ჩაბარების ვადა:

6 ივლისი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T31119 - ფასთა გამოკითხვა კასპის ცემენტის ქარხანაში სარკინიზო მაგისტრალის რეაბილიტაციის თაობაზე

  • გამომცხადებელი: ქართული ცემენტი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 6 ივლისი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

ფასთა გამოკითხვა კასპის ცემენტის ქარხანაში სარკინიზო მაგისტრალის რეაბილიტაციის თაობაზე.

ფასთა გამოკითხვის საგანს წარმოადგენს ზემოთ აღნიშნული ქარხნის ტერიტორიაზე არსებული სარკინიგზო მაგისტრალის 400 მეტრიანი მონაკვეთისა და სამი საისრე გადამყვანის მოდერნიზაცია/რეაბილიტაციას.

,,ჰანიველ ცემენტი’’ წამყვანი ბრენდია საქართველოს ცემენტის ბაზარზე. ის ამარაგებს თითქმის ყველა მსხვილ სამშენებლო პროექტს ცემენტით და ბეტონით, მეტიც, კომპანია წარმოადგენს კლინკერის ერთადერთ მწარმოებელს ქვეყანაში. კომპანიას ქვეყნის მასშტაბით 1200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპსა და რუსთავში, ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში, ასევე, ბეტონის საწარმოებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. 

მეტი ინფორმაცია ჰანიველცემენტის ჯგუფის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ მისამართზე/ლინკზე: http://www.hunnewellcement.ge

მოხარული ვართ გაცნობოთ რომ თქვენი კომპანია შერჩეულია როგორც პოტენციური შემსრულებელი ამ სამუშაოების და გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ფასთა გამოკითხვაში. 

სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა მოიცავდეს მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს: 

  • 400 მეტრიანი მონაკვეთის სრულად გადასვლას ახალ ბეტონის განძელებზე;
  • არსებული ორი საისრე გადამყვანის რეაბილიტაციას, ახალ ბეტონის განძელებსა და მექანიზმებზე გადასვლას;
  • არსებული ერთი საისრე გადამყვანის რეაბილიტაციას, ახალი ხის განძელებითა და არსებული სამი საისრის დაშლის შედეგად ამოღებული ვარგისი ჯავრედინისა და დამხამრე მასალის გამოყენებით;
  • ახალი რ-65 ტიპის რელსის მოწოდებასა და მონტაჟს;
  • შემოთავაზებული წინადადება უნდა მოიცავდეს ყველა და ნებისმიერ დამხმარე მასალას გარდა შემდეგ პუნქტში მოყვანილი კონკრეტული მასალისა. 

სარეაბილიტაციო სამუშაოები არ მოიცავს:

  • რკინაბეტონის განძელებისა და ხის საისრე ბრუსების მოწოდებას.
  • რკინა ბეტონის საისრე კომპლექტების მოწოდებას. (კომპლექტში იგულისხმება ბრუსები და საისრე მექნაიზმები)

ლოკაცია: 41°55'16.6"N 44°24'54.7"E - Google Maps

ასევე გასათვალისწინებელია:

  • მშენებლობა უნდა შესრულდეს ქვეყანაში მოქმედი სტანდარტებისა და ნორმების და დამკვეთის შიდა სტანდარტებისა და კრიტერიუმების დოკუმენტის მიხედვით.
  • შემსრულებელი ვალდებულია ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება შეათანხმოს დამკვეთან და მიიღოს მისგან წერილობითი დასტური.
  • შემსრულებელი ასევე ვალდებულია შეათანხმოს დამკვეთან ყველა სახის მასალა და ინვენტარი, მშენებლობის ყველა ეტაპზე აწარმოოს ფარული სამუშაოების აქტები, ეტაპების მიღების ოქმები და ყველა სხვა ადგილობრივი კანემდებლობით მოთხოვნილი დოკუმენტი, სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით.
  • შემსრულებელი ვალდებულია აწარმოოს ყოველდღიური სამუშაოების უწყისი და მოთხოვნის თანავე მიაწოდოს დამკვეთს ყველა მასალის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • შემსრულებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით შეასრულოს მასალებისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის შემოწმება და შესაბამისი დოკუმენტები წარუდგინოს დამკვეთს. 

აუცილებელია შემსრულებლის ადგილზე ვიზიტი წინადადების მოცემამდე.

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს:

  • კომპანიის მიერ ბოლო 2 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალს;
  • დეტალურ კომერციულ წინადადებას; განფასება უნდა იყოს მოცემული თან დართული მოცულობათა უწყისის (BOQ-ს) მიხედვით. (საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ სატენდერო წინადადებას თან დაურთოთ დამატებით თქვენი მხრიდან უფრო დეტალური მოცულობითი უწყისი)
  • სამუშაოების შესრულების დეტალურ გეგმაგრაფიკს;

გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები:

სამუშაოების შესრულების ადგილი: კასპის ცემენტის ქარხანა
სამუშაოების შესრულების ვადა: გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენთვის მისაღები უმოკლესი ვადა.
გადახდის პირობები: ეტაპობრივად, შუალედური მიღება ჩაბარების აქტების საფუძველზე.
ტექნიკური მოთხოვნები: თანდართული დოკუმენტებისა და ადგილობრივი ტექნიკური მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად. 
უსაფრთხოების მოთხოვნები (საჭიროებისამებრ):
- რისკების შეფასების ფაილი
- სამუშაო მეთოდოლოგია;
- შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერთიფიკატი;
- ინფორმაცია ჩატარებული სწავლებების შესახებ;
- უბედურ შემთხვევაზე დაზღვევა;

ტენდერის ჩატარების რეგლამენტი: 

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტედენტი კომპანია უნდა დარეგისტრირდეს ჰანუველცემეტნის სატენდერო პლათფორმაზე, (https://quantum.gep.com/)

ამისთვის კი აუცილებლად უნდა დაუკავშირდეთ ჰანუველცემენტის წარმომადგენელს, როგორც მეილის, ასევე ტელეფონის საშუალებით : Mail: Shalva.Beridze@cement.ge; Mob: (591) 53 83 83 და მოგეწოდებათ შესაბამისი სარეგისტრაციო ბმული.

ტენდერის დასრულების თარიღი: 07.06.2026 – 18:00 საათი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

შალვა ბერიძე
+995 591 538 383
shalva.beridze@cement.ge

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ დაუკავშირდეთ:

+995 591 080655
alexander.khetaguri@cement.ge

ირაკლი სადუნიშვილი
+995 577 509705
irakli.sadunishvili@cement.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 45234116 რკინიგზის დეპოს მშენებლობა
შეკითხვები