ჩაბარების ვადა:

7 აგვისტო 2026, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T31120 - ტენდერი ჯანმრთელობის დაზღვევის ერთწლიან მომსახურებაზე

  • გამომცხადებელი: სილქნეტი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 7 აგვისტო 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

სს. „სილქნეტი“  აცხადებს ტენდერს ჯანმრთელობის დაზღვევის ერთწლიან მომსახურებაზე.

ხელშეკრულების ვადა: 12 თვე.

დაზღვეულთა სავარაუდო რაოდენობა: 5000+ თანამშრომელი. ( დანართი 1)

დამკვეთი იტოვებს უფლებას ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეცვალოს დაზღვეულთა რაოდენობა თანამშრომლების მიღებისა და გათავისუფლების შესაბამისად.

2. ტენდერის მიზანი

დამკვეთის მიზანია შეარჩიოს ფინანსურად მდგრადი და გამოცდილების მქონე სადაზღვევო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს:

  • მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას;
  • ფართო კლინიკურ ქსელს სრული რეგიონალური დაფარვით;
  • სწრაფ ადმინისტრირებას;
  • ციფრულ მომსახურებას;
  • თანამშრომლებისთვის მაქსიმალურად კომფორტულ სერვისს.

3. მომსახურების მოცულობა - დეტალურად დანართი 1

სადაზღვევო პროგრამა მინიმუმ უნდა მოიცავდეს:

ამბულატორია

  • ოჯახის ექიმი 24/7 
  • სპეციალისტების კონსულტაციები
  • ლაბორატორიული კვლევები
  • ინსტრუმენტული კვლევები
  • MRI
  • CT
  • ენდოსკოპია
  • ფიზიოთერაპია

სასწრაფო გადაუდებელი მომსახურება

  • სასწრაფო დახმარების მომსახურება 24/7
  • ოჯახის ექიმის ხელმისაწვდომობა 24/7 (ონლაინ მომსახურება მიმართვის და დანიშნულების მისაღებად
  • პირადი ექიმის/ექთნის მომსახურება

სტაციონარი

  • გეგმიური ჰოსპიტალიზაცია
  • გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია
  • ქირურგიული ოპერაციები
  • რეანიმაცია
  • ინტენსიური თერაპია

მედიკამენტები

  • ექიმის დანიშნულებით
  • მედიკამენტები-დანიშნულების გარეშე
  • მედიკამენტები მიმართვის გარეშე
  • გადაუდებელი შემთხვევის დროს დანიშნულების ხელმისაწვდომობა 24/7

სტომატოლოგია

  • კონსულტაცია
  • გადაუდებელი სტომატოლოგია
  • რენტგენოლოგიური კვლევა
  • კარიესის მკურნალობა
  • ჰიგიენა

ორსულობა

  • ორსულობის მართვა
  • მშობიარობა

ონკოლოგია

  • დიაგნოსტიკა
  • მკურნალობა
  • ქიმიოთერაპია
  • სხივური თერაპია

4. მომსახურების ადმინისტრირება

მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:

  • 24/7 Call Center;
  • მობილური აპლიკაცია;
  • ონლაინ ავტორიზაცია;
  • ელექტრონული სადაზღვევო ბარათი;
  • პერსონალური კორპორატიული მენეჯერი;
  • ადგილზე მომსახურება მოთხოვნის შემთხვევაში.

5. კლინიკური ქსელი

მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს:

  • პარტნიორი კლინიკების სრული ჩამონათვალი;
  • სრული რეგიონული დაფარვა;
  • აფთიაქების ქსელი;
  • დიაგნოსტიკური ცენტრები.

6. ანგარიშგება

ყოველთვიურად:

  • დაზღვეულთა რაოდენობა;
  • გამოყენებული მომსახურება;
  • პრემიები;
  • ზარალიანობა.

ყოველკვარტალურად:

  • სტატისტიკური ანალიზი;
  • მომსახურების ხარისხის ანგარიში;
  • რეკომენდაციები.

7. SLA

მომსახურება & მაქსიმალური ვადა

  • წინასწარი ავტორიზაცია: 30 წუთი
  • გადაუდებელი შემთხვევა:  დაუყოვნებლივ
  • საჩივარზე პასუხი: 2 სამუშაო დღე
  • ანაზღაურება:  500 ლარამდე არაუვიანეს შემდეგი სამუშაო დღისა, 500 ლარზე ზემოთ არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

8. წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • კომპანიის ისტორია;
  • ფინანსური ინფორმაცია;
  • ლიცენზია;
  • გამოცდილება;
  • მინიმუმ 5 მსხვილი კორპორატიული კლიენტი და რეკომენდაციები;
  • მომსახურე კლინიკების სია;
  • აპლიკაციის აღწერა;
  • SLA.

9. კომერციული წინადადება

ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • ერთ თანამშრომელზე თვეში;
  • დამატებითი პაკეტების ღირებულება;
  • დამატებით კრიტიკული დაავადებების სადაზღვევო პაკეტები.
ტენდერის # 2026/16
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება 2026  წლის 7 აგვისტოს ჩათვლით
განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში 10 საათიდან 18 საათამდე

რეკვიზიტები:

ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი:  ქეთევან ძირკვაძე
ტელეფონი: +995 591 700 999

E-mail:
tenders@silknet.com

KDzirkvadze@silknet.com

მისამართი: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო # 7

ტენდერის კატეგორია:

  • 66512200 ჯანმრთელობის დაზღვევა
შეკითხვები
მიმწოდებელი 1

გამარჯობა, წინასწარი ავტორიზაციის ველი რას გულისხმობს, რომ დამიზუსტოთ. აპლიკაციაში ავტორიზაციის გავლის პერიოდს?