17 ნოემბერი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3137 - ტენდერი ბრენდირებული ქოლგების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი -აცხადებს ტენდერს:
- ნომრით #-EF-GE/354
- დანიშნულება : ბრენდირებული ქოლგების შესყიდვა
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- სპეციფიკაცია;
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- პროდუქტის ხელმოწერილი სპეციფიკაცია.
ტენდერის პირობები:
- ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
- მოთხოვნილი საქონელი მოწოდებული უნდა იქნას 2018 წლის თებერვალში;
- იმისათვის რომ მიღებული შემოთავაზება აკმაყოფილებდეს ჩვენს მოთხოვნებს, არსებული ნიმუშის ნახვა შეგიძლიათ ლუდსახარშ ნატახტარში, მცხეთის რაიონი, სოფელი ნატახტარი;
- გადახდის პირობები: მოწოდებიდან 120 დღე.
- 1.8 მ ზომის ქოლგის რაოდენობა არის 300 ცალი;
- 4 მ (400x400) ზომის ოთხკუთხედი ქოლგის რაოდენობა არის 1,305 ცალი;
- 1.8 მ ზომის ქოლგების ფასი უნდა იყოს პლასტმასის საძირეების ჩათვლით;
- 4 მ ზომის ქოლგებისთვის გვჭირდება ბეტონის ფილების შემოთავაზება, რომლის ფასი უნდა იყოს გამოყოფილი, ხოლო მეტალის საძირეების ფასი უნდა შედიოდეს ქოლგის ფასში;
შენიშვნა:მომწოდებლის მიერ ქოლგის ალტერნატიული მასალის შემოთავაზება ფასის შემცირების მიზნით ასევე განიხილება სატენდერო კომისიის მიერ. ქოლგის მასალა არის 100%-იანი პოლიესტერი.
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
- წარწერა: "კონფიდენციალურია";
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
შემოთავაზების მიღება იწყება 06.11.2017 18:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება 17.11.2017 18:00
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
თეკლა ნოზაძე
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ.: (+99532) 180797
ელფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com
ტენდერის კატეგორია:
- 39200000 ავეჯის აქსესუარები
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები