17 ნოემბერი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3112 - ტენდერი ხის მაგიდების და სკამების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი -აცხადებს ტენდერს:
- ნომრით #-EF-GE/351
- დანიშნულება : ნატახტრის ხის მაგიდების და სკამების შესყიდვა
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- დიზაინი.
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- პროდუქტის ხელმოწერილი სპეციფიკაცია.
ტენდერის პირობები:
- ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
- მოთხოვნილი საქონელი მოწოდებული უნდა იქნას 2018 წლის თებერვლის ბოლომდე;
- გადახდის პირობები: 125 დღე საქონლის მიღებიდან;
- ნატახტრის კომპლექტის ზომები: 1200х800х75; ლოგო უნდა იყოს ამომწვარი;
- იმ შემთხვევაში თუ არ შეგიძლიათ ზუსტად იგივე მოდელის დამზადება, შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ ალტერნატივები.
- რაოდენობა: მაგიდა - 1500 ცალი; სკამი - 6000 ცალი.
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
- წარწერა: "კონფიდენციალურია";
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
შემოთავაზების მიღება იწყება 07,11,2017 16:00
შემოთავაზების მიღება 17,11,2017 16:00
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნათია ვაშაძე
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ.: (+99532) 180797
ელფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com
ტენდერის კატეგორია:
- 39100000 ავეჯი