3 ივლისი 2026, 16:00
სტატუსი:
მიმდინარეT31126 - ტენდერი ყავის მარცვლების შესყიდვა / მოწოდებასა და აპარატების იჯარაზე (მომსახურებით)
- გამომცხადებელი: პროკრედიტ ბანკი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 3 ივლისი 2026 დრო 16:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „პროკრედიტ ბანკი“ აცხადებს ტენდერს: ყავის მარცვლების შესყიდვა / მოწოდებაზე და აპარატების იჯარაზე (მომსახურებით).
ტენდერის მოკლე აღწერილობა:
ტენდერის ფარგლებში მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:
- მაღალი ხარისხის ყავის მარცვლების რეგულარული მიწოდება
- რამდენიმე ობიექტზე ავტომატიზირებული ყავის აპარატების დროებით სარგებლობაში გადაცემა (იჯარა)
- საჭიროების შემთხვევაში დროებით სარგებლობაში გადაცემული აპარატების სრული ტექნიკური მომსახურება / რეგულარული წმენდა
მიწოდების ლოკაციები
მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ყავის მიწოდება შემდეგ მისამართებზე:
თბილისი
- ალ. ყაზბეგის გამზირი 21 — (აუცილებელია 4 ერთეული მაღალი ხარისხის აპარატის დროებით სარგებლობაში გადაცემა)
- აკაკი წერეთლის გამზირი 89
- ლეხ კაჩინსკის ქ. N1
რეგიონები
- ქუთაისი — წერეთლის ქ. 3ბ - აუცილებელია 1 ერთეული მაღალი ხარისხის აპარატის დროებით სარგებლობაში გადაცემა
- თელავი — ქეთევან წამებულის გამზირი
- ზუგდიდი — რუსთაველის ქ. 90
- ბათუმი — მ. აბაშიძის ქ. 38 / დ. თავდადებულის ქ. 19 მოხმარება
ყველა ობიექტზე საშუალო ჯამური თვიური მოხმარება შეადგენს დაახლოებით: 70–80 კგ ყავას.
შემოთავაზებული ფასი უნდა შენარჩუნდეს მინ, 1 წლის განმავლობაში, გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ორ წლიანი კონტრაქტი
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- სააპლიკაციო ფორმა;
- ფასების ცხრილი
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- ფასების ცხრილი (თანდართულია)
- ანგარიშსწორების პირობები
- შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილში);
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ:
დალუქული კონვერტის სახით
გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
- წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
- გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21
ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 03 ივლისი 2026წ. (16:00 საათამდე)
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:
გენადი ზიაზევი
სათავო ოფისი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”,
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21
ტელ.: (+995 32) 2202222
E-mail: genadi.ziazev@procredit-group.com
ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
რუბენ კაზაროვი
შესყიდვების ქვეგანყოფილება
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”,
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21
ტელ.: (+995 32) 2202222 (1571)
E-mail: geo.tender@procredit-group.com
ტენდერის კატეგორია:
- 15861000 ყავა
- 39711310 ყავის ელექტროსახარშები
- 50883000 საზოგადოებრივი კვების საწარმოების მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება