13 ნოემბერი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3121 - ტენდერი ძირითადი საშუალებების შეფასება ინვენტარიზაციაზე
ტენდერის აღწერილობა:
სან პეტროლიუმ ჯორჯია აცხადებს ტენდერს ძირითადი საშუალებების შეფასება ინვენტარიზაციაზე. შესაფასებელი ქონების ნუსხა და დამატებითი დეტალებისთვის დამიკავშირდეთ პირადათ რათა დავიცვათ ჩვენს ხელთ არსებული ქონების კომფედენციალურობა.
შეფასების/ინვენტარიზაციის პერიოდი: 20,11,2017-20,12,2017წ.წ.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- შემოთავაზებული მომსახურების ღირებულება ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს ჩათვლით;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ ბოლო ათი წლის განვალბაში.
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები)
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის N34 (პიქსელის შენობა) 6 სართული გალფის სათაო ოფისი, კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია.
საკონტაკტო პირი, სოსო ქარსელაძე 577 00 49 49 ელ:ფოსტა s.karseladze@gulf-ge.com
დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2017 წლის 13 ნომბერი 17:00 საათამდე
ტენდერის კატეგორია:
- 79400000 ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები
- 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები