ჩაბარების ვადა:

9 ივლისი 2026, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T31139 - ტენდერი ავტო სალონის სამშენებლო სამუშაოებზე

  • გამომცხადებელი: სტრადა მოტორსი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 9 ივლისი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს. "სტრადა მოტორსი"  აცხადებს ტენდერს, ავტო სალონის  სამშენებლო სამუშაოებზე.

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • შეთავაზების წარდგენა სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით
  • კომპანიის საქმიანობის და გამოცდილების შესახებ ზოგადი ინფორმაციის წარდგენა-პორტფოლიო
  • გარანტია შესრულებულ სამუშაოზე

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში:

https://drive.google.com/drive/folders/1ATYZu-yHrigD-FEAuJjmyhIO2LrGMuI2?usp=drive_link

შეთავაზების წარდგენის საბოლოო ვადა: 2026 წლის 09 ივლისი
შეთავაზებები უნდა გაიგზავნოს ელ.ფოსტაზე: ttugushi@strada.ge 

საკონტაქტო ინფორმაცია: ttugushi@strada.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 45210000 შენობების მშენებლობა
შეკითხვები
მიმწოდებელი 6

შესრულებული სამუშაოებზე გარანტიაში რა იგულისხმება?

მიმწოდებელი 6

არმატურაზე მითითებული გაქვთ A კლასი რაც არის საბჭოთა სტანდარტები, საქართველოს ბაზარზე შემოდის B არმატურა, შესაძლებელია თუ არა B კლასის არმატურის გამოყენება?

სტრადა მოტორსი
სტრადა მოტორსი

გამარჯობა, შესაძლებელია ბაზარზე არსებული, მაღალი კლასის მასალის გამოყენება

მიმწოდებელი 6

მოგესალმებით, ;შემოთავაზებული მასალის სპეციფიკაცია", წინასწარ არის წარმოსადგენი ლითონის, არმატურის, მილკვადრატების ბეტონის და ასე შემდეგ მახასიათებლები?

სტრადა მოტორსი
სტრადა მოტორსი

გამარჯობა, სასურველია ძირითადი მასალის მახასიათებლების წარმოდგენა

მიმწოდებელი 5

ალბათ 0,4 მმ გულისხმობთ რაც ბაზარზეა

სტრადა მოტორსი
სტრადა მოტორსი

დიახ

მიმწოდებელი 5

სენდვიჩ-პანელის თუნუქის სისქე რამდენი უნდა იყოს ?

სტრადა მოტორსი
სტრადა მოტორსი

4მმ

მიმწოდებელი 5

გამარჯობა, პროექტის მიხედვით სენდვიჩ პანელის თუნუქის სისქე მითითებულია 0,1 სმ - რეალურად ამ სისქის თუნუქს მოითხოვთ პანელზე თუ შეცდომითაა პროექტში მითითებული ?

სტრადა მოტორსი
სტრადა მოტორსი

გამარჯობა, სახურავის სენდვიჩ-პანელი უნდა იყოს 10სმ სისქის (სახურავის მოწყობა PU სენდვიჩ პანელით სისქით 100მმ)

მიმწოდებელი 4

მოსამზადებელი სამუშაოების განსაღვრება ვიცით, ჩვენი კითხვა მდგომარეობს შემდეგში ყვითლად შეფერილი გრაფა შევავსოთ? და მეორე სამუშაოების მოცულობები დროებითი ღობის სიგრძე და სხვა ჩვენით განვსაზღვროთ?

სტრადა მოტორსი
სტრადა მოტორსი

დიახ

მიმწოდებელი 4

მიმწოდებელი 4 მოგესალმებით, მიმწოდებელი 4 მოგესალმებით, მოსამზადებელი სამუშაოების გრაფა (ყვითლად შეფერილი) შესავსებია?, მოცულობები ჩვენით განვსაზღვროთ? მადლობა წინაწარ.

სტრადა მოტორსი
სტრადა მოტორსი

გამარჯობა, მოსამზადებელ სამუშაოში იგულისხმება ტერიტორიის მოწესრიგება-სამშენებლოდ გამზადება, სამშენებლო მოედნის შემოღობვა, პერსონალის სამუშაო სივრცის განსაზღვრა და ა.შ

მიმწოდებელი 4

მოგესალმებით, მოსამზადებელი სამუშაოების გრაფა (ყვითლად შეფერილი) შესავსებია?, მოცულობები ჩვენით განვსაზღვროთ? მადლობა წინაწარ.

მიმწოდებელი 3

სამშენებლო სამუშაოებში მარტო კონსტუქცულია ნაგულისხმევი?

სტრადა მოტორსი
სტრადა მოტორსი

გამარჯობა, მხოლოდ მშენებლობა. საძირკველი, ფასადი და სახურავი (ხარჯთაღრიცხვაში არის სამუშაოების ჩამონათვალი)

მიმწოდებელი 2

გამარჯობა, რამდენად შეძალებელია ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ MEP მიმართულებით?

სტრადა მოტორსი
სტრადა მოტორსი

გამარჯობა, ამ ეტაპზე MEP ტენდერი ჯერ არ გვაქვს გამოცხადებული

სტრადა მოტორსი
სტრადა მოტორსი

გამარჯობა, ამ ეტაპზე, მხოლოდ სამშენებლო ტენდერია გამოცხადებული. MEP ტენდერი გამოცხადდება მოგვიანებით

მიმწოდებელი 1

მოგესალმებით, ჩვენი კომპანია არის ახალი ჩამოყალიბებული, შესაბამისად კომპანიას არ გააჩნია გამოცდილება. მაინტერესებს თუ არის შესაძლებელი სატენდერო წინადადების წარმოდგენა?

სტრადა მოტორსი
სტრადა მოტორსი

გამარჯობა, ტენდერში მონაწილეობა შესაძლებელია, თუმცა საბოლოო კანდიდატის შერჩევისას, ვითვალისწინებთ ფასს, გამოცდილებას და რეკომენდაციებს.