ჩაბარების ვადა:

30 ივნისი 2026, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

T31127 - ტენდერი კახარეთი ჰესის სადაწნეო აუზზე ჩამკეტი ფარების ამწე მექანიზმების საყრდენი რკინა-ბეტონის კონსტრუქციის რეაბილიტაციის სამუშაოების პროექტირების მომსახურებაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 30 ივნისი 2026 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს კახარეთი ჰესის სადაწნეო აუზზე ჩამკეტი ფარების ამწე მექანიზმების საყრდენი რკინა-ბეტონის კონსტრუქციის რეაბილიტაციის სამუშაოების პროექტირების მომსახურება (#19/06-GIEC-HPP/ Kakhareti Gate Concrete Design -26).

ტექნიკური დავალება:

შესყიდვის ობიექტი: კახარეთი ჰესის სადაწნეო აუზზე ჩამკეტი ფარების ამწე მექანიზმების საყრდენი რკინა-ბეტონის კონსტრუქციის რემონტის/რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება.  

1. სამუშაოს აღწერა და მიზანი:

საპროექტო მომსახურების მიზანია კახარეთი ჰესის სადაწნეო აუზზე არსებული ჩამკეტი ფარების ამწე მექანიზმების საყრდენი დაზიანებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა და მის საფუძველზე სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, რომელიც უზრუნველყოფს დაზიანებული ელემენტების უსაფრთხო დემონტაჟს, ახალი რკინა-ბეტონის ფილისა და საყრდენების მოწყობას, ამწე მექანიზმების ხელახლა დამაგრებას, გასწორებას და მუშა რეჟიმში შემოწმებას.

2. შესასრულებელი სამუშაოების მოცულობები:

  • არსებული სახურავის დემონტაჟი;
  • ფარების ამწე მექანიზმების დროებითი დაფიქსირება დამატებითი საყრდენებით;
  • დაზიანებული რკინა-ბეტონის ფილისა და 3 ცალი რკინა-ბეტონის საყრდენის დემონტაჟი;
  • ახალი რკინა-ბეტონის ფილის მოწყობა (საორიენტაციო ზომა: 8100 x 3500 x 150 მმ);
  • ახალი რკინა-ბეტონის საყრდენების მოწყობა:
  • 600 x 600 x 700 მმ – 2 ცალი;
  • 900 x 600 x 700 მმ – 1 ცალი;
  • ამწე მექანიზმის საყრდენის დამაგრება საანკერო ჭანჭიკების გამოყენებით;
  • ამწე მექანიზმის გასწორება და მუშა რეჟიმში შემოწმება;
  • სახურავის აღდგენა/მონტაჟი.

3. საპროექტო მომსახურების მოცულობა:

3.1. ობიექტის ადგილზე შესწავლა

  • ობიექტის ადგილზე დათვალიერება.
  • არსებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციის, ამწე მექანიზმებისა და დამაგრების კვანძების აზომვა;
  • დაზიანებების, დეფორმაციების, ბზარების, კოროზიისა და სხვა ხილული დეფექტების აღწერა;
  • არსებული საყრდენი ელემენტების და მომიჯნავე კონსტრუქციების მდგრადობის წინასწარი შეფასება;
  • საჭიროების შემთხვევაში დამატებითი კვლევების/დაზუსტებების ჩამონათვალის მომზადება დამკვეთთან შესათანხმებლად.

3.2. საპროექტო გადაწყვეტების მომზადება:

  • დაზიანებული რკინა-ბეტონის ელემენტების დემონტაჟის ტექნოლოგიური სქემის შემუშავება;
  • ამწე მექანიზმების დროებითი გამაგრების/დაფიქსირების საპროექტო გადაწყვეტა;
  • ახალი რკინა-ბეტონის ფილისა და საყრდენების კონსტრუქციული პროექტირება;
  • არმირების, ბეტონის კლასის, დამცავი ფენის, შეერთებისა და ჩამაგრების კვანძების განსაზღვრა;
  • საანკერო ჭანჭიკების განლაგების, ჩამაგრების სიღრმისა და დატვირთვებზე მუშაობის გაანგარიშება;
  • ამწე მექანიზმის საყრდენების საბოლოო დამაგრებისა და გასწორების მოთხოვნების განსაზღვრა;
  • სახურავის დემონტაჟისა და შემდგომი აღდგენის/მონტაჟის საპროექტო გადაწყვეტა;
  • სამუშაოების წარმოების თანმიმდევრობის და უსაფრთხოების ძირითადი ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრა.

3.3. ხარჯთაღრიცხვითი ნაწილი:

  • სამუშაოების მოცულობათა უწყისის მომზადება;
  • მასალებისა და ძირითადი რესურსების სპეციფიკაციის მომზადება;
  • საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვის მომზადება შესაბამისი სამუშაოების მიხედვით;
  • სამშენებლო სამუშაოების საჭირო ტექნიკური მონაცემების ჩამოყალიბება.

4. საპროექტო დოკუმენტაციის შემადგენლობა:

  • განმარტებითი ბარათი;
  • არსებული მდგომარეობის ტექნიკური შეფასება/დასკვნა;
  • კონსტრუქციული გაანგარიშებები;
  • დემონტაჟისა და დროებითი გამაგრების სქემები;
  • ახალი რკინა-ბეტონის კონსტრუქციის გეგმები, ჭრილები და დეტალები;
  • არმირების ნახაზები;
  • საანკერო კვანძების ნახაზები და სპეციფიკაცია;
  • სახურავის აღდგენის/მონტაჟის სქემა;
  • სამუშაოთა მოცულობების უწყისი და ხარჯთაღრიცხვა;

5. ტექნიკური მოთხოვნები:

  • საპროექტო დოკუმენტაცია უნდა იყოს შესრულებული მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების მოთხოვნებისა და საქართველოში მოქმედი შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით;
  • პროექტში გამოყენებული მასალები უნდა იყოს განსაზღვრული ხარისხობრივი და ტექნიკური მახასიათებლებით;
  • პროექტანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სამუშაოები შესრულდება მოქმედ ჰესზე/ჰიდროტექნიკურ ნაგებობაზე და ტექნიკური გადაწყვეტები უნდა იყოს უსაფრთხო როგორც პერსონალისთვის, ასევე არსებული ნაგებობისთვის;
  • პროექტში ცალკე უნდა განისაზღვროს სამუშაოების შესრულებისას წყლის, ამწე მექანიზმებისა და მიმდებარე კონსტრუქციებისგან მომდინარე რისკები;
  • თუ ადგილზე დათვალიერებისას გამოვლინდება დამატებითი სამუშაოების აუცილებლობა, პროექტანტმა ეს უნდა ასახოს ტექნიკურ დასკვნასა და საპროექტო დოკუმენტაციაში

მისამართი: ადიგენის რაიონი, სოფ. კახარეთი

მომსახურების შესრულების საორიენტაციო პერიოდი: 2026 წლის ივლისი

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • მომსახურების შესრულების ვადა;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია საგარანტიო პირობებზე საპროექტო დოკუმენტაციის ხარვეზების აღმოფხვრასთან დაკავშირებით;
  • დადასტურება, რომ პრეტენდენტი მზად არის ხელშეკრულების გაფორმებამდე/ან მომსახურების დაწყებამდე ადგილზე შეისწავლოს ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა.
  • კომპანიის გამოცდილების აღწერა ანალოგიურ საპროექტო სამუშაოებზე;
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს: 

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;

აუცილებელი პირობები:

  • პრეტენდენტი ვალდებულია საბოლოო წინადადების მომზადებამდე ან ხელშეკრულების გაფორმებამდე ადგილზე შეისწავლოს ობიექტი და დამკვეთთან დააზუსტოს სამუშაო პირობები;
  • საპროექტო დოკუმენტაციაში გამოყენებული ყველა მასალა და ტექნიკური გადაწყვეტა უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს;
  • პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს შრომის უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები, მათ შორის დემონტაჟის, დროებითი გამაგრების, სიმაღლეზე მუშაობისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობაზე მუშაობის სპეციფიკური რისკები;
  • საპროექტო დოკუმენტაცია უნდა იყოს საკმარისი შემდგომში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვისა და შესრულებისთვის;
  • პრეტენდენტი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე მოახდინოს სიტუაციის ადგილზე შესწავლა და სამუშაო პირობების წინასწარ შეთანხმება დამკვეთთან.

წინადადების წარდგენის წესი:

შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N2ა, 0160.

კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - კახარეთი ჰესის სადაწნეო აუზზე რეაბილიტაციის სამუშაოების პროექტირების მომსახურება და  ნომერი - #19/06-GIEC-HPP/ Kakhareti Gate Concrete Design -26, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია.

ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: კარლო გახოკია  ტელ: 599 09 99 91

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის, 30  ივნისი, 17:00 სთ.

შეთავაზების ვალუტა: ლარი.

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:

თამაზ აბულაძე

კახარეთი ჰესის სადგურის ხელმძღვანელი

მობ: 595 00 

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
შეკითხვები