკაცია მისცეს ნებისმიერ იმ კანდიდატს, რომლის განაცხადი ინტერესთა გამოხატვაზე არ შეესაბამებაამ მოწვევით განსაზღვრულ ინსტრუქციებს;
  • დისკვალიფიკაცია მისცეს ნებისმიერ იმ კანდიდატს, რომელიც ინტერესთა გამოხატვაზე განაცხადშიდაამახინჯებს არსებულ ფაქტებს;
  • უკან გამოიწვიოს ეს მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე, ან ხელმეორედ მოიწვიოს კანდიდატები იმავე ან სხვასაფუძვლით, ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნების გზით;
  • არ მოაწეროს ხელი ხელშეკრულებას ამ პროცესის შედეგად ან განაგრძოს კანდიდატების შერჩევა, ან გაუგზავნოსმოკლე სიაშიმოხვედრილ კანდიდატებს მოთხოვნა წინადადებების წარდგენის თაობაზე; და/ან შეიტანოსნებისმიერი ცვლილება ინტერესთა გამოხატვის და შეფასების ვადებში, ან ამ მოწვევის სტრუქტურაში, ანშინაარსში და განათავსოს აღნიშნული სამსახურის ოფიციალურ ვებ გვერდზე.

გამოყენებადი სამართალი:

ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადი და დოკუმენტების წარდგენა რეგულირდება საქართველოსკანონმდებლობით.

დეტალიზაიცა:

რაოდენობა: 12 ცალი

პარამეტრები: შემავალი 220v 3 ფაზა, გამომავალი 220v 3 ფაზა.

სიმძლავრე: 15-20 KVA

ავტონომიური მუშაობა: 70% დატვირთვაზე მინიმუმ 10-15 წუთი

აკუმულატორის ტიპი: ტყვია/მჟავიანი

გაბარიტები: არაუმეტეს 60-70 სმ სიგანეში.

მართვა: rj45 ტიპის ქსელური პლატა

ფორმა: Tower ტიპის

ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წინადადებების წარდგენა

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 26 ივნისი 18:00 თბილისის დროით.

ინტერესთა
გამოხატვის შესახებ განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით შემდეგ მეილზე: tenders@basisbank.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 31154000 უწყვეტი ელექტრომომარაგების წყაროები

დოკუმენტაცია

შეკითხვები