22 ნოემბერი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3146 - ტენდერი ჰიგიენური საშუალებების პროდუქციის შესყიდვასა და ჰიგიენური საშუალებების ინვენტარზე (თბილისსა და რეგიონებში)
ტენდერის აღწერილობა:
სს ფინკა ბანკი საქართველო მიკროსაფინანსო ჰოლდინგის FINCA Microfinance Holdings (FMH) გლობალური ქსელის ნაწილია, ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe- გერმანიის განვითარების ბანკი, FMO-ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და Triple Jump. სს ფინკა ბანკი საქართველო, დღეისათვის 36 სერვის ცენტრის საშუალებით საბანკო მომსახურებას უწევს 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში
სს „ფინკა ბანკი საქართველო“ აცხადებს ტენდერს: ჰიგიენური საშუალებების პროდუქციის შესყიდვა და ჰიგიენური საშუალებების ინვენტარი (თბილისსა და რეგიონებში).
ხელშეკრულება დაიდება 1 წლის ვადით.
ტენდერში მონაწილე კომპანიებმა მათ მიერ წარმოდგენილ შემოთავაზებაში უნდა გაითვალისწინონ შემდეგი აუცილებელი პირობა:
- ინვენტარის დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაცემა და მონტაჟი, როგორც თბილისის მასშტაბით ასევე ფინკა ბანკის სერვის ცენტრებში (ადგილმდებარეობის ჩამონათვალი იხ.მიმაგრებულ ფაილად).
- ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში დაზიანებული ინვენტარის შეკეთება/შეცვლა.
- ხარისხიანი პროდუქციის მოწოდება.
- შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება ადგილზე ოფისების მისამართებზე.
- პროდუქციის მოწოდება ინვოისის წარდგენიდან არაუგვიანეს 1-2 დღეში.
- პროდუქციის ღირებულების შესაბამისობა ინვოისსა და სასაქონლო ზედნადებს შორის.
კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- კატალოგი, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი პროდუქციის დასახელება და ერთეულის ფასი;
- თქვენს მიერ შემოთავაზებული ინვენტარის კატალოგი
- ჩვენს მიერ მოთხოვნილ პროდუქციაზე სრულად შევსებული დოკუმენტი (პროდუქციის დასახელება, ქაღალდის მეტრაჟობა, შეწოვადობა, რამდენ ფენიანია და დაფასოებული თხევადი საპნის ლიტრაჟობა);
- ინვოისისა და პროდუქციის მოწოდების ვადები;
- პროდუქციის ღირებულება ლარში (დღგ-ს ჩათვლით) და ანგარიშსწორების პირობები;
- საჭირო დოკუმენტები, შეკვეთის მიღებისა და მოწოდების პროცედურა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
შესასყიდი პროდუქციის დეტალური აღწერილობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
გთხოვთ, ტენდერის მასალები მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71, მე-3 სართული, ოფისი 12 – ს.ს. „ფინკა ბანკი საქართველო“ სათავო ოფისი.
კონვერტზე უნდა მიუთითოთ მონაწილე კომპანიის დასახელება ასევე, ტენდერის სახელწოდება და მოათავსოთ დალუქულ სატენდერო ყუთში.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
შემოთავაზების შემოტანა შესაძლებელია ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 09:00-დან 18:00-მდე 2017 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით.
სს ფინკა ბანკი საქართველო ახორციელებს საქმიანობას უმაღლესი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით და ბანკის შიდა წესების მიხედვით, ბანკის თანამშრომელს და/ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი ბანკის რომელიმე კონტრაჰენტთან (ინტერესთა კონფლიქტი). აღნიშნულის გათვალისწინებით, ტენდერში მონაწილე კომპანიასა და ბანკის თანამშრომელს და/ან მათთან დაკავშირებულ პირებს შორის არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი.
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტის მისამართზე: procurement@finca.ge
ტენდერის კატეგორია:
- 39800000 საწმენდი და საპრიალებელი პროდუქცია
- 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები
- 42900000 სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები